Apple-ის სმარტფონები ერთ-ერთი ყველაზე საიმედოა მსოფლიოში. თუმცა მიუხედავად ამისა, ისინიც საჭიროებენ შეკეთებას. მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, თუმცა უმეტესად ჩვენ თვითონ ვაზიანებთ მოწყობილობებს. დღევანდელ ბლოგში, ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებულ დაზიანებებზე, რომელიც შეიძლება განიცადოს თქვენმა iPhone-მა და რა უნდა მოიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში.

iPhone-ის ყველაზე ხშირდაზიანებები:

  • Touch ID ღილაკი ან face ID სენსორი;
  • ეკრანი;
  • მიკროფონი;
  • წყლისგან დაზიანებული კომპონენტები;
  • დამტენის და ყურსასმენის კონექტორი;
  • ელემენტი;
  • დინამიკები;
  • კამერა.

ზოგიერთმა დეტალი შესაძლოა ყოველდღიური ცვეთის გამო გაფუჭდეს, მაგალითად – ელემენტი ან სხვა. თუმცა, ყველა ხვდება, რომ თუ ტელეფონი დავარდა და გაიბზარა, მას შეკეთება სჭირდება. თუმცა, მომხმარებელი ხშირად არ ფიქრობს, რომ სმარტფონის დავარდნის შემდეგ შესაძლოა ვიზუალურად არაფერი დაეტყოს, თუმცა კრიტიკულად დაზიანდეს შიდა დეტალები.

მაგალითად, დავარდნის შემდეგ, iPhone-მა შესაძლოა დაიწყოს შენელება, ცუდად დაიჭიროს ქსელი ან სწრაფად დასვას ელემენტი. დავარდნის შედეგად, შეიძლება გაფუჭდეს ანტენა და NFC-მ შეწყვიტოს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანს არაფერი ეტყობა და კორპუსზეც არანაირი ნაკაწრი არ ჩანს.

iPhone დააგდე და გატეხე? აუცილებლად დაუკავშირდი iSupport-

iSupport არის Apple-ის ავტორიზებული სერვის ცენტრი, რომელიც არის Apple-ის ერთადერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში. iSupport-ში შეკეთებას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  • ახალი ორიგინალი ნაწილები – იგივე, რომელსაც მწარმოებელი იყენებს მოწყობილობის შექმნისას. Apple თავისი მოწყობილობების სათადარიგო ნაწილებს მხოლოდ ავტორიზებულ სერვის ცენტრებს აწვდის, მათ ჩვეულებრივ მაღაზიებში ვერ იყიდით.
  • Apple-ის დატრენინგებული ინჟინრები – იმისათვის, რომ გახდეთ iSupport სერვისის ტექნიკოსი, თქვენ უნდა გქონდეთ Apple-ის ტექნოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა. iSupport ინჟინრებს ამზადებენ Apple-ის ტრენერები.
  • პროფესიონალური ხელსაწყოები – Apple-ის თითოეული პროდუქტი საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობას. ამიტომ Apple-ს აქვს მკაცრი მოთხოვნები ყველა ხელსაწყოზე, რომელიც გამოიყენება შეკეთების დროს.
  • გარანტია – iSupport იღებს სრულ პასუხისმგებლობას თქვენს მოწყობილობაზე მუშაობისას. ეს ნიშნავს, რომ გაიცემა შესაბამისი გარანტია თითოეული ტიპის სერვისზე.

ოფიციალური სერვისი/მხარდაჭერა iPhone-ისთვის

თუ თქვენ გაქვთ პრობლემა iOS-ის განახლებასთან დაკავშირებით, ან უბრალოდ გსურთ ექსპერტის აზრი. ზოგჯერ პრობლემა ადგილზე რამდენიმე წუთში წყდება. მაგალითად, თუ ანგარიშის შექმნა გჭირდებათ, გსურთ Apple ID-ზე წვდომის აღდგენა ან iPhone-ის დარესეტება. ასევე, თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები მოდემის ან NFC-ის მუშაობის შესახებ, უბრალოდ დაუკავშირდით iSupport-ს და სერტიფიცირებული პროფესიონალი დაგეხმარებათ.

თუ სიტუაცია უფრო სერიოზულია, მაშინ iPhone-ის ინჟინრები ჩაატარებენ დიაგნოსტიკას და შემდეგ მოახდენენ თქვენი სმარტფონის შეკეთებას. დიაგნოსტიკა ტარდება სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით და აჩვენებს iPhone-ის შიდა კომპონენტების მდგომარეობას. ეს არის ყველაზე ზუსტი გზა იმის გასარკვევად, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება და ღირს თუ არა მთლიანი iPhone-ის შეკეთება. მაგალითად, სმარტფონზე წყლის დაღვრის შემდეგ შეუძლებელია ელექტროქიმიური კოროზიის გამორიცხვა 100%-იანი ალბათობით. ამას დიაგნოსტიკა აჩვენებს.

iSupport სერვის ცენტრის სერვისები:

  • კონსულტაცია;
  • აიფონის გაწმენდა;
  • iPhone ეკრანის შეცვლა (მთელი მოდული);
  • iPhone ელემენტის გამოცვლა;
  • iPhone-ის მთავარი კამერის შეცვლა;
  • iPhone დინამიკის შეცვლა;
  • iPhone ვიბრაციული ძრავის შეცვლა;
  • ღილაკების შეკეთება.

დასკვნა

როდესაც დგებით სმარტფონის შეკეთების აუცილებლობის წინაშე, საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: კარგი სპეციალისტები, მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილები და პროფესიონალური ხელსაწყოები. ეს ყველაფერი გარანტირებულია iSupport-ის მიერ, რომელიც მუშაობს Apple-ის სტანდარტების მიხედვით. ჩვენ არ ვაკისრებთ ზედმეტ მომსახურებას კლიენტებს და ვმუშაობთ გამჭვირვალედ. ჩვენ გავცემთ გარანტიას თითოეულ შესრულებულ სამუშაოზე.

სერვის ცენტრები განთავსებულია შემდეგ მისამართზე :

თბილისი, სულხან ცინცაძის #12

შევხვდებით iSupport- ში!

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *