ელემენტი საკმარისია სასწავლო დღის და შემდგომი გართობისთვისაც.
24 საათამდე MacBook Pro-ზე და 18 საათამდე MacBook Air-ზე. დატოვეთ დამტენი სახლში და ისიამოვნეთ შეუფერხებელი მუშაობით მთელი დღის განმავლობაში.
ამოცანები, რომლებსაც უმკლავდები.
შეარჩიეთ მოდელი თქვენი სასწავლო პროექტებისთვის – ვიდეო მონტაჟი, გრაფიკასთან მუშაობა ან ახალი აპლიკაციის შექმნა.
აპლიკაციების მთელი სამყარო.
იკითხეთ დოკუმენტები Acrobat-ში, შექმენით პრეზენტაციები Keynote-ში, დააპროექტეთ InDesign-ში და Photoshop-ში ან შექმენით ახალი აპლიკაციები Xcode-ით.
iPhone და Mac – ერთი მთლიანი.
გამოიყენეთ iPhone თქვენს Mac-ში ჯიბიდან ამოუღებლად – iPhone Mirroring ფუნქციით. მობილურ აპლიკაციებში მუშაობა ასე უფრო მოსახერხებელია.
დაცვა უკვე ჩართულია.
ჩაშენებული უსაფრთხოების მექანიზმების წყალობით, თქვენი მონაცემები დაცული იქნება. macOS გიცავთ ვირუსებისგან. Touch ID ღილაკით კი შეძლებთ Mac-ის განბლოკვას თითის ანაბეჭდით.
საიმედოა მთელ გზაზე – სკოლიდან უნივერსიტეტამდე.
Mac შექმნილია ხანგრძლივი მოხმარებისთვის: მტკიცე კორპუსი და პროგრამული უზრუნველყოფის ხშირი განახლებები კი მას სტაბილურ მუშაობაში ეხმარება, იქნება ეს სწავლა თუ დასვენება.
აქსესუარების სრული ნაკრები.
შეავსეთ თქვენი სასწავლო სივრცე დამტენით, კლავიატურით, მაუსით, მონიტორით ან ქეისით – შეარჩიეთ აქსესუარები, რომლებიც გააფართოებს თქვენი Mac-ის შესაძლებლობებს.
შესანიშნავი პარტნიორი სწავლისთვის.
გამოიყენეთ ნაცნობი აპლიკაციები მუშაობის და სწავლისას – Google Workspace, Goodnotes, Microsoft 365, Pages, Numbers და Keynote.
პროდუქტიულობა.
Mac-ს აქვს ჩაშენებული ხელსაწყოები ტექსტთან, ცხრილებთან და პრეზენტაციებთან სამუშაოდ. თუმცა, სხვების გამოყენებაც შეგიძლიათ: Microsoft Word – ტექსტების, PowerPoint – პრეზენტაციების და Excel – ფორმულებისა და გათვლებისთვის.
პროგრამირების დაწყება მარტივია Swift Playgrounds-ით – Apple-ის ინტერაქტიული აპლიკაციით დამწყებთათვის. ხოლო თუ უკვე გაქვთ გამოცდილება ან გსურთ განვითარება, გადადით Xcode-ზე. თქვენ საოცარი შესაძლებლობები გელით!
წარადგინეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტური ბილეთი. მაქსიმალური სარგებლისთვის გამოიყენეთ Trade-in.
ნაბიჯი 3. მიიღეთ სარგებელი.
გაიტანეთ თქვენი Mac ექსკლუზიურ ფასად და მიიღეთ საჩუქრები iSpace-ისგან.
აღმოჩენები. ყოველ წამს.
ეკოსისტემის ექსპერტები
iSpace-ის კონსულტანტებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია აქვთ Apple მოწყობილობების და ტექნოლოგიების შესახებ. იქნება ეს ფუნქციები თუ უმნიშვნელო ნიუანსები, რაც მოწყობილობის სრული პოტენციალის გამოვლენაში ეხმარებათ. ჩვენ ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს და გასწავლით, როგორ გამოიყენოთ Apple-ის შესაძლებლობები თქვენს შემოქმედებით და პროფესიულ პროექტებში.
iSpace-ში Apple ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომია. ისარგებლეთ საუკეთესო ფასებითა და სპეციალური განვადების პირობებით. ამას გარდა, Trade In პროგრამის დახმარებით, უახლეს მოწყობილობებზე გადასვლაც უმარტივესი და მომგებიანიცაა.
პერსონალური მიდგომა
მოწყობილობის შერჩევისას მუდმივად ვითვალისწინებთ თქვენს მიზნებს, ცხოვრების წეს და მოლოდინებს, რათა შემოგთავაზოთ პერსონალიზებული გადაწყვეტა. iSpace-ის თითოეულ მაღაზიაში ექსკლუზიური მომსახურება გელით.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სტუდენტური ბილეთის წარდგენის შემთხვევაში.
iSpace-ის სპეციალური შეთავაზება ვრცელდება MacBook-ის პოპულარულ მოდელებზე სხვადასხვა კონფიგურაციით. მოდელების ზუსტი ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ საიტზე ispace.ge ან ჩვენს ფილიალებში.
თქვენ ან თქვენი შვილი უნდა იყოთ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. სწავლების ფორმა – დასწრებული ან დაუსწრებელი. ფასდაკლების მისაღებად, მაღაზიაში მოლარეს წარუდგინეთ თქვენი მოქმედი სტუდენტური ბარათი.
დიახ, iSpace-ში შეგიძლიათ ორივე შეთავაზებით ერთდროულად ისარგებლოთ. გადაცვალეთ თქვენი მოწყობილობა ახალ Mac-ზე მაქსიმალური სარგებლით. Trade-in პროგრამის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ვებგვერდზე.
სტუდენტური შეთავაზება მოქმედებს ონლაინ შეკვეთის გაფორმებისას მხოლოდ მაღაზიიდან გატანის მეთოდით, რადგან მოლარემ უნდა დაასკანეროს თქვენი სტუდენტური ბარათი. შესაბამისად, შეგიძლიათ, შეარჩიოთ Mac-ის მოდელი და გააფორმოთ შეკვეთა საიტზე, ხოლო შესყიდვა ფიზიკურ მაღაზიაში დაასრულოთ.
iSpace-ში სტუდენტების შეთავაზება ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში და არ არის შეზღუდული სასწავლო სეზონებით ან თარიღებით – თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სარგებელი ნებისმიერ დროს, პროგრამის პირობების დაცვის შემთხვევაში.