AirPods 5
ყველაზე მაღალი ფასი 539 ₾
469 ₾
13 ₾-დან /თვეში, 36 თვეზე
539 ₾
15 ₾-დან /თვეში, 36 თვეზე
2026 წლის სექტემბერში Apple-მა უსადენო ყურსასმენების ახალი თაობა წარადგინა. ახალი სერია ორ მოდელს მოიცავს - საბაზისოსა და გაუმჯობესებულს. გაუმჯობესებულ მოდელს უსადენო დამუხტვის ქეისი და ჟესტებით მართვის ახალი ფუნქცია აქვს: ხმის დონის რეგულირება ყურსასმენის ღეროზე თითის გასრიალებით შეგიძლიათ. ორივე მოდელს ხმაურის აქტიური ჩახშობის (ANC) ფუნქცია აქვს. AirPods 5-ის აკუსტიკური სისტემა განახლდა, ხოლო ANC-ის ეფექტიანობა წინა თაობასთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. AirPods 5-ის შეძენა მწარმოებლის გარანტიით iSpace-ში შეგიძლიათ.
ახალი Apple AirPods 5
2026 წელს გამოშვებული AirPods-ის ყურსასმენები შემდეგი გაუმჯობესებების წყალობით კიდევ უფრო მკაფიო და მდიდარი ჟღერადობით გამოირჩევა:
- მრავალარხიანი აკუსტიკური სისტემა;
- ახალი თაობის Adaptive EQ;
- გაუმჯობესებული ANC.
ყურსასმენებს სილიკონის თავაკები არ აქვს, ამიტომ მათი ტარებისას ყურში ვაკუუმის შეგრძნება არ ჩნდება. მათი ფორმა ყურის ანატომიურ აგებულებას ერგება და კომფორტულ ტარებას უზრუნველყოფს.
ყურსასმენებით ხმის სტუდიური ხარისხით ჩაწერაც შეგიძლიათ. ხელმისაწვდომია Conversation Awareness-ისა და Voice Isolation-ის ფუნქციებიც. Siri-ს მართვა კი ხმოვანი ბრძანებებითა და თავის მოძრაობით შეგიძლიათ.
Apple AirPods-ის სერიის თავისებურებები
AirPods-ის ძირითადი მახასიათებლებია:
- Voice Isolation ფუნქცია, რომელიც ზარების დროს თქვენი ხმის მკაფიოდ გადაცემას უზრუნველყოფს;
- Bluetooth-ის საშუალებით iPhone-თან, Mac-თან, iPad-თან და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირება;
- ზარებისა და აუდიოჩანაწერების დაკვრის მარტივი მართვა ყურსასმენის ღეროზე დაჭერით;
- პერსონალიზებული სივრცითი აუდიო და Adaptive EQ მოცულობითი ჟღერადობისთვის;
- Siri-ს მართვა ხმოვანი ბრძანებებითა და თავის მოძრაობით;
- ოფლის, მტვრისა და წყლისგან დაცვა IP57 სტანდარტის შესაბამისად.
ახალი AirPods ყოველდღიური გამოყენებისთვის შესანიშნავი არჩევანია: მოუსმინეთ მუსიკას სეირნობისას ან ვარჯიშის დროს ისე, რომ გარშემომყოფები არ შეაწუხოთ.
შეიძინეთ AirPods 5 საქართველოში
საქართველოში AirPods 5-ის შეძენა Apple Premium Partner-ის სტატუსის მქონე iSpace-ში შეგიძლიათ. ჩვენთან მხოლოდ ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი, რომლებზეც ოფიციალური ერთწლიანი გარანტია ვრცელდება.
შეძენამდე ყურსასმენების გამოცდა შეგიძლიათ - ამისთვის ეწვიეთ ჩვენს მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში. თუ მაღაზიაში მისვლა არ გსურთ, შეკვეთა ონლაინ გააფორმეთ და კურიერი შენაძენს მოგიტანთ. შეძენას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ Trade In პროგრამით სარგებლობისა და კრედიტით ან განვადებით გადახდის შესაძლებლობა.
FAQ
სად შეიძლება AirPods 5-ის შეძენა თბილისში?
თბილისში AirPods 5-ის შეძენა iSpace-ში შეგიძლიათ. ჩვენთან ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი, რომლებზეც მწარმოებლის ერთწლიანი გარანტია ვრცელდება.
რით განსხვავდება AirPods 5 AirPods 4-ისგან?
ახალ თაობაში გაუმჯობესდა ხმაურის აქტიური ჩახშობის ფუნქცია, განახლდა აკუსტიკური სისტემა და დაემატა IP57 სტანდარტის შესაბამისი დაცვა. ANC ახლა ორივე მოდელშია ხელმისაწვდომი, ხოლო გაუმჯობესებულ მოდელში ხმის დონის რეგულირება ყურსასმენის ღეროზე თითის გასრიალებით შეგიძლიათ.
აქვს თუ არა AirPods 5-ს ხმაურის აქტიური ჩახშობის ფუნქცია?
დიახ, ANC ორივე მოდელს აქვს. წინა თაობის AirPods 4-ის ANC-ით აღჭურვილ ვერსიასთან შედარებით, ახალი სისტემა გარე ხმაურს 50%-მდე უფრო ეფექტიანად ახშობს.
მუშაობს თუ არა AirPods 5 Android-თან?
დიახ, ახალი მოდელი Android-ის სმარტფონებს Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება. შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიოჩანაწერებს და უპასუხოთ ზარებს, თუმცა Apple-ის ზოგიერთი ფუნქცია, მათ შორის Siri, ხელმისაწვდომი არ არის.
რამდენ ხანს მუშაობს AirPods 5 ერთი დამუხტვით?
საბაზისო მოდელი ჩართული ANC-ით 4 საათამდე მუშაობს, გამორთული ANC-ით კი - 6 საათამდე. გაუმჯობესებული მოდელისთვის ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 5 და 7 საათია. ქეისით დამატებითი დამუხტვის გათვალისწინებით, ჩართული ANC-ის პირობებში მუშაობის საერთო ხანგრძლივობა საბაზისო მოდელისთვის 20 საათს, ხოლო გაუმჯობესებული მოდელისთვის 22 საათს აღწევს.
AirPods 5 ფასი
| პროდუქტის დასახელება | ფასი |
|---|---|
| AirPods 5, White | 469 ₾ |
| AirPods 5 with Wireless Charging Case, White | 539 ₾ |






