Pebble Multi-Device

LOGITECH PEBBLE MULTI-DEVICE

მათთვის, ვინც აფასებს მინიმალიზმს და სიჩუმეს.

სერია PEBBLE & MULTI-DEVICE -ის შესახებ

მაქსიმალური კომფორტისთვის

საუკეთესო არჩევანი სამუშაო ადგილის მოწყობისას. ეს ულტრა-თხელი პროფილის მქონე ჭკვიანი მოწყობილობა იდეალურია ტექსტის კომპიუტერზე, სმარტფონზე, პლანშეტზე და სხვა მოწყობილობაზე აკრეფისთვის. საუკეთესო კომპანიონი და ასისტენტი ყოველდღიური საქმიანობებისას.

ტექსტის აკრეფა ნებისმიერ მოწყობილობაზე

Keyboard K380 Multi-Device-ს შეუძლია დაუკავშირდეს ნებისმიერ Bluetooth მოწყობილობას, რომელიც მხარს უჭერს გარე კლავიატურებს; ის თავსებადია macOS, iPadOS, iOS და Apple TV-სთანაც კი.

კლავიშების ავტომატური დანიშნვა, მალსახმობების მეხსიერება სწრაფი წვდომისთვის და ნაცნობი განლაგება შერჩეულ პლატფორმაზე მუშაობისას.

ჩუმი ღილაკები და რგოლიკი

იმუშავეთ ნებისმიერ სივრცეში: კაფე, ბიბლიოთეკა და სხვა, თანაც ისე, რომ არავის შეაწუხებთ. დაწკაპუნების ტაქტილური შეგრძნება უცვლელია, თუმცა დაწკაპუნების ხმა 90%-ით შემცირდა. ხმის შედარება განხორციელდა Logitech Pebble M350 და Logitech M170 მაუსებს შორის. მაუსის მარცხენა ღილაკის ხმა გაიზომა დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ 1მ დისტანციაზე. მაუსის რგოლიკიც კი ჩუმად მუშაობს.

თავად აირჩიეთ სასურველი ფერი

მომხმარებელს შეუძლია აქსესუარის ფერის შერჩევა და საკუთარი მოწყობილობების ფერებთან შეხამება. მოაწყეთ სამუშაო სივრცე სურვილისამებრ და რაც მთავარია, ეფექტურად.