2022 წლის 8 მარტის პრეზენტაციაზე Apple-მა სხვა საინტერესო სიახლეებთან ერთად, M1 ჩიპზე დაფუძნებული iPad Air 5 შემოგვთავაზა. მოწყობილობამ Apple Silicon–თან ერთად მიიღო ულტრა–სწრაფი 5G ქსელის მხარდაჭერა, განახლებული ფრონტალური კამერა Center Stage ფუნქციით და ა.შ. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ iPad Air 5-ს ფუნქციონალსა და პარამეტრებს.

M1 ჩიპზე დაფუძნებული iPad Air 5-ის სპეციფიკაციები

M1 ჩიპის ინსტალაციამ ახალ iPad Air 5–ს საოცარი სიმძლავრე და სისწრაფე მისცა, რამაც სრულიად შეცვალა iPad Air-ის პოზიცია Pro სერიის პლანშეტებთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ iPad Air არასდროს ყოფილა ასე ახლოს Pro მოდელებთან.

უფრო მეტიც, Apple-ის თქმით უახლესი iPad Air 5 iPadOS 15–ით არაფრით ჩამორჩება და ხშირ შემთხვევაში აჯობებს კიდეც ამავე ფასის სეგმენტში არსებულ Windows ლეპტოპებს.

რა პარამეტრები განაპირობებს უახლესი პლანშეტის ასეთ სიმძლავრეს?

  • მძლავრი M1 ჩიპი;
  • 8–ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი, რომელმაც შესრულების სისწრაფე 60%-მდე გაზარდა;
  • 8–ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი, რომელმაც გააორმაგა გრაფიკული შესრულების სისწრაფე (წინა iPad Air-თან შედარებით);
  • 10.9″ IPS Liquid Retina ეკრანი 3.8 მილიონი პიქსელით, 500 nits სიკაშკაშე, P3 ფართო ფერთა გამა, ანტი ამრეკლი საფარი და True Tone ტექნოლოგია;
  • 12MP მთავარი და ფრონტალური კამერა (ულტრა ფართო კუთხის ჩათვლით);
  • Center Stage მხარდაჭერა ვიდეო ზარებისთვის;
  • ულტრა სწრაფი 5G ქსელის მხარდაჭერა;
  • USB-C პორტის გაორმაგებული სისწრაფე და მონაცემთა გადაცემა 10 გბ/წმ-მდე სიჩქარით;
  • სტერეო დინამიკები;
  • Touch ID ტექნოლოგია უსაფრთხო ავტორიზაციისთვის.

! ახალი iPad Air 5 ხელმისაწვდომია ორი ვერსიით გამოვა – 64GB და 256GB შიდა მეხსიერებით.

Apple-ის ექსპერტების აზრით, ახალი პლანშეტის ელემენტის ავტონომიურობა ნამდვილად შთამბეჭდავია. ელემენტი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ძლებს სრული სამუშაო დღის განმავლობაში.

ჩვეული Air დიზაინი განსხვავებულ ფერებში

M1 ჩიპზე დაფუძნებული iPad Air 5 ვიზუალურად არ განსხვავდება წინა თაობისგან – იგივე მინიმალისტური, მსუბუქი, თხელი და მკვეთრი კიდეები, რაც პლანშეტის გამოყენებას საოცრად კომფორტულს ხდის.

მოწყობილობა ახლა ხელმისაწვდომია ახალ ფერებში: ლურჯი, იისფერი, ვარდისფერი, ნაცრისფერი და Starlight.

iPad Air 5 აქსესუარები

8 მარტის პრეზენტაციაზე ასევე გამახვილდა ყურადღება iPad-ის აქსესუარებზე. ყველა ის პერიფერიული მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ მაღალი დონის iPad Pro-ს მფლობელებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა იქნება iPad Air 5–ზეც გამოყენებადია: Magic Keyboard, Smart Keyboard Folio და Apple Pencil 2.

Smart Folio ქეისიც საკმაოდ მრავალფეროვანი პალიტრით არის ხელმისაწვდომი: პრაქტიკული შავი და თეთრი, ღია ნარინჯისფერი, მუქი ალუბლისფერი, ლავანდისფერი და ლურჯი.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *