iPhone Super Retina OLED ეკრანები Apple-ის სიამაყეა. სიკაშკაშე და კონტრასტი, ზუსტი ფერის რეპროდუქცია, მყისიერი რეაგირება – ასეთი სმარტფონის გამოყენება ნამდვილად სასიამოვნოა. შეუძლია თუ არა ასლებს იგივეს გაკეთება? მოდი, გავარკვიოთ.

ეს სახელმძღვანელო სჭირდება ყველას ვინც ყიდულობს iPhone-ს მეორად ან არაავტორიზებული გადამყიდველებისგან. და ასევე მათთვის ვინც აპირებს გატეხილი ეკრანის შეცვლას.

iPhone ეკრანი : რა უნდა იცოდეთ

iPhone X , iPhone XS და iPhone XS Max გვთავაზობს Super display Retina-ს.iPhone 11 Pro/Pro Max, iPhone 12, iPhone 12 mini, iPhone 12 Pro/Pro Max, iPhone 13, iPhone 13 mini, iPhone 13 Pro/Pro Max აქვს Super Retina XDR ეკრანები. ორივე მოდული შექმნილია Apple-ის სტანდარტების შესაბამისად, სპეციალურად iPhone-ისთვის. იმისათვის, რომ მათ რაც შეიძლება სწორად იმუშაონ, კომპანია iOS-ის პროგრამულ უზრუნველყოფასაც კი ითვალისწინებს.

არაორიგინალი iPhone ეკრანი: რა შეიძლება იყოს არასწორი?

თუ სერვის ცენტრში დამონტაჟდა არაორიგინალური ეკრანი, შეიძლება იყოს ასეთი პრობლემები:

  • Multi – Touch ფუნქცია ცუდად მუშაობს. მაგალითად, ეკრანი კარგად არ რეაგირებს შეხებაზე ან დაჭერა არ მუშაობს ყველა წერტილში.
  • სიახლოვის სენსორი დაზიანებულია. ზარის დროს ეკრანი არ ქრება და ღილაკებს უნებურად აჭერთ.
  • True Tone ტექნოლიგის არასწორად მუშაობს ან საერთოდ არ მუშაობს.
  • ატმოსფერული განათების სენსორი ცუდად მუშაობს, რაც იწვევს ფერთა არასწორ რეპროდუქციას და გარემოსთან შეუსაბამო სიკაშკაშეს.
  • სიკაშკაშის მაქსიმალური დონე ძალიან დაბალია.
  • ფერთა კალიბრაცია არ არის შესრულებული სწორად. მაგალითად, ფერები ნაჩვენებია ლურჯი ან ყვითელი ელფერით.
  • ელემენტი სწრაფად იცლება.
  • არ არის ოლეოფობიური საფარი და თავად ჩვენება მყიფეა.

სწორედ ამიტომ, განსხვავება ჩინურ iPhone- ეკრანსა და ორიგინალს შორის არის არაპროგნოზირებადი. შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო სად და როდის გვიმტყუნებს.

როგორი iPhone ეკრანები გვხვდება?

ორიგინალ ნაწილებს Apple მხოლოდ ავტორიზებულ სერვის ცენტრებს აწვდის. ისინი ზუსტად იგივეა, რაც ახალ iPhone-ზე. რიგით მარკეტზე შეგიძლიათ იპოვოთ მხოლოდ გამოყენებული სათადარიგო ნაწილები. და ეს არ არის ყველაზე ცუდი ვარიანტი, თუ დარწმუნებული ხართ ხელოსნის კომპეტენციაში. ორიგინალური “დონორი” ეკრანი (თუ სწორად არის დაინსტალირებული) დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.

ცუდია თუ ეკრანი ჩინური ასლია. ძნელია იმის დადგენა, რომელია მაღალი ხარისხის და რომელი არა. თქვენ ვერ ხედავთ მწარმოებლის სერთიფიკატებს და არ იცით როგორ მოიქცევა მოდული iOS-თან ურთიერთობისას.

როგორ განვასხვავოთ ორიგინალი iPhone ეკრანი?

საბედნიეროდ, სმარტფონს თავად შეუძლია ამის გაკეთება. ეკრანის ავთენტურობის დასადასტურებლად გახსენით Settings > General > About this device. თუ ეკრანი ორიგინალია, ეს აისახება “History of Parts and Service” განყოფილებაში.

  • შეტყობინება “Genuine Apple Part” ნიშნავს, რომ ეკრანი არის ორიგინალი და ახალი.
  • “Unknown Replacement Part” ნიშნავს, რომ ეკრანი არ არის ორიგინალი, არ მუშაობს გამართულად ან ადრე იყო გამოყენებული სხვა iPhone-ზე. და ასევე, თუ ინსტალაცია არასწორად მოხდა.

ნაწილების გამოცვლა და სერვისის ისტორია ხელმისაწვდომია iPhone 11 და ახალ მოდელებზე. გამონაკლისი არის iPhone SE მე-2 და მე-3 თაობა. საჭიროა iOS 15.2 ან უფრო ახალი ვერსია.

შემოწმების ეს მეთოდი ბევრად უფრო ობიექტურია, ვიდრე სიკაშკაშის, კონტრასტის ან ფერის რეპროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემების საკუთარი თვალით განსაზღვრა.

დასკვნა

iPhone-ის ჩვენების მოდულები შეიძლება იყოს ორიგინალი, მეორადი ორიგინალი, ასევე სხვადასხვა ხარისხის ასლები. ორიგინალის გარდა ყველაფერი რიკსებს უკავშირდება, რადგან არ არის წარმოებული Apple ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

თუ არ გსურთ გადაეყაროთ „ორიგინალი iPhone ეკრანს“, რომელიც საბოლოოდ იაფფასიანი ყალბი ეკრანი აღმოჩნდება, ენდეთ პროფესიონალებს. ყოველივე ამის შემდეგ, როლს ასრულებს არა მხოლოდ ახალი მოდულის ხარისხი, არამედ სერვის პერსონალის კომპეტენციაც. მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ როგორ გაუმკლავდნენ Apple ტექნოლოგიას და ჰქონდეს სპეციალური აღჭურვილობა.

Apple-ის სერვის ცენტრი საქართველოში

მხოლოდ ავტორიზებულ სერვის ცენტრებს აქვთ წვდომა iPhone-ის ახალ ორიგინალურ სათადარიგო ნაწილებზე. საქართველოში ეს არის iSuppor. ჩვენი ინჟინრები სწრაფად დაადგენენ თქვენს მოწყობილობის პრობლემებს.

ჩვენთან დაკავშირება გიხსნით ყოველგვარი რისკისგან, რადგან iSupport-ში ვიყენებთ მხოლოდ იმ მოდულებს, რომლებიც იწარმოება Apple-ის ქარხანაში სპეციალურად iPhone-ისთვის. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი მუშაობს უნაკლოდ. ამის გარანტიას ნამდვილად გაძლევთ.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *