თუ ეძებთ დინამიკს მოგზაურობების, საზაფხულო პიკნიკების და კემპინგისთვის, აუცილებლად განიხილეთ Bang & Olufsen-ის პორტატული Bluetooth დინამიკი – Beosound Explore.

ეფექტური დიზაინი და საიმედოდ დაცული კორპუსი

Bang&Olufsen არის დანიური აკუსტიკური ბრენდი, რომლის აპარატურაც გამოირჩევა განსაკუთრებული ესთეტურობისა და უახლესი ტექნოლოგიების შერწყმით.

თუმცა, Beosound Explore არ ატარებს B&O-ს კლასიკურ დიზაინს, რადგან ის შემუშავებულია სკანდინავიური ინოვაციების სააგენტო Above-ს მიერ. ალბათ ეს არის მიზეზი, რომელიც მისი გამორჩეულად თანამედროვე ვიზუალის უკან დგას.

დიზაინი საკმაოდ მრავალფეროვან შეფასებებს იმსახურებს. ზოგი მას ჭიქა–თერმოსს ამსგავსებს, ზოგისთვის ის უფრო მეტად თუნუქის ქილას წააგავს, ხოლო ზოგს სრულაც ასაფეთქებელი მოწყობილობის შთაბეჭდილებას უტოვებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოწყობილობა ნამდვილად იპყრობს თვალს და რაც მთავარია ყურს.

ანოდირებული ალუმინის კორპუსი სასიამოვნოდ გრილია ცხელ დღეებში. ნეკნებისებრი ზედაპირი კი დინამიკს უფრო მდგრადს ხდის დაზიანების მიმართ და ასევე ამცირებს წონას (კარაბინის გარეშე 631 გრამი, ზომები – 81x124x81მმ). რგოლებს შორის არის მაღალი ხარისხის რეზინის ბადე, რომელიც ხმას გასასვლელის ფუნქციას ატარებს.

B&O Explore-ის კომპლექტაციაში შედის უშალოდ დინამიკი, დინამიკის ზედა და ქვედა ზედაპირის სილიკონის საფარი, USB Type-C დამტენი კაბელი, ზურგჩანთაზე/ქამარზე დასამაგრებელი კარაბინი და ინსტრუქციები.

აღსანიშნავია, რომ აქსესუარების ფერი ემთხვევა Explore-ის ფერს. მოწყობილობა ხელმისაწვდომია 5 ფერში: შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, წაბლისფერი, მწვანე.

Beosound Explore განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვინც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მის დაცულობაზე. ალუმინის კორპუსი მდგრადია ნაკაწრებისადმი და უძლებს მყარ ზედაპირზე ვარდნას, ხოლო IP67 რეიტინგი მის მტვრისა და წყლისადმი მდგრადობაზე მიუთითებს. წყალთან გაუთვალისწინებელი შეხებისას, Beosound Explore 1 მეტრის სიღმერეზე 30 წუთის განმავლობაში გაძლებს.

Beosound Explore: შთამბეჭდავი ხმა და სტერეო დაწყვილება

მოწყობილობის პორატულობა პირდაპირ არის დამოკიდებული მის ზომასა და წონაზე. მიუხედავად ამისა, სწორედ მცირე ზომის გამო მომხმარებლების უმეტესობა ეჭვის თვალით უყურებს Beosound Explore-ის შესაძლებლობებს. ეს კი, მოწყობილობას აშკარა უპირატესობას ანიჭებს, რადგან მისი მძლავრი და მდიდარი უხარვეზო ხმა ყველასათვის მოულოდნელია.

Explore აღჭურვილია ორი სრულდიაპაზონიანი დინამიკით დინამიკით – თითო 1,8 ინჩი და 30 ვატი. ხმის გავრცელება კი 360 გრადუსით ხორციელდება, რაც დიდი უპირატესობაა როგორც დახურულ ისე ღია სივრცეებში.

Beosound Explore

ასევე უნდა აღინიშოს დინამიკის სტერეო დაწყვილების მხარდაჭერაც, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია ორი Beosound Explore–ის გაერთიანება და საოცარი ჟღერადობის მიღება. დასაწყვილებლად გამოიყენება Bang & Olufsen აპლიკაცია.

საოცარი ავტონომიურობა და ინტუიიური კონტროლი

Explore–ის თქვენს მოწყობილობასთან დაწყვილება საკმაოდ მარტივი და სწრაფი პროცესია. B&O აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემთხვევაში კი შეძლებთ ხმის რეჟიმების არჩევას, ექვალაიზერის დარეგულირებას და ასევე მარტივად გააკონტროლებთ მუხტის დონეს.

Beosound Explore–ის ელემენტი ერთი სრული მუხტით 27 საათამდე სამუშაო დროს უზრუნველყოფს(საშუალო ხმაზე დაკვრისას). სრულად დამუხტვას კი სულ რაღაც 3 საათი სჭირდება.

ზედა პანელზე განთავსებულია მოწყობილობის კონტროლი და მუხტის ინდიკატორი LED ნათება. USB Type-C კონექტორი მდებარეობს დინამიკის ქვედა ნაწილში.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *