iPhone-ზე Photos აპიდან ფოტოს წაშლა ნამდვილად არ ნიშნავს მის საბოლოოდ ამოშლას. თუ ფოტოს საბოლოოდ წასაშლელად არ შეასრულებთ რამდენიმე ნაბიჯს, ის თქვენს სმარტფონში 29 დღის განმავლობაში დარჩება. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მათი აღდგენა შეუძლებელი ხდება.

iPhone-ის ფოტოს წაშლა ძალიან მარტივია, თუმცა საბედნიეროდ არც აღდგენა მოითხოვს რაიმე განსაკუთრებული მოქმედებების შესრულებას, ამისათვის:

  • გახსენით Photos აპლიკაცია და აირჩიეთ Albums;
  • ჩამოსქროლეთ ბოლომდე და გახსენით Recently Deleted;
  • შეეხეთ სასურველ ფოტოს და დააჭირეთ ღილაკს Recover ზედა ქვედა მარჯვენა კუთხეში.

სულ ეს არის, ფოტო აღდგენილია. ასევე, თუ გსურთ ერთზე მეტი ფოტოს აღდგენა, არსებობს ოდნავ უფრო სწრაფი გზა, ამისათვის:

  • გახსენით Photos აპლიკაცია და აირჩიეთ Albums;
  • ჩამოსქროლეთ ბოლომდე და გახსენით Recently Deleted;
  • მონიშნეთ სასურველი ფოტოები და შეეხეთ Recover ღილაკს ქვედა მარჯვენა კუთხეში;
  • დაადასტურეთ ფოტოების აღდგენა.

! გაითვალისწინეთ, რომ Recover-თან ერთად სისტემა ასევე გვთავაზობს Delete ღილაკს. მისი გამოყენების შემთხვევაში ფოტოები საბოლოოდ წაიშლება თქვენი მოწყობილობიდან.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *