Apple-მა სულ ცოტა ხნის წინ წარმოგვიდგინა მეხუთე თაობის iPad Air, რომელიც აღჭურვილია M1 ჩიპით, განახლებული წინა კამერით და 5G მხარდაჭერით. დღევანდელ ბლოგში შევადარებთ iPad Air 5-ს და Apple–ის შარშანდელ კომპაქტურ iPad mini 6-ს.

iPad mini-სა და iPad Air-ის შედარება

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი iPad mini 6 და უახლესი iPad Air 5 უამრავ ძირითად ფუნქციას იზიარებენ.

მსგავსება

  • უსასრულო ეკრანის დიზაინი ბრტყელი კიდეებით;
  • ზედა ღილაკში ჩაშენებული Touch ID სკანერი;
  • Liquid Retina ეკრანი P3 ფერის სპექტრით, თითის ანაბეჭდის საფარით, 500 nits მაქსიმალური სიკაშკაშით, სრული ლამინირებით, ანტირეფლექსური საფარით და True Tone ტექნოლოგიით.
  • 12 MP ƒ/1.8 მთავარი კამერა 5x ციფრული მიახლოვებით და Smart HDR 3 მხარდაჭერით;
  • 4K ვიდეოს გადაღება 60fps სიჩქარით 3x მასშტაბირებით, 1080p HD ვიდეოს გადაღება 25 fps, 30 fps ან 60 fps, 1080p slo-mo ვიდეო 120fps ან 240fps და time-lapse სტაბილიზაციით;
  • 12 MP ƒ/2.4 ფრონტალური კამერა 2x მასშტაბირებით, Central Stage ფუნქცია, Smart HDR 3, კინემატოგრაფიული ვიდეო სტაბილიზაცია და 1080p ვიდეოს გადაღება;
  • მეორე თაობის Apple Pencil თავსებადობა;
  • ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა 10 საათამდე;
  • USB-C პორტი;
  • ორი დინამიკის აუდიო ლანდშაფტის რეჟიმი;
  • Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0;
  • Sub-6GHz 5G კავშირი;
  • Wi-Fi და Wi-Fi + Cellular მოდელები;
  • 64GB და 256GB მეხსიერება;
  • ხელმისაწვდომი ფერები: Space Grey, Pink, Purple და Starlight.

ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ეს ორი მოწყობილობა რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებით არის წარმოდგენილი:

განსხვავებები

iPad mini 6

  • 8.3 ინჩიანი ეკრანი 2266‑1488 გარჩევადობით 326 ppi;
  • კომპაქტური დიზაინი მაქსიმალური პორტაბელურობისთვის;
  • A15 Bionic ჩიპი 4 GB მეხსიერებით;
  • უკანა Quad-LED True Tone flash;
  • თავსებადია მხოლოდ Bluetooth კლავიატურებთან;
  • წონა 0,66 ფუნტამდე 297 გრამი;

iPad Air 5

  • 10.9 ინჩიანი ეკრანი 2360-1640 გარჩევადობით 264 ppi;
  • შედარებით დიდი კორპუსი, უკეთესი პროდუქტიულობისთვის;
  • M1 ჩიპი 8 GB მეხსიერებით;
  • კონექტორი გარე კლავიატურებისთვის, მათ შორის Apple Magic Keyboard და Smart Keyboard Folio;
  • წონა 462 გრამი;
  • დამატებითი ლურჯი ფერი;

დიზაინი და ზომა

ზომა ყველაზე აშკარა განსხვავებაა iPad mini და iPad Air-ს შორის. iPad mini 52.2 მმ–ით მოკლე და 43.7 მმ–ით ვიწროა iPad Air–თან შედარებით. ამის გამო mini პლანშეტის გამოყენება ცალი ხელითაც არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, mini 165 გრამით მსუბუქია.

ორივე მოწყობილობას ერთნაირი კვადრატული დიზაინის მქონე კორპუსი აქვს, რომელიც უკვე ნორმად იქცა iPhone, iPad და Mac მოწყობილობებში. ამ ფორმის დანერგვის მიზეზი, კი მოწყობილობების ხელში ჭერის გამარტივებაა.

ორივე მოწყობილობა ხელმისაწვდომია Space Grey, Pink, Purple და Starlight ფერებში, თუმცა iPad Air 5 გვთავაზობს დამატებითი ლურჯი ფერის შეძენის შესაძლებლობას.

ეკრანი

iPad mini და iPad Air აღჭურვილია P3 ფართო ფერის მქონე Liquid Retina ეკრანით. ორივე მოწყობილობას აქვს თითის ანაბეჭდის საფარი, 500 nits მაქსიმალური სიკაშკაშე, სრული ლამინირება, ანტირეფლექტური საფარი და True Tone ტექნოლოგია.

დიზაინის მსგავსად, ეკრანის შემთხვევაშიც განსხვავება მდგომარეობს ზომაში.

iPad mini-ს აქვს 8.3 ინჩიანი ეკრანი, ხოლო iPad Air-ს – 10.9 ინჩიანი. iPad mini-ს ეკრანის დიაგონალი 2.6 ინჩით ნაკლებია, რაც ნიშნავს რომ ეკრანის ფართობი თითქმის 45%–ით უფრო პატარაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, mini შედარებით მცირე ზომას პიქსელების უფრო მაღალი სიმკვრივით ანაზღაურებს.

ეკრანის ჩარჩოები ორივე მოწყობილობაზე ერთი და იგივე ზომისაა. თუმცა პლანშეტის მცირე ზომის გამო, iPad mini-ზე მეტად დიდი ჩანს.

iPad mini-ის ეკრანი უფრო დატვირთულია ვიდრე iPad Air-ზე: მცირე ზომის ღილაკები და სიმბოლოები, მულტი–თასქინგის შეზღუდული შესაძლებლობები და უზარმაზარი კლავიატურა Landscape რეჟიმში, რომელიც ეკრანის უდიდეს ნაწილს იკავებს. ამას გარდა, mini მოდელზე ძალიან არაკომფორტულია Split View რეჟიმით სარგებლობა.

A15 და M1

iPad mini აღჭურვილია A15 Bionic ჩიპით, რომელიც გამოიყენება iPhone 13 და iPhone 13 Pro-ში. iPad Air კი იყენებს M1 ჩიპს, რომელიც გამოიყენება iPad Pro, Mac mini, iMac, MacBook Air და 13-inch MacBook Pro–ში.

A15 iPad mini-ში ინფორმაციის გადამუშავების სიხშირე დაგდებულია 2.9GHz-მდე(iPhone 13 სერიაში 3.2GHz). iPad Air 5-ის M1 ჩიპი კი 3.2GHz სიხშირით არის ხელმისაწვდომი.

ერთბირთვიან ამოცანებში, iPad mini A15 Geekbench-ის შეფასებაა 1.550-თან, ხოლო iPad Air M1-ში 1,700 M1. მრავალბირთვიან ამოცანებში, iPad mini აღწევს დაახლოებით 4440 ქულას, ხოლო iPad Air – 7220. iPad Air 5 M1–ს ასევე გაორმაგებული ოპერატიული მეხსიერება აქვს – 8GB.

iPad Air აშკარად უფრო მძლავრი იქნება ვიდრე iPad mini, განსაკუთრებით მრავალბირთვიანი დატვირთვისას.

კამერები

ორივე iPad mini და iPad Air აღჭურვილია 12MP ƒ/1.8 მთავარი კამერით 5x ციფრული მასშტაბირებით და Smart HDR 3 მხარდაჭერით. ერთადერთი განსხვავებაა iPad mini-ის მთავარი კამერის Quad-LED True Tone flash.

iPad mini-ის True Tone flash იდეალურია დოკუმენტების სკანირებისთვის. მოწყობილობის ფორმის გამო კი ვიდეოებისა და სურათების გადაღება უფრო კომფორტულია. სხვა მხრივ მთავარი კამერები აბსოლუტურად იდენტურია.

ორივე მოწყობილობას აქვს 12 MP ƒ/2.4 ფრონტალური კამერა 2x მასშტაბირებით, Central Stage ფუნქცია, Smart HDR 3, კინემატოგრაფიული ვიდეო სტაბილიზაცია და 1080p ვიდეოს გადაღება.

აქსესუარები

iPad mini და iPad Air თავსებადია მეორე თაობის Apple Pencil-თან, რომელიც მაგნიტურად მაგრდება მოწყობილობის გვერდზე(დაწყვილება, დამუხტვა, შენახვა). iPad mini-ის ფორმა იდეალურია Apple Pencil-ით შენიშვნების გაკეთებისათვის, ხოლო iPad Air უფრო პრაქტიკულია ილუსტრაციებსა და გრაფიკულ დიზაინზე მუშაობისას.

Air-ს აქვს მაგნიტური კონექტორი კლავიატურებთან დასაკავშირებლად, როგორიცაა Apple Magic Keyboard და Smart Keyboard Folio. ის ასევე თავსებადია Bluetooth კლავიატურებთან და მაუსებთან.

iPad mini-ს არ აქვს Smart Connector და თავსებადია მხოლოდ Bluetooth პერიფერიულ მოწყობილობებთან.

ვერდიქტი

iPad Air არის საუკეთესო ყოვლისმომცველი ვარიანტია მომხმარებელთა უმრავლესობისთვის, რომელიც აღჭურვილია დიდ ეკრანით მაქსიმალური პროდუქტიულობისა და გართობისათვის.

მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა უმეტესობა ყიდულობს iPad mini-ს მისი კომპაქტური და პორტატული ფორმფაქტორის გამო. iPad mini იდეალურია წიგნების კითხვის, თამაშისა თუ ჩანიშვნებისათვის და ამ ყველაფერთან ერთად, უმკლავდება საკმაოდ მძიმე დავალებებსაც.

არჩევანის გაკეთებისას, მნიშვნელოვანია კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინება. თუ გჭირდებათ პორტატული მოწყობილობა, რომელიც მძლავრი ლეპტოპის ფუნქციასაც შეითავსებს მაშინ არჩევანი iPad Air 5 M1–ზე უნდა შეაჩეროთ. ხოლო თუ გსურთ მაქსიმალურად კომპაქტური მულტიფუნქციური მოწყობილობა, რომელსაც ნებისმიერ ჯიბეში მოათავსებთ და ყველგან ატარებთ ყოველგვარი გართულების გარეშე მაშინ iPad mini 6 უკონკურენტოა.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *