ნებისმიერი მოწყობილობა ფუჭდება. თუნდაც Apple. დღევანდელ ბლოგში შევაგროვეთ MacBook-ის დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზები. სპოილერი: ბევრი მათგანი თავად მომხმარებლების უყურადღებო ქმედებების შედეგია. 

როგორც ხვდებით iMac და Mac მინი არ არის ყველაზე ხშირად დაზიანებადი Mac-ები. ეს საკმაოდ ლოგიკურია, რადგან საკმაოდ რთულია ამ მოწყობილობებზე წყლის გადასხმის და სიმაღლიდან გადმოგდების მოხერხება.

რაც შეეხება ქარხნულ დეფექტებს, ორივე მათგანი საკმაოდ საიმედოა, განსაკუთრებით ბოლო თაობები. როგორც წესი, ისინი ზიანდება ბუნებრივი დაძველების და უფრო იშვიათად პროგრამული  გაუმართაობის გამო. 

აუცილებლად დაგვიკავშირდთ თუ… 

MacBook-ს აქვს დაზიანებული ეკრანი. დიდი ალბათობით, ლეპტოპი დავარდა ან რამე მოხვდა. თუ ეკრანზე გაჩნდა ზოლები დიდი ალბათობით დაზიანდა ვიდეო ბარათი. ლეპტოპის ეკრანის დაზიანების კიდევ ერთი მიზეზი ეკრანს და კლავიატურას შორის მცირე საგნის მოყოლებაა. ასეთ შემთხვევაში, ხშირად აუცილებელია ეკრანის მოდულის სრულად შეცვლა.

…სითხე დაიქცა MacBook-ზე. ნებისმიერი ელექტრონიკის მთავარი მტერი სითხეა. განსაკუთრებით ცუდია გაზიანი სასმელები, ჩაი და ყავა. სითხე აღწევს კლავიატურასა და სხვა კომპონენტებში და აზიანებს მათ. ჩვენ კატეგორიულად არ გირჩევთ მითიური ბრინჯის მეთოდის გამოყენებას თქვენი მოწყობილობის გასაშრობად. ეს უბრალო დროის კარგვაა. მოწყობილობის გადარჩენისათვის აუცილებლად დაუკავშირდით iSupport-ის სერვის ცენტრს. ჩვენი ინჟინრები შეამოწმებენ ყველა დეტალს და ყველაფერს გააკეთებენ თქვენი Mac-ის გასაცოცხლებლად.

MacBook არ ირთვება. პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მყარი დისკის დაზიანებამ, რაც ხელს უშლის სისტემის ჩატვირთვას. შესაძლოა, კონტაქტები დაზიანდა, დაიწვა კაბელები, ან უბრალოდ ჩართვის ღილაკს აქვს პრობლემა. MacBook-ის ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ მიზეზის სწრაფად დადგენაში.

MacBook არ იტენება. აქ ორი მიზეზი არსებობს: პრობლემა იმალება ან ლეპტოპის შიგნით, ან დამტენში. თუ პრობლემა დამტენშია, მაშინ მისი გადაჭრისათვის საკმარისია ახალი დამტენის ყიდვა. თუ მიზეზი სხვა დაზიანებული დეტალია ან ელემენტი, არც ეს არის პრობლემა – ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ.

Apple-ის წესების მიხედვით, თუ MacBook Pro-ს ელემენტი არის დეფექტური, მაშინ ის იცვლება კორპუსთან და კლავიატურასთან ერთად. ასეთი ჩანაცვლება შესაძლოა ერთი შეხედვით ძვირი ჩანდეს. თუმცა, iSupport-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრს აქვს სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი იღებს ახალ ზედა პანელს და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს ელემენტის გამოცვლის ფასად.

MacBook მუშაობს ნელა. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ პრობლემის მოგვარება თავად. გაწმინდეთ მოწყობილობა CleanMyMac X ან ნებისმიერი მსგავსი აპლიკაციით. ჩვენ ასევე გირჩევთ, macOS-ის განახლებას. თუ მაინც გჭირდებათ დაგვირეკეთ და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან.

MacBook ხურდება. დიდი ალბათობით,Mac-ის გადახურებისა და ხმაურიანი მუშაობის მიზეზი ლეპტოპის შიგნით დაგროვილი მტვერია. MacBook-ის გაწმენდა გაგრილების სისტემის აღდგენაში დაგეხმარებათ. სერვისის ინჟინრები გახსნიან და გაასუფთავებენ მოწყობილობას, ასევე შეცვლიან თერმოპასტას.

iSupport სერვისცენტრთან დაკავშირების ყველა მიზეზი: ზოგჯერ ხმა მოულოდნელად ქრება, სენსორული პანელი წყვეტს შეხებაზე რეაგირებას ან თითის ანაბეჭდის ამოცნობის ღილაკი ვერ ახერხებს იდენტიფიცირებას. თუ გამოჩნდა ნებისმიერი ზემოხსენებული სიმპტომი, აუცილებად დაგვიკავშირდი.

რატომ უნდა შეაკეთოთ MacBook iSupport-ში? 

MacBook-ის ბედი დამოკიდებულია სერვის ცენტრის არჩევანზე. ხშირად ბიზნესი შექმნილია იმისთვის, რომ მოატყუოს მფლობელი და გამოიმუშაოს მეტი იაფფასიანი დეტალების გამოყენებით. თუ მიმართავთ საეჭვო რეპუტაციის მქონე სპეციალისტებს, თქვენ რისკავთ არა მხოლოდ ფულის უშედეგოდ დახარჯვას, არამედ თქვენი მოწყობილობის სრულად გაფუჭებას. 

iSupport სერვის ცენტრი გთავაზობთ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მომსახურებას. iSupport იცავს 5 წესს, რომელსაც არასოდეს არღვევს. 

  1. სპეციალისტების კვალიფიკაცია. სერვისის ინჟინრებს გავლილი აქვთ Apple ექსპერტების და სარემონტო აღჭურვილობის გამოყენების ტრენინგები.
  2. სრული MacBook დიაგნოსტიკა. არ არის საჭირო ამ საკითხში აჩქარება. სანამ შეკეთებას დავიწყებდეთ, ჩვენ ვადგენთ მოწყობილობის სუსტ წერტილებს და დაზიანების ზუსტ მიზეზს. ეს არ გავალდებულებთ მოწყობილობის შეკეთებას ჩვენს ცენტრში. 
  3. არისხის გარანტია. ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ, ამიტომ არ გვეშინია პასუხისმგებლობის აღება და 90-დღიანი გარანტიის გაცემა. 
  4. ორიგინალი სათადარიგო ნაწილები. iSupport-ის სპეციალისტები იყენებენ Apple-ის ქარხანაში წარმოებულ ნაწილებს. თქვენ არ რისკავთ ორიგინალის მაგივრად ჩინური ელემენტის მიღებას.
  5. რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მომხმარებლების დროს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რემონტი იყოს სწრაფი. დრო დამოკიდებულია გაუმართაობის ტიპზე და საჭირო ნაწილების ხელმისაწვდომობაზე. 

რა ღირს MacBook-ის შეკეთება? 

ფასი გამოითვლება ინდივიდუალურად. რემონტის დაბალმა ღირებულებამ უნდა დააეჭვოს მომხმარებელი, რადგან ეს მეტყველებს დაბალი ხარისხის სათადარიგო ნაწილებსა და არასერთიფიცირებულ აღჭურვილობაზე.

ჩვენ ასევე ვახორციელებთ ლეპტოპის შეკეთებას Apple-ის მსოფლიო გარანტიით. ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობის ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, დეფექტური ნაწილი შეიცვლება ქარხნული სათადარიგო ნაწილით.

იმის გასარკვევად, თუ რა ღირს თქვენი MacBook-ის შეკეთება, დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტებს ტელეფონის ნომერზე 032 230 10 01 ან გამოიყენეთ ონლაინ ჩატი

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *