Pop

სერია POP

მათთვის, ვინც ცხოვრობს საკუთარი წესებით.


მაუსები

POP MOUSE

უსადენო მექანიკური მაუსი კონფიგურირებადი emoji კლავიშებით.

129 ₾

ყიდვა >

უსადენო მექანიკური მაუსი კონფიგურირებადი emoji კლავიშებით.

129 ₾

ყიდვა >

უსადენო მექანიკური მაუსი კონფიგურირებადი emoji კლავიშებით.

129 ₾

ყიდვა >

სერია POP-ის შესახებ

უბრალოდ დააწკაპუნეთ ღილაკზე

გართობა იწყება ზედა ღილაკით. აირჩიეთ სასურველი emoji გამოყოფილი მენიუდან, ან მიანიშნეთ საყვარელი ღილაკზე Logi Options+ პროგრამაში. თუ იშვიათად იყენებთ ემოჯებს, ღილაკზე შესაძლებელია ისეთი ფუნქციების მიმაგრება როგორიცაა მიკროფონის გამორთვა, სქრინშოთის გადაღება და ა.შ.


* ამ დროისთვის Emoji და პროგრამული უზრუნველყოფა მხარს უჭერს მხოლოდ Windows® და macOS ოპერაციულ სისტემებს

სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნებები

POP გამოირჩევა არამხოლოდ ვიზუალური ეფექტურობით. კორპუსის გლუვი კონტურების წყალობით მასთან შეხება სასიამოვნოა და ამავდროულად კომფორტულად ჯდება ხელის გულზე.

SilentTouch ტექნოლოგიის წყალობით, მაუსის ღილაკს თითქმის არ აქვს ხმა, მაღალი სენსიტიურობა კი საშუალებას გაძლევთ, იმუშაოთ მცირე ზედაპირებზეც კი. მოათავსეთ POP მაუსი თქვენს ჩანთაში და გაუმკლავდით ნებისმიერ გამოწვევას ყველგან.

გამოხატეთ ემოციები მარტივად

Pop Keys უკაბელო მექანიკურ კლავიატურას აქვს რვა კონფიგურირებადი emoji ღილაკი, რათა მარტივად გამოხატოთ სასურველი ემოცია საუბრისას. სასურველი ემოჯის ღილაკზე მისამაგრებლად გამოიყენეთ Logi Options+ პროგრამა.

*ამ დროისთვის Emoji და პროგრამული უზრუნველყოფა მხარს უჭერს მხოლოდ Windows® და macOS ოპერაციულ სისტემებს.

მექანიკის ნამდვილი ფანებისთვის

ტექსტის მექანიკური კლავიშებით აკრეფა, რომლებიც საბეჭდი მანქანის კლავიშებს წააგავს, ნამდვილად საინტერესოა. ღილაკებზე თითები ადვილად დახტუნავს, ხოლო მექანიკური გადამრთველები მკაფიო ტაქტილურ გამოხმაურებას გვთავზობს თითოეული დაჭერისას.

გამოხატვის სრული თავისუფლება

კლავიატურის, ვებკამერისა და ყურსასმენის დამატებით, თქვენ გაქვთ სახლიდან სამუშაო აღჭურვილობის სრული ნაკრები. სუფთა ხმა და მკვეთრი გამოსახულება აუცილებელია ვირტუალური შეხვედრებისა და პრეზენტაციებისათვის.