ახალი iPad Pro M2 და განახლებული iPad 10.9-ს გარდა, Apple-მა ასევე Apple TV 4K წარმოგვიდგინა. მოწყობილობამ მიიღო მძლავრი A15 Bionic პროცესორი – ისეთივე როგორიც გამოიყენება iPhone 13 / 14 სერიაში.
Apple TV 2022-ის ორი ვერსიაა ხელმისაწვდომი. პირველი არის 64 GB + Wi-Fi, ხოლო მეორე 128 GB + Wi-Fi + Ethernet. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 128GB ვერსიას ასევე აქვს Thread Mesh-ის მხარდაჭერა ჭკვიანი სახლისთვის.
A15 Bionic ჩიპის დახმარებით Apple TV 4K-მ მიიღო HDR10+ ტექნოლოგიის მხარდაჭერა. HDR10+ თითოეულ ვიდეო კადრს ამუშავებს წინასწარ განსაზღვრული ფერის, სიკაშკაშის, კონტრასტის პარამეტრების მიხედვით. შედეგად ვიღებთ გამოსახულების საოცარ ხარისხს, დეტალური, მდიდარი და რეალისტური კადრებით. ახალი სისტემა ასევე გვთავაზობს Dolby Atmos და Dolby Digital 7.1/5.1 ტექნოლოგიების მხარდაჭერას.
ვიზუალურად, Apple TV 4K არ შეცვლილა. მოწყობილობამ შეინარჩუნა იგივე პრიალა კიდეებისა და Apple ლოგოს მქონე კლასიკური, მქრქალი შავი პლასტმასის კორპუსი.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოდნავი ცვლილება შეეხო Siri Remote-ს. ახლა მისი დამუხტვა USB-C გამოყენებით არის შესაძლებელი. სენსორული ბარი უზრუნველყოფს მარტივ და მოსახერხებელ ნავიგაციას Apple TV-ის მომხმარებლის ინტერფეისში. აპლიკაციაში ნახავთ ფილმების, სერიებისა და თოქ-შოუების უზარმაზარ კოლექციას, რომლებმაც მიიღეს აღიარება ფართო საზოგადოებისგან და მოიპოვეს მრავალი ჯილდო.
ასევე გაეცანით:
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.