iPhone 14 სერია გვთავაზობს უახლეს ფუნქციას სახელად Action Mode.
რა არის Action Mode?
Action Mode არის iPhone 14 კამერის უახლესი ფუნქცია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის ვიდეოს გადაღება მიუხედავად კადრში არსებული რხევების, მოძრაობისა და ვიბრაციებისა.
ფუნქცია ჩაშენებულია iPhone-ის Camera აპში. Action Mode-ის გამოყენებისას გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ იყენებთ არა უბრალოდ სმარტფონის კამერას, არამედ გიმბალს. Action Mode-ს შეუძლია ვიდეოს 2.8K გაფართოებით და 60fps-ით გადაღება. ვიდეოს უმაღლესი ხარისხის მისაღწევად კი ფუნქციას აქვს Dolby Vision HDR ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
რომელ iPhone-ს აქვს Action Mode მხარდაჭერა?
Action Mode-ის მხარდაჭერა აქვს სრულად iPhone 14 სერიას.
როგორ გამოვიყენოთ Action Mode?
- გახსენით Camera აპი თქვენს iPhone-ზე;
- აირჩიეთ Video გადაღება;
- შეეხეთ Action Mode ღილაკს (მორბენალი ადამიანის სიმბოლო);
- შეეხეთ წითელ ღილაკს გადაღების დასაწყებად.
სულ ეს არის! უბრალოდ ჩართეთ და მიიღეთ შესანიშნავი ვიდეო გამოსახულება აქტიური მოძრაობისასაც კი გიმბალის მსგავსი სტაბილიზაციის აღჭურვილობის ტარების გარეშე.
ასევე გაეცანით:
- iOS 16 Lock Screen პერსონალიზაცია: ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- მიმოხილვა: iPhone 14, Apple Watch, AirPods Pro
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.