AirPods Pro 2-თან ერთად Apple-მა ახალი ფუნქცია ადაპტირებადი გამჭვირვალე რეჟიმი შექმნა. მისი დახმარებით AirPods ბლოკავს მაღალ ხმებს, გარეშემო არსებული ხმების სრულად დაბლოკვის გარეშე.

აქტიური ხმაურის დახშობის პარალელურად, პირველი და მეორე თაობის AirPods Pro გვთავაზობს გამჭვირვალე რეჟიმს, რომელიც გარე მიკროფონების გამოყენებით, გვეხმარება გარშემო არსებული ხმების მოსმენაში.

Apple-მა ეს ფუნქცია კიდევ უფრო განავითარა მეორე თაობის AirPods Pro-ზე და მას ადაპტირებადი გამჭვირვალე რეჟიმი უწოდა. მისი დახმარებით შეძლებთ თქვენს გარშემო არსებული ხმების მოსმენას და ამის პარალელურად მაღალი ხმების დაბლოკვას, როგორიცაა: სირენები, ელექტრო ხელსაწყოები, სამშენებლო სამუშაოები, ხმამაღალი დინამიკები და სხვა.

AirPods Pro 2-ზე ადაპტირებადი გამჭვირვალე რეჟიმის ჩასართავად:

  • დააკავშირეთ AirPods Pro 2 თქვენს სმარტფონთან და გახსენით Settings აპლიკაცია;
  • აირჩიეთ AirPods ჩანართი თქვენი Apple ID ბანერის ქვეშ;
  • Noice Control-ის ქვეშ გააქტიურეთ Transparency;
  • ჩამოსქროლეთ და გააქტიურეთ Adaptive Transparency.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *