საჩუქრები ყველასთვის

ყველასათვის ნათელია, რომ ჭკვიანი ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო ღრმად აღწევს ჩვენს ყოველდღიურობაში და საოცრად ამარტივებს მას, ხოლო ჩვენ ბევრად უფრო მობილურს გვხდის.

iSpace-ის დღევანდელი ნაკრებიც სწორედ ჭკვიან ტექნოლოგიებს შეეხება. დაივიწყეთ ბანალური სუვენირები და აჩუქეთ ის, რაც გაუხალისებს და გაუუმჯობესებს ყოველდღიურობას.

საჩუქრები, რომლებიც მოერგება ყველა გემოვნებას.

1. MacBook Air

MacBook Air არის თხელი, მსუბუქი და კომპაქტური ლეპტოპი. რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც ლეპტოპს მთელი დღე არ შორდება. 

13.3 ინჩიანი ეკრანი უზრუნველყოფს როგორც კომფორტულ მუშაობას, ისე ფილმებისა თუ შოუების ყურებას. ამავდროულად, კომპიუტერი ადვილად თავსდება ჩანთაში, არ იკავებს დიდ ადგილს მაგიდაზე და კომფორტულად ეტევა თქვენს კალთაში.

MacBook Air ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს. 

Magic Keyboard კი აღჭურვილია ჩუმი კლავიშებით – იმუშავეთ მაშინაც კი, თუ თქვენს სიახლოვეს ვინმე ისვენებს. 

ასევე აღსანიშნავია Multi-Touch მხარდაჭერის მქონე ტრექფედი, რომელიც ამარტივებს პროგრამებსა თუ ბრაუზერის ჩანართებს შორის ნავიგაციას.

აქსესუარები

ზურგჩანთების არჩევანი – MacBook Air არის მოწყობილობა, რომლის ტარებაც საოცრად კომფორტულია, თუმცა საჭიროა მისი დავარდნისაგან ან დარტყმისაგან დაცვა. iSpace-ში ნახავთ MacBook ზურგჩანთების საკმაოდ დიდ არჩევანს.

Power Bank – მიუხედავად ლეპტოპის საოცარი ავტონომიურობისა, შესაძლოა ენერგია ყველაზე შეუფერებელ მომენტში ამოიწუროს.

საჩუქრები, რომლებიც მოერგება ყველა გემოვნებას.

2. iPad Air

Apple პლანშეტი საოცრად მრავალმხრივი მოწყობილობაა. მისი გამოყენება უამრავი დანიშნულებით არის შესაძლებელი: ატარეთ უნივერსიტეტში, ოფისში, მოგზაურობაში, სანაპიროზე და მოკლედ ყველგან სადაც გაგიხარდებათ.

2020 წლის iPad Air აღჭურვილია Liquid Retina ეკრანით. მძლავრი A14 Bionic პროცესორი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება ყველაზე კომპლექსურ და მძიმე დავალებებს – თამაშები, 4K ვიდეორედაქტირება და სხვა.

iPad Air საკმაოდ ავტონომიური მოწყობილობაა. მისი წონა კი სულ რაღაც 458 გრამია, ასე რომ ხელები არ დაგეღლებათ ხანგრძლივი მუშაობის დროსაც კი.

აქსესუარები

iPad–ის მრავალფუნქციური ქეისები – iPad მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ და უმჯობესია, თუ ის იდეალურ მდგომარეობას შეინარჩუნებს. iSpace-ში იპოვით ქეისებს ისეთი ფუნქციებით როგორიცაა: ავტომატური ჩართვა გახსნისას, სადგამის ფუნქცია და სხვა.

კლავიატურა და სტილუსი – კლავიატურისა და სტილუსის კომბინაცია თქვენს iPad-ს საკმაოდ მძლავრ ლეპტოპად გადააქცევს.

საჩუქრები, რომლებიც მოერგება ყველა გემოვნებას.

3. Apple Pencil

Apple Pencil განსაკუთრებით იტაცებს ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ფერწერა, დიზაინი, ფოტო და ტექსტის რედაქტირება.

თუმცა Apple Pencil საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილზე მეტი დანიშნულება აქვს. 

მისი დახმარებით შეასრულებთ ყველა მოქმედებას რასაც ხელით ასრულებდით: დაათვალიერებთ ვებსაიტებს, ითამაშებთ, შექმნით ჩანიშვნებს, დაამუშავებთ ფოტო–ვიდეო მასალას და სხვა.

საჩუქრები, რომლებიც მოერგება ყველა გემოვნებას.

4. Apple Watch

Apple Watch Series 7 გვთავაზობს დიდ ეკრანს, სწრაფი დამუხტვას და ასევე დარტყმა გამძლე კორპუსს, რომელიც დაცულია წყლისა და მტვრისგან. 

მე–7 სერიის სმარტ საათი ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს – 8 წუთიანი დამუხტვა საკმარისია ძილის 8 საათიანი კონტროლისათვის. მოწყობილობის 0-დან 80%-მდე დამუხტვას კი მხოლოდ 45 წუთი სჭირდება.

საათი არის არის IP6X სერტიფიცირებული, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მისი ტარება როგორც სანაპიროზე, ისე აგარაკზე, მოგზაურობისას და უდაბნოშიც კი.

აქსესუარები

Apple Watch სამაჯურებ – Apple-ის საათები ნებისმიერ ჩაცმულობას უხდება, იქნება ეს ყოველდღიური თუ განსაკუთრებული შემთხვევების შესაფერისი ტანსაცმელი. ამაში კი გვეხმარება ციფერბლატებისა და სამაჯურების უზარმაზარი არჩევანი.

საჩუქრები, რომლებიც მოერგება ყველა გემოვნებას.

5. AirPods Max

AirPods Max–ის დიზაინი საოცრად ერგონომიულია. ანოდირებული ალუმინის ორივე ყური ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ბრუნავს და ჩერდება ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაში.

მოწყობილობა აღჭურვილია 2 მძლავრი H1 პროცესორით, რომლებიც ასრულებენ წამში 9 მილიარდ ოპერაციას. ხმის შესანიშნავი ხარისხი და კარგი ბასები კი მიიღწევა 40 მმ დინამიური დრაივერებით.

AirPods Max აქვს სენსორები, რომლებიც ზომავს თქვენი ყურის გეომეტრიას, თავის პოზიციას და ავტომატურად არეგულირებს დაბალ და საშუალო სიხშირეებს. 

AirPods Max ელემენტი 20 საათიან სამუშაო დროს გვთავაზობს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხუთწუთიანი დამუხტვა 1,5 საათიან სამუშაო დროს უზრუნველყოფს.

საჩუქრები, რომლებიც მოერგება ყველა გემოვნებას.

6. iPhone

iPhone 13 ხაზი აღჭურვილია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიით, რაც დღესდღეობით არის ხელმისაწვდომი მობილური ტელეფონებისთვის.

მძლავრი A15 Bionic პროცესორი პასუხისმგებელია მთელი სისტემის სწრაფ და გამართულ მუშაობაზე.

GPU ადვილად უმკლავდება ნებისმიერ დატვირთავს, იქნება ეს მძიმე თამაშები თუ ფოტო–ვიდეო რედაქტირება.

მოწინავე კამერის სისტემა კი უზრუნველყოფს განსაცვიფრებელი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაღებას ნებისმიერი განათების პირობებში.

აქსესუარები

iPhone 13 ქეისები– სმარტფონის დაზიანება შემთხვევითობის საკითხია, მათი შეკეთება კი საკმაოდ ძვირი სიამოვნება. ასე რომ, ნუ ცდით ბედს – მოათავსეთ სმარტფონი დამცავ ქეისში და დაიზღვიეთ თავი.

iPhone 13 დამცავი მინა – iPhone-ის დავარდნისგან დაცული არავინაა. ასეთ შემთხვევაში კი ხშირად იკაწრება მინა, რის გამოც რეკომენდებულია დამცავი მინის ინსტალაცია.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *