ვალენტინობა ახლოვდება. 14 თებერვალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა შეყვარებული ადამიანებისათვის, რადგან ყოველი მათგანი მოელის რომანტიკულ ჟესტს. 

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ მცირე სასაჩუქრე ნაკრებს, რომელიც არცერთ ქალბატონს არ არ დატოვებს გულგრილს.

1. MacBook Air

იდეალური საჩუქარი მათთვის, ვინც სწავლობს, მუშაობს და სულ მოძრაობაშია.

მსუბუქი და თხელი მოწყობილობა, რომელიც მარტივად თავსდება ნებისმიერ ჩანთასა თუ ზურგჩანთაში. მძლავრი M1 ჩიპი კი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება ნებისმიერი დატვირთვის მქონე დავალებებს. ამ ყველაფერს დამატებული შთამბეჭდავი ავტონომიურობა –MacBook Air M1 ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს.

აქსესუარები

– ლეპტოპის ჩანთა GUESS 4G Uptown – ლეპტოპის მსუბუქი და ელეგანტური ჩანთა, რომელიც მოერგება ნებისმიერ სტილს და დაიცავს MacBook–ს დაზიანებისგან.

– მყარი დისკი TRANSCEND ESD230C – თუ მას იტაცებს ფოტოგრაფია ან უწევს დიდი მოცულობის ფაილებთან მუშაობა, გარე მყარი დისკი ნამდვილად იდეალური საჩუქარი იქნება.

– Dock Station SATECHI USB Type C – თუ Mac-ის არსებული პორტები არ არის საკმარისი მაშინ აუცილებლად უნდა შეიძინოთ Dock Station.

– სახლის აუდიო სისტემა Beoplay A9 – სენსორული აუდიო სისტემა ხმის კონტროლით, უნაკლო ჟღერადობით და 480 ვატიანი ციფრული გამაძლიერებლით.

2. iPad

იდეალური საჩუქარი სტუდენტებისთვის, ბლოგერებისთვის, გეიმერებისთვის და მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა.

მსუბუქი, თხელი და კომპაქტური iPad სრულყოფილი კომპანიონია როგორც ფილმებისა და ვიდეოების ყურების, ისე თამაშისა და მუშაობის თვალსაზრისითაც კი. მძლავრი პროცესორი მარტივად რთავს ყველაზე მძიმე აპლიკაციებსაც კი. ელემენტი კი მთელი დღის განმავლობაში დაგავიწყებთ დამუხტვას.

აქსესუარები

– დამცავი ქეისი Smart Folio – საიმედო დაცვა ნაკაწრებისგან და კომფორტული სადგამი თქვენი iPad Pro-სთვის. ულტრა თხელი საფარი თავსებადია უკაბელო დამტენებთან. 

– ორგანაიზერი Native Union Stow – დააორგანიზეთ კაბელები, გარე მყარი დისკები, ადაპტერები და ატარეთ თან მაქსიმალურად მოწესრიგებული ორგანაიზერით.

– კვების ადაპტერი Votre Slim Duo – კვების ადაპტერი USB-A და USB-C პორტებით, რომელიც 2 მოწყობილობის ერდროულად დამუხტვას უზრუნველყოფს.

– Apple Pencil – შეასრულეთ ნებისმიერი მოქმედება, დაათვალიერეთ ვებსაიტები, ითამაშეთ, შექმენით ჩანიშვნები, დაამუშავეთ ფოტო–ვიდეო მასალა და სხვა.

3. iPhone

იდეალური საჩუქარი მათთვის, ვისაც სურს საიმედო სმარტფონი კარგი კამერით.

2022 წლის აქტუალური მოდელებია iPhone SE 2iPhone 11 და სრული iPhone 12 და iPhone 13 სერია. თითოეულ სმარტფონს აქვს მძლავრი პროცესორი, საოცრად ავტონომიური ელემენტი და დიდი/ნათელი ეკრანი – ყველაფერი, რაც მომხმარებელს სჭირდება.

აქსესუარები

– დამცავი მინა iLera – iPhone-ის დავარდნისგან დაცული არავინაა. ასეთ შემთხვევაში კი ხშირად იკაწრება მინა, რის გამოც რეკომენდებულია დამცავი მინის ინსტალაცია.

– Powerbank Satechi – მიუხედავად სმარტფონის საოცარი ავტონომიურობისა, შესაძლოა ენერგია ყველაზე შეუფერებელ მომენტში ამოიწუროს.

– ყურსასმენები B&O Beoplay E8 – ბრენდის ერთ–ერთი ყველაზე კომფორტული ყურსასმენი. მისი დიზაინი იმდენად მრავალმხრივია, რომ ერგება ნებისმიერი ფორმისა თუ ზომის ყურს.

– კვების ადაპტერი Anker PowerPort III – საოცრად მძლავრი ადაპტერი, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ დამუხტავს თქვენს სმარტფონებსა და პლანშეტებს.

4. Apple Watch

იდეალური საჩუქარი სპორტსმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისა და ზოგადად ნებისმიერ iPhone მფლობელისთვის.

Apple Watch საოცრად მრავალფუნქციური მოწყობილობაა, მისი დახმარებით თვალყურს ადევნებთ სპორტულ პროგრესს, დაათვალიერებთ შეტყობინებებს სმარტფონის გახსნის გარეშე, განბლოკავთ Mac-ს, გააკეთებთ შესყიდვებს, შეცვლით მუსიკას და ა.შ.

აქსესუარები

– სამაჯურები – Apple Watch საოცრად მრავალფუნქციური საათია, თუმცა თითოეული აქტივობა შესაბამის სამაჯურს მოითხოვს. 

– უსადენო დამტენი Satechi Trio – დამტენი თითქმის არ იკავებს ადგილს. მისი დახმარებით შესაძლებელია AirPods, Apple Watch და iPhone ერთდროულად დამუხტვა.

– კვების ადაპტერი Anker PowerPort III – საოცრად მძლავრი ადაპტერი, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ დამუხტავს თქვენს სმარტფონებსა და პლანშეტებს.

5. AirPods

იდეალური საჩუქარი მუსიკის მოყვარულთათვის, სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვინც გამუდმებით უსმენს მუსიკას, წიგნებს და პოდკასტებს.

AirPods უნივერსალური ყურსასმენია, რომელიც იდეალურად ერგება Apple–ის ნებისმიერ მოწყობილობას. AirPods მყისიერად უკავშირდება მოწყობილობას და არ კარგავს კავშირს, არ ვარდება ყურის ნიჟარიდან, მუსიკის დაკვრა ჩერდება ცალი ყურსასმენის მოხსნისას.

2022 წლის აქტუალური მოდელებია AirPods 2AirPods 3AirPods Pro და AirPods Max.

აქსესუარები

  • ყურსასმენის ქეისი – ქეისი ზედმეტი არასოდეს არაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე iPhone და AirPods ეხება. 
  • კვების ადაპტერი Anker PowerPort III – საოცრად მძლავრი ადაპტერი, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ დამუხტავს თქვენს სმარტფონებსა და პლანშეტებს.
  • უსადენო დამტენი Satechi Trio – დამტენი თითქმის არ იკავებს ადგილს. მისი დახმარებით შესაძლებელია AirPods, Apple Watch და iPhone ერთდროულად დამუხტვა.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *