Apple-მა წარმოგვიდგინა ახალი iPad Pro M2, რომელიც გვთავაზობს პორტატულობის, მრავალფეროვნების და წარმოუდგენელი შესრულების საუკეთესო კომბინაციას. ახალ iPad Pro-ს აქვს გაუმჯობესებული Apple Pencil ჰოვერის გამოცდილება და სუპერსწრაფი უკაბელო კავშირი, მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მობილური ეკრანი, პრო კამერების სისტემა, Face ID მხარდაჭერა, Thunderbolt და ოთხდინამიკიანი აუდიო სისტემა.

ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს iPadOS -ის ახალი ფუნქციონალი – Stage Manager, სრული ეკრანის მხარდაჭერა, დესკტოპ კლასის აპლიკაციები და Reference Mode. მოწინავე ტექნოლოგიებისა და iPadOS 16-ის გამოყენებით iPad Pro გვთავაზობს Pro აპლიკაციების წარმოუდგენელ ეკოსისტემას.

M2 ჩიპი და უპრეცედენტო სიმძლავრე

M2 ჩიპი Apple-ის შემდეგი ახალი M-სერიის ჩიპების დასაწყისია, რაც კიდევ უფრო მეტ სიმძლავრეს ანიჭებს iPad Pro-ს. ჩიპის დამსახურებით ახალი პლაშეტი გვთავაზობს ინდუსტრიაში წამყვან ენერგოეფექტურობას, მეხსიერების ერთიან არქიტექტურას და მაქსიმალურად კონფიგურირებად ტექნოლოგიებს.

M2 აღჭურვილია 8-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორით (15 პროცენტით უფრო სწრაფი ვიდრე M1 – როგორც მაღალმწარმოებლური, ისე ენერგოეფექტურ ბირთვებში) და 10 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორით, რომელიც უზრუნველყოფს 35 პროცენტამდე გაუმჯობესებულ გრაფიკულ შესაძლებლობებს ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლებისთვის.

CPU და GPU-სთან ერთად, 16 ბირთვიან ნეირონულ ძრავას შეუძლია წამში 15,8 ტრილიონი ოპერაციის დამუშავება – 40 პროცენტით მეტი, ვიდრე M1 – რაც iPad Pro-ს კიდევ უფრო ძლიერს ხდის მანქანური სწავლების ამოცანების შესრულებისას.

M2 ჩიპს ასევე აქვს 100 გბ/წმ მეხსიერების ერთიანი გამტარუნარიანობა – 50 პროცენტით მეტი ვიდრე M1 – და მხარს უჭერს 16 გბ-მდე სწრაფ ერთიან მეხსიერებას, რაც მულტითასქინგს და დიდ პროექტებთან მუშაობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.

M2-ის შესრულება საოცრად აჩქარებს ყველაზე მძიმე სამუშაო პროცესებსაც, როგორიცაა მასიური ფოტო ბიბლიოთეკების რედაქტირება, კომპლექსური 3D ობიექტების მანიპულაციები, გამოსახულების მოწინავე ანალიზი ჯანდაცვაში, გრაფიკული ინტენსიური თამაშები და სხვა.

M2-ის სიმძლავრის გავლენა ახალ მედია ძრავასა და გამოსახულების სიგნალის პროცესორზეც ისახება. ეს ფუნქციები მოწინავე კამერებთან ერთად ProRes ვიდეო გადაღებასა და ProRes კადრების 3-ჯერ უფრო სწრაფად დეკოდირებაში გვეხმარება.

Apple Pencil 2-ის გაუმჯობესებული Hover გამოცდილება

უახლესი iPad Pro M2-ის და iPadOS 16-ს კომბინაცია გვთავაზობს Apple Pencil 2-ის ეკრანთან ურთიერთობის სრულიად ახალ განზომილებას.

ეკრანის სენსორი Apple Pencil-ს ახლა ეკრანიდან 12 მმ-მდე სიმაღლეზე აღიქვამს, რაც მოქმედების შესრულებამდე მის გადამოწმებაში გვეხმარება. ახლა უკვე შეგვიძლია ესკიზების და ილუსტრაციების აბსოლუტური სიზუსტით შექმნა. ახალი Hover ასევე ამარტივებს უამრავ სხვა მოქმედებას, მაგალითად Scribble ტექსტის ველები ავტომატურად გაფართოვდება, როდესაც ფანქარი უახლოვდება ეკრანს და ხელნაწერი უფრო სწრაფად გარდაიქმნება ტექსტად. მესამე მხარის აპებსაც შეუძლიათ ამ ახალი ფუნქციით სარგებლობა, რაც მათ მარკირებისა და ხატვის გამოცდილებას საოცრად გააუმჯობესებს.

ულტრა-სწრაფი უსადენო კავშირი

ახალი iPad Pro მხარს უჭერს უსწრაფეს Wi-Fi 6E კავშირს. იდეალურ პირობებში ჩამოტვირთვის მაქისმალური სიჩქარეა 2.4 გბ/წმ-მდე, 2-ჯერ უფრო სწრაფი ვიდრე წინა თაობა. Wi-Fi + ფიჭური მოდელები 5G (sub-6GHz და mmWave) ახლა მხარს უჭერს უფრო მეტ 5G ქსელს მთელს მსოფლიოში, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ წვდომა მიიღონ ფაილებზე, დაუკავშირდნენ კოლეგებს და შექმნან თავიანთი მონაცემების სარეზერვო ასლები შეუჩერებლად.

iPadOS 16 და უპრეცედენტო პრო ფუნქციები

Messages-ის დიდი განახლების, Mail და Safari-ში ახალი ხელსაწყოების, ამინდის ახალი აპისა და ფოტო-ვიდეოებთან ურთიერთქმედების Live Text და Visual Look Up განახლებული ფუნქციების გარდა, iPadOS 16 ასევე გვთავაზობს პროდუქტიულობის საოცარ ფუნქციებს, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებს iPad Pro გამოყენების გამოცდილებას:

  • Stage Manager არის სრულიად ახალი ფუნქცია, რომელიც ავტომატურად აწყობს აპებსა და ფანჯრებს, რითიც აჩქარებს და ამარტივებს ამოცანებს შორის გადართვას. ამ წლის ბოლოს, Stage Manager განბლოკავს გარე ეკრანის სრულ მხარდაჭერას 6K-მდე გაფართოებით.
  • დესკტოპ კლასის აპლიკაციები, რომლებიც ოპტიმიზებულია iPad Pro-სთვის. ეს ყველაფერი ზრდის აპლიკაციების ფუნქციონალს ახალი ელემენტებითა და ურთიერთქმედებით, მათ შორის თანმიმდევრული Undo და Redo, განახლებული find-and-replace გამოცდილება, ახალი document მენიუ, ინსტრუმენტების კონფიგურირებადი ზოლები, ფაილის ტიპის შეცვლა და საქაღალდის ზომის ნახვა ფაილებში.
  • Reference რეჟიმის დახმარებით iPad Pro M2-ის ეკრანი იდეალურად აკმაყოფილებს Workflows ისეთ მოთხოვნებს როგორიცაა მიმოხილვა და დამტკიცება, ფერების კლასიფიკაცია და კომპოზიცია, სადაც ზუსტი ფერები და გამოსახულების თანმიმდევრული ხარისხი გადამწყვეტია. ეს ნიშნავს, რომ პროფესიონალ მომხმარებლებს, მათ შორის ფოტოგრაფებს და ვიდეოგრაფებს, შეუძლიათ HDR სურათების და ვიდეოების მაქსიმალური დეტალიზაციით რედაქტირება.

    გსურთ იყოთ პირველი და შეუკვეთოთ წინასწარ? დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია

    ასევე გაეცანით:

    არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

    გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

    დატოვეთ კომენტარი

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *