ვალენტინობა ახლოვდება. 14 თებერვალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა შეყვარებული ადამიანებისათვის, რადგან ყოველი მათგანი მოელის რომანტიკულ ჟესტს.

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ მცირე სასაჩუქრე ნაკრებს, რომელიც არცერთ მამაკაცს არ დატოვებს გულგრილს. 

1. iPhone

იდეალური საჩუქარი პროგრამისტების, სპორტსმენების, გეიმერების, ფოტოგრაფების და ზოგადად ხარისხიანი და დაცული სმარტფონების მოყვარულებისათვის.

2022 წლის აქტუალური მოდელებია iPhone SE 2iPhone 11 და სრული iPhone 12 და iPhone 13 სერია. თითოეულ სმარტფონს აქვს მძლავრი პროცესორი, საოცრად ავტონომიური ელემენტი და დიდი/ნათელი ეკრანი – ყველაფერი, რაც მომხმარებელს სჭირდება.

აქსესუარები

– დამცავი მინა iLera – iPhone-ის დავარდნისგან დაცული არავინაა. ასეთ შემთხვევაში კი ხშირად იკაწრება მინა, რის გამოც რეკომენდებულია დამცავი მინის ინსტალაცია.

– კვების ადაპტერი Votre Slim Duo – კვების ადაპტერი USB-A და USB-C პორტებით, რომელიც 2 მოწყობილობის ერდროულად დამუხტვას უზრუნველყოფს.

– უსადენო დამტენი Prestigio ReVolt A7 – დამტენი თითქმის არ იკავებს ადგილს. მისი დახმარებით შესაძლებელია AirPods, Apple Watch და iPhone ერთდროულად დამუხტვა.

– iPhone ქეისი – ქეისი დაიცავს თქვენს სმარტფონს და საგრძობლად შეამცირებს დავარდნით გამოწვეულ დაზიანების რისკებს.

2. Apple Watch

იდეალური საჩუქარი სპორტსმენების, ბიზნესმენების, პროგრამისტებისა და ზოგადად iPhone-ის მფლობელებისათვის.

Apple Watch საოცრად მრავალფუნქციური მოწყობილობაა, მისი დახმარებით თვალყურს ადევნებთ სპორტულ პროგრესს, დაათვალიერებთ შეტყობინებებს სმარტფონის გახსნის გარეშე, განბლოკავთ Mac-ს, გააკეთებთ შესყიდვებს, შეცვლით მუსიკას და ა.შ.

აქსესუარები

– სამაჯური NATIVE UNION Classic – შეარჩიეთ სამაჯური საჩუქრის ადრესატის სტილის მიხედვით.

– უსადენო დამტენი Prestigio ReVolt A7 – დამტენი თითქმის არ იკავებს ადგილს. მისი დახმარებით შესაძლებელია AirPods, Apple Watch და iPhone ერთდროულად დამუხტვა.

– სამაჯური UNIQ Dante – Apple Watch საოცრად მრავალფუნქციური საათია, თუმცა თითოეული აქტივობა შესაბამის სამაჯურს მოითხოვს.

3. AirPods

იდეალური საჩუქარი მუსიკის მოყვარულთათვის, სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვინც გამუდმებით უსმენს მუსიკას, წიგნებს და პოდკასტებს.

AirPods უნივერსალური ყურსასმენია, რომელიც იდეალურად ერგება Apple–ის ნებისმიერ მოწყობილობას. AirPods მყისიერად უკავშირდება მოწყობილობას და არ კარგავს კავშირს, არ ვარდება ყურის ნიჟარიდან, მუსიკის დაკვრა ჩერდება ცალი ყურსასმენის მოხსნისას.

2022 წლის აქტუალური მოდელებია AirPods 2AirPods 3AirPods Pro და AirPods Max.

აქსესუარები

– ქეისი Native Union Curve – ქეისი ზედმეტი არასოდეს არაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე iPhone და AirPods ეხება.

– Dock Station SATECHI USB Type C – თუ Mac-ის არსებული პორტები არ არის საკმარისი მაშინ აუცილებლად უნდა შეიძინოთ Dock Station.

– ქეისი VLP Ultraslim Soft Touch – მსუბუქი და მინიმალისტური AirPods სილიკონის ქეისი.

4. MacBook Pro 

იდეალური საჩუქარი პროგრამისტების, ბიზნესმენების, ფრილანსერების და ზოგადად ყველასთვის ვისაც პორტატული თუმცა მძლავრი კომპიუტერი სჭირდებათ.

MacBook Pro M1 შესაძლოა საუკეთესო საჩუქრადაც ჩაითვალოს. ეს არის კომპიუტერი ნამდვილი პროფესიონალებისთვის. მას ირჩევენ პროგრამისტები, დიზაინერები და ყველა, ვინც მუშაობს კოდთან, გრაფიკასთან, ხმასთან და ა.შ. 

ლეპტოპი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება აბსოლუტურად ნებისმიერი სირთულისა და დატვირთვის დავალებას. უფრო მეტიც, MacBook Pro M1 მთელი დღის განმავლობაში ძლებს დამუხტვის გარეშე.

აქსესუარები

– Dock Station SATECHI USB Type C – თუ Mac-ის არსებული პორტები არ არის საკმარისი მაშინ აუცილებლად უნდა შეიძინოთ Dock Station.

– კაბელი SATECHI USB-C – Satechi-ს დაწნული კაბელი საოცრად გამძლეა და დიდხანს შეინარჩნებს პირვანდელ სახეს.

– ლეპტოპის ჩანთა TUCANO FREE & BUSY – ჩანთა დამზადებულია ტყავისგან. ჩანთის შიდა ზედაპირი კი ხელს უშლის მოწყობილობის სრიალს და იცავს დაზიანებისაგან.

5. iPad

იდეალური საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს ძილის წინ ფილმებისა და სერიალების ყურება, ასევე გეიმერების, მოგზაურების და მოძრაობაში მომუშავე ადამიანებისათვის.

მსუბუქი, თხელი და კომპაქტური iPad სრულყოფილი კომპანიონია როგორც ფილმებისა და ვიდეოების ყურების, ისე თამაშისა და მუშაობის თვალსაზრისითაც კი. მძლავრი პროცესორი მარტივად რთავს ყველაზე მძიმე აპლიკაციებსაც კი. ელემენტი კი მთელი დღის განმავლობაში დაგავიწყებთ დამუხტვას.

აქსესუარები

– პლანშეტის სადგამი SATECHI R1 – ალუმინისაგან დამზადებული მულტიკუთხოვანი პლანშეტის სადგამი ერგება ნებისმიერ iPad–ს. 

– Powerbank Satechi – მიუხედავად iPad-ის საოცარი ავტონომიურობისა, შესაძლოა ენერგია ყველაზე შეუფერებელ მომენტში ამოიწუროს.

– დამცავი ქეისი Smart Folio – საიმედო დაცვა ნაკაწრებისგან და კომფორტული სადგამი თქვენი iPad Pro-სთვის. ულტრა თხელი საფარი თავსებადია უკაბელო დამტენებთან.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *