Apple-მა Mac Studio 2026 ორი კონფიგურაციით წარადგინა – M5 Max და M5 Ultra ჩიპებით. წინა თაობასთან შედარებით, SSD-ის სიჩქარე თითქმის გაორმაგდა, გრაფიკული წარმადობა 1,8-ჯერ, ხოლო CPU-ის წარმადობა 1,3-ჯერ გაიზარდა. M5 Ultra ჩიპით აღჭურვილი კონფიგურაცია 512 გბ-მდე გაერთიანებულ მეხსიერებას, 80-მდე GPU ბირთვსა და 16 ტბ-მდე SSD-ს გვთავაზობს. ამასთან, M3 Ultra-სთან შედარებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებისას მაქსიმალური წარმადობა 4,3-ჯერ გაიზარდა. Mac Studio შესანიშნავად გამოდგება დიდი AI-მოდელების პირდაპირ კომპიუტერზე დასამუშავებლად, ვიდეომონტაჟისთვის და 3D გრაფიკაზე სამუშაოდ.

დეტალურად მიმოვიხილავთ ახალ Mac Studio-ს, განვიხილავთ, ღირს თუ არა ამ დესკტოპ კომპიუტერის შეძენა და რომელ მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება კონკრეტული მოდელის არჩევისას.

როდის გამოვიდა Mac Studio 2026?

Apple-მა M5 Max და M5 Ultra ჩიპებით აღჭურვილი მძლავრი პროფესიული Mac Studio 2026 წლის 25 აგვისტოს წარადგინა. ახალმა მოდელმა 2025 წლის თაობა ჩაანაცვლა, რომელიც M4 Max და M3 Ultra ჩიპებით იყო ხელმისაწვდომი.

საქართველოში წინასწარი შეკვეთებისა და გაყიდვების დაწყების თარიღები მალე გახდება ცნობილი. განახლებულ ინფორმაციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ iSpace-ის ვებსაიტზე და შეკვეთაც იქვე გააფორმოთ.

ახალი Mac Studio-ს მახასიათებლები: M5 Max, M5 Ultra და ახალი თაობის შესაძლებლობები

ახალი Mac Studio ორი ვერსიით არის წარმოდგენილი – M5 Max და M5 Ultra ჩიპებით. ორივე კონფიგურაციაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გრაფიკული და გამოთვლითი წარმადობა, ასევე AI-ამოცანების შესრულების შესაძლებლობები. ძირითადი მახასიათებლები ასეთია:

  1. CPU. Mac Studio M5 Max აღჭურვილია 18-ბირთვიანი CPU-ით, ხოლო M5 Ultra – 36-მდე ბირთვით. M3 Ultra-სთან შედარებით, მრავალნაკადიანი წარმადობა 1,3-ჯერ გაიზარდა.
  2. GPU. M5 Max 40-მდე GPU ბირთვს გვთავაზობს, რომლებშიც ნეირონული ამაჩქარებლებია ინტეგრირებული. წინა თაობასთან შედარებით, მისი გრაფიკული წარმადობა თითქმის გაორმაგდა. M5 Ultra-ს კი 80-მდე GPU ბირთვი აქვს და წინა თაობასთან შედარებით 1,8-ჯერ მაღალ გრაფიკულ წარმადობას უზრუნველყოფს.
  3. SSD. ახალი თაობის არქიტექტურის წყალობით, SSD-ის სიჩქარე გაორმაგდა. M5 Max-ისთვის ხელმისაწვდომია 8 ტბ-მდე, ხოლო M5 Ultra-სთვის – 16 ტბ-მდე მოცულობის SSD.
  4. გაერთიანებული მეხსიერება. M5 Max და M5 Ultra ვერსიებისთვის ხელმისაწვდომია, შესაბამისად, 128 გბ-მდე და 512 გბ-მდე გაერთიანებული მეხსიერება. მეხსიერების ასეთი მოცულობა საშუალებას გაძლევთ, კომფორტულად დაამუშაოთ მედიაკონტენტი და დიდი ენობრივი მოდელები (LLM) უშუალოდ კომპიუტერზე გაუშვათ.
  5. მეხსიერების გამტარუნარიანობა. საბაზო კონფიგურაციაში გაერთიანებული მეხსიერების გამტარუნარიანობა 614 გბ/წმ-მდე აღწევს. უფრო მძლავრ კონფიგურაციაში ეს მაჩვენებელი 1,2 ტბ/წმ-მდე იზრდება, რაც წინა თაობის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
  6. AI-წარმადობა. M5 Max-ის AI-წარმადობა წინა თაობასთან შედარებით 3,9-ჯერ უფრო მაღალია. მაქსიმალური AI-წარმადობით M5 Ultra M3 Ultra-ს 4,3-ჯერ, ხოლო M1 Ultra-ს 9,8-ჯერ აღემატება.

