აკუსტიკური ბრენდი Bang&Olufsen დანიაში დაიბადა. ქვეყანაში, რომელსაც განსაკუთრებულად ახასიათებს უმაღლეს ხარისხზე, ავთენტურობასა და ესთეტიურობაზე ორიენტირება. 96 წლიანი არსებობის განმავლობაში B&O სწორედ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს და ქმნის უნიკალურ აუდიო ტექნიკას. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ ყურსასმენს – Bang&Olufsen Beoplay H95

პრემიუმ დიზაინი და მიმზიდველი კომფორტი

ფორმას განაპირობებს ფუნქცია – ეს არის ფილოსოფია, რომელსაც Bang&Olufsen თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მისდევს. სწორედ ამიტომ, ბრენდის თითეულ პროდუქტს აქვს გამორჩეული ცნობადი სტილი, რომლის დიზაინი და ჟღერადობა თანაბრად ეფექტურია.

საინტერესო ფაქტი

1978 წელს Bang & Olufsen-მა მოაწყო საკუთარი გამოფენა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სადაც მუდმივ კოლექციაში დღემდეა წარმოდგენილი ათამდე პროექტი. ამას გარდა, Bang & Olufsen–ის აპარატურამ დაიმსახურა ისეთი პრესტიჟული ჯილდოები როგორიცაა: iF Product Design Award და Design Plus Award.

ნამდვილად გასაოცარი ჟღერადობა

Bang & Olufsen Beoplay H95 აღჭურვილია 40 მმ ტიტანის დინამიური დინამიკებით და სიხშირის დიაპაზონი 20000-22000ჰც-ს შორის მერყეობს, რაც ჟღერადობას საოცარ სიმკვეთრეს და სისუფთავეს ანიჭებს.

ხმა მარტივად და მოხერხებულად რეგულირდება მარჯვენა ყურსასმენზე განთავსებული რგოლიკით, ხოლო ხმაურის დონის კონტროლი მარცხნენა ყურსასმენზეა განთავსებული.

ხმის პარამეტრების კონფიგურაციისთვის ჩამოტვირთეთ Bang & Olufsen აპლიკაცია. თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ მოსმენის ერთ-ერთი შემოთავაზებული რეჟიმი – Optimal, Commute, Clear, Workout, Podcast.

! Optimal რეჟიმი შესანიშნავად ჟღერს და მოერგება მსმენელთა უმეტესობას.

უნაკლო ხმა ყველგან

Bang & Olufsen საკუთარი პროდუქტის ტესტირებას საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს. კომპანიას აქვს ოფისში განთავსებული რამოდენიმე საცდელი ოთახი, სადაც იტესტება თითოეული მოწყობილობა. ოთახები არის სხვადასხვა ტიპის, მათ შორის საცხოვრებელი სახლის მისაღების ოთახის ტიპი, ცარიელი კუბის ფორმის ოთახი და სხვა. მოწყობილობებისათვის ასევე გათვალისწინებულია ტესტირებები ღია ცის ქვეშ.

ზოგიერთი ტესტი კომპანიის თანამშრომლებზეც ტარდება. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა შეფასების გამეორება მინიმალური ცდომილებით. მაგალითად, თუ თანამშრომელმა პირველ ტესტზე დინამიკს 9 ქულა დაუწერა და რამდენიმე კვირის შემდეგ მისი შეფასება 0,5 ქულაზე მეტით შეიცვალა, ის გამოირიცხება ფოკუს ჯგუფიდან. სტატისტიკის მიხედვით, 20 ადამიანში მხოლოდ ერთს აქვს ასეთი სრულყოფილი სმენა.

ადაპტირებადი ხმაურის დახშობა

Bang&Olufsen-ის ინჟინრებმა შეძლეს ხმაურის დახშობის ყველაზე მოწინავე სისტემის მინიმალისტურ და კომპაქტურ ფორმაში მოთავსება.

ხმის დახშობის ფუნქცია იდეალურია მათთვის, ვინც მუშაობს ხალხმრავალ ოფისში, სურს გაექცეს ქალაქის ხმაურს ან დაისვენოს ხმაურიან გარემოში. მის გასააქტიურებლად დაატრიალეთ რგოლიკი მარცხენა ყურსასმენზე. იქვე ნახავთ ხმოვანი ასისტენტის გამოძახების ღილაკს.

მარჯვენა ყურსასმენზე მოხერხებულად არის განთავსებული ხმის კონტროლის რგოლიკი, რომელზე ერთი შეხებაც Play/Pause ფუნქციას ასრულებს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Bang&Olufsen Beoplay H95 უკავშირდება ნებისმიერ მოწყობილობას – iOS/Android. დაკავშირების პროცესი კი სწრაფი და მარტივია.

ავტონომიურობა და აქსესუარები

Beoplay H95-ის ყველაზე აშკარა უპირატესობა ელემენტის ხანგრძლივობაა, რომელიც ერთი სრული მუხტით 38-დან 50 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს. ეს ყველაფერი კი იმის მიუხედავად, ჩართულია თუ არა ხმაურის დახშობის შემცირების ფუნქცია.

Beoplay H95 ყურსასმენების კომპლექატაციაში შედის ალუმინის ქეისი, USB-A to USB-C კაბელი, 3.5 მმ აუდიო კაბელი, თვითმფრინავის ადაპტერი, საწმენდი ქსოვილი, ინსტრუქცია.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *