iOS 15-ის ახალი Shared with You საოცრად პრაქტიკული ფუნქციაა, რომელიც დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იცით მისი გამოყენება.
Shared with You ფუნქცია წარმოდგენილია როგორც iOS 15 / iPadOS 15 და macOS Monterey–ს ფუნქცია, თუმცა Messages აპის გახსნისას მას ვერსად მიაგნებთ.
Shared with You იმ ფუნქციათა რიგს ეკუთვნის, რომლებიც საოცრად პრაქტიკულია, თუმცა ხელებში არ გედებათ თუ საჭიროდ არ ჩათვლით.
როგორ ჩავრთოთ Shared with You?
- გახსენით Settings თქვენს iPhone/iPad-ზე;
- აირჩიეთ Messages > Sharedwith You;
- Automatic Sharing გადაიყვანეთ On-ზე.
პარამეტრებში სხვა ნიუანსების შეცვლაც შესაძლებელია, თუმცა ჯერჯერობით ასეთ მდგომარეობაში დავტოვოთ.
რა შეიცვალა და როგორ გამოვიყენოთ ფუნქცია?
ფუნქციის გააქტიურების შემდეგ გამოგზავნილი ბმული, რომელიც შეიცავს Apple Music მისამართს, ან კონკრეტულ ვებგვერდს ისევ ძველებურად გამოჩნდება. თუმცა ბმულები ასევე აისახება იმ აპლიკაციის Shared with You სიაში, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება გამოგზავნილი ბმულის შინაარსს. თუ ეს არის ვებსაიტის ბმული, ის აისახება Safari ბრაუზერში, მუსიკის შემთხვევაში Apple Music-ში და ა.შ.
როგორ ვიპოვოთ Shared with You Safari–ში?
Safari-ში ამოსქროლეთ Control Bar და შეეხეთ საიტის მისამართს. iOS/iPadOS 15-ში, როგორც კი Safari მისამართების ზოლის გახსნის შემდეგ, აპლიკაცია სიების სახით გვთავაზობს ფავორიტ და ხშირად გახსნილ ვებსაიტებს. Shared with You კი ამ სიების ბოლოში იქნება ასახული.
სიის გახსნის შემდეგ ფუნქცია შემოგთავაზებთ თქვენთან გაზიარებული ვებსაიტებს Thumbnail–ებს. საიტზე გადასასვლელად შეეხეთ ნებისმიერ მათგან და გაითვალისწინეთ, რომ საიტი რჩება Shared with You სიაში.
საიტის წასაშლელად ხანგრძლივად დააჭირეთ მის Thumbnail-ს და აირჩიეთ Remove Link.
სად ვიპოვოთ გაზიარებული მუსიკა/ფილმი/შოუ/პოდკასტი?
ფუნქცია ერთნაირად მუშაობს ყველა აპზე, რომელსაც აქვს მისი მხარდაჭერა. ნებისმიერი გაზიარება, რომელიც შემოდის Messages აპში ავტომატურად ხვდება შესაბამის აპში არსებულ შესაბამის სიაში.
Messages აპპში მუსიკის ბმულის მიღების შემდეგ ის ხვდება Apple Music-ში არსებულ შესაბამის სიაში.
დამეთანხმებით ფუნქცია საკმაოდ პრაქტიკულია, თუმცა თუ ვინმე გამუდმებით გიგზავნით ფოტოებს ან ვიდეოებს და არ გსურთ მათი შენახვა შეგიძლიათ მისი კონფიგურაცია კონკრეტული ფაილის ტიპის მიხედვით.
როგორ დავაკონფიგურიროთ Shared with You პარამეტრები OS 15-ში?
- გახსენით Settings > Messages > Shared with You;
- გამორთეთ ფუნქცია კონკრეტული ფაილის ტიპის მიხედვით.
ფაილები თუ ბმულები ჩვეულებისამებრ მოხვდება თქვენს Messages–ში. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ისინი აღარ შეინახება კონკრეტული აპლიკაციის Shared with You სიაში.
ფაილის ტიპები
- Music
- TV
- Safari
- Photos
- Podcasts
- News
სურვილისამებრ გამორთეთ ან ჩართეთ რომელიმე მათგანი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ფაილის ტიპის გამორთვა არ ნიშნავს მათ დაბლოკვას Messages აპლიკაციაში. ის უბრალოდ აღარ შეინახება შესაბამის სიაში და მის მოსაძებნად მოგიწევთ აპლიკაციის სქროლვა, სულ ეს არის.
ასევე გაეცანით:
- ყველაფერი ახალი iOS 15.4-ის შესახებ.
- iOS 15: 10 საუკეთესო ფუნქცია.
- როგორ დავმალოთ ფოტოები iOS/iPadOS 15-ში?
- როგორ ვთარგმნოთ ტექსტი წამებში iPhone კამერის გამოყენებით?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.