ახალი ჩიპები დესკტოპ კომპიუტერის გამოთვლით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს. Mac Studio მხარს უჭერს macOS 27 Golden Gate-სა და Apple Intelligence-ის ფუნქციებს. ანონსის მომენტისთვის Siri-ს AI-ფუნქციები ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზე იყო.

Mac Studio 2026-ის მიმოხილვა

Mac Studio 2026 მაღალი წარმადობის დესკტოპ კომპიუტერია, რომელიც პროფესიული გამოყენებისთვის არის შექმნილი. ის ჩუმად მუშაობს და ყურადღებას არ გიფანტავთ. კომპანიამ ნაცნობი დიზაინი და კორპუსის ზომები – 19,7 × 19,7 × 9,5 სმ – უცვლელად დატოვა, ამიტომ Mac Studio კვლავ კომპაქტურ სამუშაო სადგურად რჩება. ახალი მოდელი ვერცხლისფერია. თუმცა ნაცნობი კორპუსის შიგნით ახლა გაცილებით მძლავრი აპარატურული კომპონენტებია განთავსებული.

Mac Studio პირველად აღიჭურვა Thunderbolt 5 პორტებით, რომელთა გამტარუნარიანობა 120 გბიტ/წმ-მდე აღწევს. ამის წყალობით, გარე საცავებთან მუშაობა კიდევ უფრო სწრაფი და მოსახერხებელია. მოწყობილობა ასევე მხარს უჭერს Bluetooth 6-სა და Wi-Fi 7-ს. ამ უკაბელო ტექნოლოგიების სრულფასოვან მუშაობას N1 ჩიპი უზრუნველყოფს.

Mac Studio-ს რამდენიმე მონიტორთან ერთდროულად მუშაობა შეუძლია. მოწყობილობა რვამდე ეკრანს უჭერს მხარს, მათ შორის – ოთხამდე მაღალი გარჩევადობის Studio Display XDR-ს 120 ჰც განახლების სიხშირით.

ასევე მხარდაჭერილია genlock – ტექნოლოგია, რომელიც ვიდეოსიგნალისა და ეკრანზე გამოსახული კადრის ზუსტ სინქრონიზაციას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია ვირტუალური გადაღებების, პირდაპირი ეთერებისა და მრავალკამერიანი სამუშაო პროცესებისთვის.

ანონსის მომენტისთვის Mac Studio-ს შესახებ მომხმარებელთა შეფასებები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი, რადგან მოდელის წარდგენიდან მცირე დრო იყო გასული. თუმცა უკვე ნათელია, რომ ამ სამუშაო სადგურის შესაძლებლობები რთულ და რესურსმომთხოვნ პროფესიულ ამოცანებზეა გათვლილი.

ვისთვის არის განკუთვნილი Mac Studio 2026 და ღირს თუ არა მისი შეძენა?

ახალი Mac Studio მძლავრი გრაფიკული სისტემით არის აღჭურვილი. GPU-ის ბირთვებში ინტეგრირებულია ნეირონული ამაჩქარებლები, რომლებიც რთული ვიზუალური ამოცანების დამუშავებას აჩქარებს. ასევე მხარდაჭერილია მესამე თაობის აპარატურულად აჩქარებული სხივების მიკვლევის ტექნოლოგია. Mac Studio-ს ორივე ვერსია რესურსმომთხოვნი პროფესიული სამუშაოებისთვის არის შექმნილი, მათ შორის გრაფიკის, 3D მასალებისა და ვიდეოს დასამუშავებლად. თუმცა უფრო მძლავრი კონფიგურაცია განსაკუთრებით რთული ვიდეომასალის დასამუშავებლად არის განკუთვნილი: მას შეუძლია ერთდროულად 8K ProRes 422 ფორმატის 33-მდე ნაკადის დაკვრა წამში 30 კადრის სიხშირით.

მოწყობილობა საინტერესო არჩევანია AI-ის მკვლევრებისა და დეველოპერებისთვისაც. მასზე მოსახერხებელია ისეთი პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა Core AI და MLX, AI-მოდელების შესაქმნელად, გასაშვებად და დასანერგად. პრეზენტაციაზე ასევე აჩვენეს, როგორ შეიძლება რამდენიმე Mac Studio-ს ერთმანეთთან დაკავშირება RDMA-სა და Thunderbolt 5-ის საშუალებით დიდი AI-მოდელების დამუშავების დასაჩქარებლად.

ახალი მოდელი იმ დეველოპერების ყურადღებასაც იმსახურებს, რომლებიც დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობენ. Thunderbolt 5-ის საშუალებით კომპიუტერს შეგიძლიათ სწრაფი გარე საცავები დაუკავშიროთ და მონაცემთა შესანახი სივრცე გაზარდოთ.

Mac Studio-ს შესაბამისი კონფიგურაცია შეგიძლიათ კატალოგში შეარჩიოთ:

ამრიგად, ახალი Mac Studio კარგი არჩევანია, თუ პროფესიული ამოცანების შესასრულებლად მაქსიმალური წარმადობა გჭირდებათ. კომპიუტერის მთავარ უპირატესობებს შორისაა:

  • მძლავრი გრაფიკული სისტემა;
  • გაერთიანებული მეხსიერების დიდი მოცულობა;
  • მეხსიერების მაღალი გამტარუნარიანობა;
  • AI-ამოცანების დაჩქარებული დამუშავება.

თუ მაქსიმალური წარმადობა არ გჭირდებათ, ალტერნატივად შეგიძლიათ Mac mini განიხილოთ. ეს კომპაქტური დესკტოპ კომპიუტერია, რომელიც მრავალ ყოველდღიურ და სამუშაო ამოცანას წარმატებით უმკლავდება.

მალე Mac Studio-ს შეძენას iSpace-ში – Apple Premium Partner-ის ოფიციალურ ქსელში საქართველოში – შეძლებთ. ჩვენთან მხოლოდ ორიგინალი ტექნიკაა წარმოდგენილი და მას ოფიციალური გარანტია მოჰყვება. თბილისში ასევე ფუნქციონირებს iSupport-ის ავტორიზებული სერვისცენტრები. ჩვენი ექსპერტები თქვენს ყველა კითხვას უპასუხებენ და საჭიროებებზე მორგებული ოპტიმალური კონფიგურაციის შერჩევაში დაგეხმარებიან. ახალი მოწყობილობის შეძენა უფრო ხელსაყრელი რომ იყოს, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედიტით, განვადებით ან Trade In პროგრამით.

შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს მაღაზიებს, რომლებიც თბილისისა და ბათუმის მოსახერხებელ ადგილებში მდებარეობს, ან კომპიუტერი ონლაინ შეუკვეთოთ – კურიერი მას თქვენს მისამართზე მოგიტანთ. გამოიწერეთ iSpace-ის გვერდი Instagram-ზე, რათა ახალი მოწყობილობის შეკვეთა ერთ-ერთმა პირველმა გააფორმოთ.

ნახეთ მოკლე ვიდეო იმის შესახებ, თუ რატომ არის iSpace-ში შეძენა მარტივი და სასიამოვნო:

FAQ

როდის გამოვიდა Mac Studio 2026?

Mac Studio 2026 წლის 25 აგვისტოს წარადგინეს. კომპიუტერის გაყიდვების დაწყების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ iSpace-ის სოციალურ ქსელებსა და ვებსაიტზე განთავსებულ სიახლეებს.

რა მახასიათებლები აქვს ახალ Mac Studio-ს?

ახალი მოდელი ორი ვერსიით არის წარმოდგენილი. საბაზო კონფიგურაცია 128 გბ-მდე გაერთიანებულ მეხსიერებას და 614 გბ/წმ-მდე გამტარუნარიანობას გვთავაზობს. უფრო მძლავრი ვერსია კი 512 გბ-მდე გაერთიანებული მეხსიერებით არის ხელმისაწვდომი, რომლის გამტარუნარიანობა 1,2 ტბ/წმ-მდე აღწევს. ორივე მოდელს აქვს Thunderbolt 5 პორტები და მხარს უჭერს Bluetooth 6-სა და Wi-Fi 7-ს.

რომელი პროცესორი აქვს Mac Studio-ს?

საბაზო კონფიგურაცია აღჭურვილია M5 Max ჩიპით – 18-ბირთვიანი CPU-ითა და 40-მდე GPU ბირთვით. უფრო მძლავრი ვერსია კი M5 Ultra-ს იყენებს, რომელსაც 36-მდე CPU ბირთვი და 80-მდე GPU ბირთვი აქვს.

რით განსხვავდება Mac Studio Mac mini-სგან?

Mac Studio Mac mini-ზე უფრო მძლავრია, რადგან აღჭურვილია M5 Max ან M5 Ultra ჩიპით, აქვს უფრო დიდი მოცულობის გაერთიანებული მეხსიერება და გრაფიკის, ვიდეოსა და AI-ამოცანების დამუშავების უფრო ფართო შესაძლებლობები.

რატომ ღირს Mac Studio-ს შეძენა?

ეს მძლავრი კომპიუტერი შესაფერისია პროფესიული ვიდეომონტაჟისა და ფერის კორექციისთვის, LLM-ებთან მუშაობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის. ის ასევე კარგი არჩევანია 3D გრაფიკისა და ანიმაციური გრაფიკის შექმნასთან დაკავშირებული ამოცანებისთვის.

ასევე იხილეთ

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *