Apple Watch Series 3 არა მხოლოდ ყველაზე ხელმისაწვდომი საათი აღმოჩნდა ბრენდის ისტორიაში, არამედ ყველაზე კაპრიზული. ეს დასკვნა მომხმარებლებმა 2017 წლის მოდელის შესახებ ერთხმად გააკეთეს, როდესაც საათმა მოულოდნელად შეწყვიტა განახლება. თუ ეს თავსატეხი ჯერ კიდევ არ მოგიგვარებიათ, დღევანდელ ბლოგში აგიხსნით თუ როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა და რა მოიმოქმედოთ თუ მაინც ვერ შეძლებთ ამის გაკეთებას.
რატომ არ ახლდება თქვენი Apple Watch 3?
ახლანდელ მერვე თაობასთან შედარებით, Apple-ის მესამე სერიის საათი საკმაოდ მოძველებულია. დიახ, საათს შეუძლია ვარჯიშების თრექინგი, შეტყობინებების ჩვენება, მუსიკის დაკვრა და NFC-ის საშუალებით გადახდაც კი. მაგრამ ძირითად კონფიგურაციაში მათ მიიღეს მხოლოდ 8 GB შიდა მეხსიერება. ერთი შეხედვით, საათს მეტი არ სჭირდება, თუმცა სინამდვილეში – სულ არ არის ასე.
სხვათა შორის, სმარტ საათების მომდევნო ვერსიებში მწარმოებელმა გაზარდა შიდა მეხსიერების რაოდენობა. Apple Watch 4-მა მიიღო 16 GB, ხოლო Apple Watch SE და ახალ მოდელებს – 32 GB.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ Apple Watch 3-ის შემთხვევაში ოპერაციული სისტემა იკავებს ხელმისაწვდომი მეხსიერების თითქმის ნახევარს. ჩამოტვირთული აპლიკაციები, გადმოწერილი ფაილები და ქეში კიდევ რამდენიმე გიგაბაიტს „ჭამს“. დაახლოებით 1 GB რჩება თავისუფალი, ხოლო watchOS განახლება მოითხოვს მინიმუმ 3 GB-ს.
შედეგად, მოწყობილობის განახლების ლოგიკური სურვილი მკაცრი რეალობის წინაშე დგას. სისტემა აცნობებს მომხმარებელს, რომ Apple-ის განახლებების შემოწმება ვერ მოხერხდა. ეს ნიშნავს, რომ საათი ვერ შეძლებს ახალი ფუნქციების მხარდაჭერას და არც ადრე გამოვლენილი შეცდომები გამოსწორდება. საათის ფუნქციონალურობა ლოგიკურად ზიანდება: ის ჭედავს, შემთხვევით იტვირთება ან იბლოკება, წყვეტს დაწყვილებას iPhone-თან და სწრაფად წვავს ენერგიას.
თუმცა, არ ინერვიულო. ჩვენ ყველაფერს გამოვასწორებთ!
რა მოვიმოქმედოთ, თუ Apple Watch არ ახლდება?
2017 წელს გამოშვებული საათების მხარდაჭერა 2022 წლის სექტემბერში შეწყდა. ამის მიუხედავად, ბევრი აგრძელებს მოწყობილობის გამოყენებას 1.65 დიუმიანი OLED დისპლეით, Apple S3 პროცესორით, ჩაშენებული დინამიკით, სავარჯიშო პროგრამით და უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერით. ამიტომ, watchOS 7.4-ის გამოშვების შემდეგ, დეველოპერებმა გამოუშვეს ინსტრუქციები Apple Watch 3-ის განახლებისთვის.
ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯებით, შეძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას:
- გააუქმეთ iPhone და Apple Watch Series 3 დაწყვილება;
- შექმენით Apple Watch Series 3 სარეზერვო ასლი;
- საათზე აღადგინეთ ქარხნული პარამეტრები;
- დააწყვილეთ საათი თქვენს სმარტფონთან;
- დააინსტალირეთ watchOS 7.4 (ან უფრო ახალი);
- ერთხელაც გააუქმეთ დაწყვილება;
- ერთხელაც აღადგინეთ ქარხნული პარამეტრები;
- დააწყვილეთ საათი და iPhone და აღადგინეთ სარეზერვო ასლის გამოყენებით.
თვალი ნამდვილად არ გატყუებთ – რამდენჯერმე მოგიწევთ დაწყვილება, შემდეგ გაუქმება და თუ სწორად შეასრულებთ ყველაფერს ორჯერ მოგიწევთ ქართხნული პარამეტრების აღდგენა. ასე რომ მოემზადეთ და დაუთმეთ ამ ყველაფერს ცოდაოდენი დრო.
თუ არ იცით როგორ გააუქმოთ დაწყვილება თქვენს iPhone და Apple Watch-ს შორის, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
- მოათავსეთ თქვენი Apple Watch და iPhone გვერდიგვერდ. არ დააშოროთ მოწყობილობები ერთმანეთს სანამ არ დაასრულებთ დაწყვილების გაუქმების და შემდგომი დაწყვილების პროცესს.
- გახსენით Watch აპი თქვენს iPhone-ზე.
- დააწკაპუნეთ ჩანართზე “ჩემი საათი” და შემდეგ “ყველა საათი” ეკრანის ზედა ნაწილში.
- შემდეგ დააჭირეთ ინფორმაციის ღილაკს იმ საათის გვერდით, რომლის დაწყვილების გაუქმება გსურთ.
- შეეხეთ Apple Watch-ის დაწყვილების გაუქმებას. GPS + ფიჭური მოდელებისთვის იქონიეთ მობილური ინტერნეტი. დაადასტურეთ თქვენი ქმედებები. სისტემამ შესაძლოა მოგთხოვოთ თქვენი Apple ID-ის პაროლი.
სანამ თქვენს Apple Watch-ზე კონტენტსა და პარამეტრებს წაშლით, თქვენი iPhone ავტომატურად შექმნის თქვენი საათის მონაცემების სარეზერვო ასლს. მაგრამ პირველი ჩართვის შემდეგ, საათი ვერ აღდგება სარეზერვო ასლიდან – საათი გახსენით როგორც ახალი, ეკრანზე მითითებების შესაბამისად. დაწყვილების ხელმეორედ გაუქმების შემდეგ, აღადგინეთ სარეზერვო ასლი სისტემის ძირითადი პარამეტრების, აპის მონაცემების, ჯანმრთელობისა და ფიტნესის სტატისტიკის, მუსიკის, პოდკასტების და სხვათა აღსადგენად.
რად გიღირთ ნერვები და დრო?
თუ არ გსურთ ამ ყველაფრის გაკეთება ან უბრალოდ არ გამოგივიდათ, iSupport-ის სპეციალისტები მზად არიან დაგეხმაროთ. მობრძანდით ჩვენს ერთ-ერთ ფილიალში თბილისში:
სულხან ცინცაძის #12
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.