B2B Key ექაუნთ მენეჯერი
შემოგვიერთდით ASBC-ში B2B ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.
ASBC - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller-ი საქართველოში! 💻
ჩვენ 8 ქვეყანაში 25+ წელია წარმატებით ვმოღვაწეობთ! 🤝
ჩვენი გუნდი ამჟამად 500+ თანამშრომლისგან შედგება და გვჯერა, რომ გუნდი კომპანიის უმთავრესი აქტივია 🚀
შემოგვიერთდი ფინანსურად მყარ, სწრაფად მზარდ, საერთაშორისო კომპანიაში, სადაც შეძლებ კარიერულად განვითარდე! 🙌
Ჩვენ გთავაზობთ:
ფინანსურად ძლიერ, სწრაფად მზარდ მრავალეროვნულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
მუდმივი კომუნიკაცია პროფესიონალთა გუნდებთან 🎯
საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობები 🚀
ხელმისაწვდომობა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე: ტრენინგები, სასერტიფიკაციო პროგრამები, ღონისძიებები და Team Building-ი
ჯანმრთელობის დაზღვევა
სახლიდან მუშაობის ვარიანტი
კონკურენტული სახელფასო პაკეტი და საბონუსე სისტემა
კორპორატიული საჩუქრები 🎁
სპეციალური ფასები კომპანიის პროდუქტებზე;
ფუნქციური პასუხისმგებლობა:
მიზნობრივი მარჟისა და გაყიდვების მოცულობის კონტროლი, საკრედიტო პარტნიორებისგან დებიტორული დავალიანების დროული დაფარვის უზრუნველყოფა.
გაყიდვების განვითარება, კორპორატიული გაყიდვების ზრდისა და მომგებიანობის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ახალი კლიენტების აქტიური ძიება, არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
კომპანიის ბიზნესსა და კლიენტებზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორების შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი
კლიენტთან პარტნიორობის განვითარების გეგმის შემუშავება, კლიენტისთვის შეთავაზებული სერვისებისა და პროდუქტების ნაკრების განსაზღვრა, შეთავაზებების პრიორიტეტის, საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა; თითოეული პროდუქტისთვის კლიენტის მხარეს საკონტაქტო პირების სიის შექმნა.
ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ბაზრის ანალიზი, პროდუქციის სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების და მათი დაკმაყოფილების გზების განსაზღვრა
მომხმარებლის განვითარების გეგმის შედგენა (Key Account Plan)
კომპანიის მომსახურების შეთავაზებების შემუშავებაში მონაწილეობა
მარკეტინგული საქმიანობის განვითარებაში მონაწილეობა
კლიენტებთან და დისტრიბუტორებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება
მომხმარებლისთვის ტექნიკური წინასწარი კონსულტაციების ჩატარება
ტექნიკური მახასიათებლების მომზადება.
ძირითადი კორპორატიული ბიზნესის ინდიკატორების მიზნების მიღწევა:
კვალიფიკაცია და უნარები:
1-3 წლიანი დადასტურებული გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში აუცილებელია
დეტალებისადმი ყურადღების მაღალი დონე, მათ შორის მულტითასქინგი, კონკურენტული პრიორიტეტების ერთდროულად მართვის უნარი
კრეატიული და სტრატეგიულად აზროვნების უნარი
ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი შედეგზე ორიენტირებული, სიზუსტე, სწრაფი ათვისების უნარი და დარგისადმი სიყვარული
ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია
ჩვენ გვაქვს მისია მივაწოდოთ ტექნოლოგია ყველას და ვეძებთ ახალ კოლეგებს.
ვაკანსიაზე გამოხმაურებით თქვენ ეთანხმებით თქვენს CV-ში მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
თუ თვლით, რომ გაქვთ საჭირო უნარები და გამოცდილება ამ როლის შესასრულებლად, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]