ახალი
iPhone Air, 256 GB, Light Gold
3 969 ₾
ან110 ₾/თვეში 36 თვეზე* ვადით
Trade-in
ფასდაკლებით 250 ₾-მდე Trade-In-ით
რაოდენობა
სწრაფი მიწოდება
ფილიალიდან გატანა
თვითგატანისთვის ხელმისაწვდომია. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მდებარეობა.
მიწოდება
iPhone Air
პროდუქტის აღწერა
მახასიათებლები
- შთამბეჭდავად თხელი. დაუჯერებლად მსუბუქი. ფენომენალურად ძლიერი — ყველაზე თხელი iPhone-ი მასში მოთავსებული Pro დონის ჩიპის ძალით. iPhone Air-ის სისქე სულ რაღაც 5.6 მმ-ია. ის ისე დაუჯერებლად თხელია, რომ ფაქტობრივად, ხელში არ იგრძნობა.
- უფრო გამძლე, ვიდრე აქამდე გამოშვებული ნებისმიერი iPhone-ი — ტიტანის შთამბეჭდავად თხელი ჩარჩო. Ceramic Shield პანელი იცავს iPhone Air-ის უკანა მხარეს და უზრუნველყოფს ოთხჯერ უფრო ძლიერ მდგრადობას ბზარების მიმართ. ხოლო წინა მხარეს Ceramic Shield 2 გთავაზობს სამჯერ უფრო მყარ დაცვას ნაკაწრებისგან.
- ორი მოწინავე კამერა ერთში — 48 მპ Fusion კამერათა სისტემა 2x ოპტიკური ხარისხის ზუმით. იდეალური კადრის გადაღება მარტივია, სადაც არ უნდა იყო.
- 18 მპ CENTER STAGE წინა კამერა — მოქნილობა, რომელიც იდეალური კადრის გადაღების საშუალებას იძლევა. გაუმჯობესებული ჯგუფური სელფები, ვიდეოს ერთდროული გადაღება წინა და უკანა კამერებით Dual Capture რეჟიმში და არა მხოლოდ.
- A19 PRO ჩიპი. ულტრასწრაფი. ჰიპერეფექტიანი — A19 Pro ყველაზე ეფექტიანი ჩიპია iPhone-ისთვის. Pro დონის წარმადობა რევოლუციურ თხელ და მსუბუქ კორპუსში.
- ელემენტი, რომელიც მთელ დღეს მუშაობს დატენვის გარეშე — მთელი დღე დატენვის გარეშე, 27-მდე საათი ვიდეოს ჩვენება.
- iOS 26. ახალი სტილი. კიდევ უფრო მეტი მაგია — ახალი დიზაინი Liquid Glass ეფექტით. ლამაზი, სასიამოვნო და მყისიერად ნაცნობი. უფრო ხასხასა დაბლოკილი ეკრანი, კონფიგურირებადი ფონები, გამოკითხვები Messages აპლიკაციაში, ზარების სორტირება და არა მხოლოდ.
- უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნქციები — Crash Detection ფუნქციის მეშვეობით iPhone-ს შეუძლია, ამოიცნოს მძიმე ავარია და გამოიძახოს დახმარება, თუ ამის გაკეთება შენ არ შეგიძლია.
- დაკავშირების უკეთესი შესაძლებლობები. ზესისწრაფე — დარჩი კავშირზე და შეინარჩუნე დიდი სიჩქარე: გამოიყენე საიმედო კავშირი Wi-Fi 7-თან, 5G ქსელებთან და Bluetooth 6-თან და ასევე, eSIM-ი.
- eSIM. მოქნილობა. უსაფრთხოება. შეუფერხებლობა — eSIM უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას, მოხერხებულობას, გაზრდილ უსაფრთხოებას და მარტივ დაკავშირებას, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს.
- კონფიდენციალურობა — უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის სავსებით ახალი დონე. ჩაშენებული.
სპეციფიკაციები
Basic Information
Display
Processor
Memory
Camera
Interfaces
Network
Battery
Miscellaneous
MagSafe wireless charging up to 20W
Centre Stage
Up to 4K HDR AirPlay for mirroring, photos and video out to Apple TV (2nd generation or later) or AirPlay‑enabled smart TV
HDR with Dolby Vision, HDR10+/HDR10 and HLG
Screen sharing
FaceTime HD (1080p) video calling over 5G or Wi-Fi
Wi‑Fi calling
Voice over LTE (VoLTE)
Zoom with rear‑facing camera
Share experiences like movies, TV, music and other apps in a FaceTime call with SharePlay
Portrait mode in FaceTime Video
Voice Isolation and Wide Spectrum Microphone Modes
Spatial audio
FaceTime Audio
Voice Assistant
Dimensions & Weight Device
Environment
Dust Resistant
Water Resistant
გარანტია
iPhone Air Apple-ის ისტორიაში ყველაზე თხელი სმარტფონია. ის ერთ მოწყობილობაში აერთიანებს კომპაქტურობას, მსუბუქ კონსტრუქციას და მაღალი წარმადობა აქვს. მოწყობილობა კომფორტულია როგორც სწავლისთვის, ასევე სამუშაოსა და ყოველდღიური გამოყენებისთვის.
iPhone Air-ის ტექნიკური მახასიათებლები
2025 წლის ახალი მოდელი გამოირჩევა ელეგანტური დიზაინითა და მაღალი დონის ტექნიკური შესაძლებლობებით.
მახასიათებელი & აღწერა:
პროცესორი – A19 Pro;
კორპუსის მასალა – ტიტანის ჩარჩო;
ეკრანი – Super Retina XDR ProMotion ტექნოლოგიით;
ეკრანის ზომა – 6,5 დიუმი;
ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა – ვიდეოს დაკვრისას 27 საათამდე;
წინა კამერა – Center Stage 18 MP;
უკანა კამერა – Fusion 48 MP;
შიდა მეხსიერება – 256 GB, 512 GB, 1 TB;
დაცულობის დონე – IP68;
მოწყობილობა ოთხ ფერშია ხელმისაწვდომი: Sky Blue, Light Gold, Cloud White და Space Black.
რატომ უნდა აირჩიოთ iPhone Air?
ახალი სმარტფონის შეძენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ფასის, ხარისხისა და ფუნქციურობის იდეალური ბალანსი. მოწყობილობას არაერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია:
- კომპაქტურობა: მოწყობილობის წონა მხოლოდ 165 გრამია, ხოლო სისქე 5,64 მმ-ს შეადგენს.
- მაღალი წარმადობა: ძლიერი A19 Pro ჩიპის წყალობით შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების სრულფასოვანი გამოყენება.
- სწრაფი უკაბელო კავშირი: Wi-Fi 7 და Bluetooth 6 ახალი N1 ჩიპის წყალობით კავშირის უფრო მაღალ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
- მრავალფუნქციური კამერა: ძირითადი კამერა აერთიანებს რამდენიმე მოდულის შესაძლებლობებს და იძლევა 24 MP და 48 MP გარჩევადობით გადაღების საშუალებას.
- განახლებული წინა კამერა: 18 MP მოდული იძლევა ფოტოების გადაღების შესაძლებლობას როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ ფორმატში, ტელეფონის გადაბრუნების გარეშე.
ბატარეა 30 წუთში 50%-მდე იმუხტება, ხოლო მოწყობილობა თავსებადია Qi2 და Qi7 სტანდარტებს.
სად შევიძინოთ iPhone Air საქართველოში?
iPhone Air-ის შეძენა iSpace-ში შეგიძლიათ, მწარმოებლის ოფიციალური გარანტიით. iSpace საქართველოს ტერიტორიაზე Apple Premium Partner-ის სტატუსით საქმიანობს და მომხმარებლებს ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. შეგიძლიათ შეკვეთა განათავსოთ ვებგვერდზე ან ეწვიოთ კომპანიის ფიზიკურ მაღაზიებს თბილისში და ბათუმში. ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომია iSpace-ის სერტიფიცირებული პროფესიონალი კონსულტანტების მომსახურება.
ხშირად დასმული კითხვები
რა შედის iPhone Air-ის გარანტიაში და როგორ ხდება მისი მიღება?
მწარმოებლის გარანტია გულისხმობს ქარხნული დეფექტების უფასო შეკეთებას შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში. მომსახურების მისაღებად აუცილებელია მიმართოთ ავტორიზებულ სერვისცენტრს.
რით გამოირჩევა iPhone Air-ის დიზაინი წინა მოდელებისგან?
სმარტფონს აქვს რეკორდულად თხელი 5,64 მმ სისქის კორპუსი და აღჭურვილია 6,5-დიუმიანი ეკრანით ProMotion ტექნოლოგიით.
სად შეიძლება iPhone Air-ის ოფიციალურად შეძენა?
Apple-ის ახალი მოდელების შეძენა iSpace-ში შეგიძლიათ, ამერიკული ბრენდის ოფიციალურ პარტნიორთან საქართველოში, რომელიც სრულ სერვისს უზრუნველყოფს iSupport-ის ავტორიზებულ სერვისცენტრებში.
ფილიალიდან გატანა
თვითგატანისთვის ხელმისაწვდომია. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მდებარეობა.
მიწოდება
3 969 ₾
ან110 ₾/თვეში 36 თვეზე* ვადით













