Ergo

სერია Ergo

მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან

სერია Ergo-ს შესახებ

მეცნიერული მიდგომა

ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ ტექნოლოგიას, კომფორტსა და ესთეტიკას შორის ოქროს შუალედის აღმოჩენას. Ergo სერიის კლავიატურები და მაუსები შექმნილია თანამედროვე ერგონომიული პრინციპების გათვალისწინებით და სწორედ ამიტომ, ინარჩუნებენ ცნობად იერს. მათი გამოყენება არ არღვევს სხეულის უფრო ბუნებრივ პოზიციას და მინიმუმამდე ამცირებს მოძრაობის რაოდენობას და შესაბამისად კუნთების დაძაბულობას.

სხეულის ბუნებრივი პოზიცია და ნაკლები ფიზიკური ძალისხმევა

ERGO M575 ბიზნეს თრექბურთი საშუალებას გაძლევთ, მოათავსოთ თითები და ხელები ყველაზე ბუნებრივ მდგომარეობაში, რაც სხეულის ზედა ნაწილის მოდუნებაში დაგეხმარებათ. მოდუნებულ პოზაში მუშაობისას, საგრძნობლად მცირდება კუნთების აქტივობა. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მაღალი პროდუქტიულობის შენარჩუნებას კუნთების გადატვირთვის გარეშე.

დამატებითი კომფორტი

ფიზიკურ დისკომფორტს შეუძლია ფსიქოლოგიური სტრესის გამოწვევა. კუნთებზე სტრესის შემცირება და დამატებითი მხარდაჭერა ჩვენს მოწყობილობებთან მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის - როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ერგონომიული მოწყობილობები სამუშაოს უფრო კომფორტულს ხდის, ასე რომ მარტივად შეძლებთ ფოკუსირებას მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებაზე.

ერგონომიკა ეკონომიურია

ერგონომიული აღჭურვილობა აადვილებს მუშაობას და ამავდროულად ზრდის შედეგების ეფექტურობასა და ხარისხს, ამცირებს შეფერხების დროს. მისი გამოყენების შედეგად იზრდება თანამშრომელთა კმაყოფილება და მცირდება ავადმყოფობით გამოწვეული შვებულების ხარჯები. ერთი სიტყვით, ერგონომიკა ეკონომიურია. Ergo Series მოწყობილობები ეხმარება დამსაქმებლებს პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნაში.