Apple-მა Mac mini 2026 წარადგინა. 25 აგვისტოს კომპანიამ კომპიუტერის ორი ვერსია წარმოადგინა: საბაზისო მოდელი ახალი M6 ჩიპით, 12-ბირთვიანი CPU-ითა და 12-ბირთვიანი GPU-ით, და უფრო მძლავრი ვერსია M5 Pro ჩიპით, რომლის მაქსიმალური კონფიგურაცია 18-ბირთვიან CPU-სა და 20-ბირთვიან GPU-ს მოიცავს. M4 ჩიპზე დაფუძნებულ წინა თაობასთან შედარებით, M6 ვერსიის CPU-ის წარმადობა 40%-მდე გაიზარდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა AI ამოცანების დამუშავების სიჩქარეც. M5 Pro ვერსიას აქვს 64 გბ-მდე ერთიანი მეხსიერებისა და 8 ტბ-მდე მოცულობის SSD-ის მხარდაჭერა.

ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ ახალ მოწყობილობას, მის მახასიათებლებს, M6 და M5 Pro ვერსიებს შორის ძირითად განსხვავებებს და იმასაც, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენთვის შესაფერისი კონფიგურაციის არჩევისას.

როდის გამოვა ახალი Mac mini 2026

Apple-მა ახალი Mac mini ოფიციალურად 2026 წლის 25 აგვისტოს წარადგინა. კომპანია სექტემბერში დაგეგმილ ტრადიციულ პრეზენტაციას არ დაელოდა და კომპაქტური კომპიუტერი უფრო ადრე, Apple Newsroom-ზე გამოქვეყნებული ცალკე პრესრელიზით დააანონსა.

საქართველოში ახალი მოდელების წინასწარი შეკვეთისა და გაყიდვების დაწყების თარიღები ჯერ არ გამოცხადებულა. კომპიუტერების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე ფასებისა და წინასწარი შეკვეთის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ iSpace-ის ვებსაიტსა და Instagram-ის გვერდზე.

Mac mini 2026-ის მახასიათებლები: ახალი ჩიპი, მეხსიერება და შესაძლებლობები

ახალი Mac mini-ის მთავარი განახლებები პროცესორებს, მეხსიერებასა და წარმადობას ეხება. საბაზისო ვერსიაში M4 ჩიპი M6-მა ჩაანაცვლა, ხოლო უფრო მძლავრი მოდელი M5 Pro-ით აღიჭურვა. წინა თაობასთან შედარებით, ახალ მოდელებში შემდეგი გაუმჯობესებებია:

  • ახალი M6 ჩიპი 12-ბირთვიანი CPU-ითა და 12-ბირთვიანი GPU-ით – ცენტრალური პროცესორის წარმადობა 40%-მდე გაიზარდა;
  • M6-ის GPU-ში პირველად ინტეგრირებული Neural Accelerators AI ამოცანების შესრულებისას M4-თან შედარებით ოთხჯერ უფრო მაღალ წარმადობას უზრუნველყოფს, ხოლო Dual 16-core Neural Engine – წინა თაობასთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალს;
  • M6 ვერსია მხარს უჭერს 32 გბ-მდე ერთიან მეხსიერებას, ხოლო M5 Pro კონფიგურაცია – 64 გბ-მდე ერთიან მეხსიერებას;
  • უფრო სწრაფი SSD – Apple-ის განცხადებით, საცავის წარმადობა ორჯერამდე გაიზარდა;
  • M5 Pro-ის მაქსიმალურ კონფიგურაციას აქვს 18-ბირთვიანი CPU, 20-ბირთვიანი GPU და 8 ტბ-მდე მოცულობის SSD;
  • M5 Pro ვერსიას აქვს Thunderbolt 5, რომელიც მონაცემთა უფრო სწრაფ გადაცემასა და მაღალი წარმადობის პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებას უზრუნველყოფს.

M6 ჩიპზე დაფუძნებული დესკტოპ კომპიუტერი შესაფერისია ყოველდღიური სამუშაოსთვის, სწავლისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და კონტენტის დამუშავებისთვის. M5 Pro ვერსია კი უფრო რესურსტევადი ამოცანებისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის 3D გრაფიკასთან მუშაობისთვის, ვიდეომონტაჟისთვის და დიდი AI მოდელების გამოყენებისთვის.

ახალი მოდელის დიზაინი

გარეგნულად მოწყობილობა წინა თაობასთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა. კომპიუტერმა შეინარჩუნა კომპაქტური კვადრატული კორპუსი, მომრგვალებული კუთხეები და ვერცხლისფერი დიზაინი. ზომებიც უცვლელია: სიგანე და სიღრმე 12,7 სმ-ია, სიმაღლე კი – 5 სმ. M6 ვერსია 0,67 კგ-ს იწონის, ხოლო M5 Pro მოდელი – 0,73 კგ-ს.

კორპუსი 100%-ით გადამუშავებული ალუმინისგანაა დამზადებული. კომპაქტური ზომების წყალობით მოწყობილობა სამუშაო მაგიდაზე მინიმალურ ადგილს იკავებს და, საჭიროების შემთხვევაში, მისი გადატანაც მარტივია.

პორტების განლაგებაც უცვლელი დარჩა. წინა პანელზე განთავსებულია ორი USB-C პორტი და ყურსასმენებისთვის განკუთვნილი 3,5 მმ-იანი აუდიოგასასვლელი. უკანა მხარეს კი HDMI, Ethernet და სამი Thunderbolt პორტია. ვერსიებს შორის მთავარი განსხვავება სწორედ Thunderbolt-ის სტანდარტშია: M6 ჩიპიანი Mac mini Thunderbolt 4-ს იყენებს, ხოლო M5 Pro მოდელი – უფრო სწრაფ Thunderbolt 5-ს.

ამრიგად, გარეგნულად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. ძირითადი განახლებები კორპუსის შიგნითაა – ახალი ჩიპები, გაზრდილი წარმადობა და დაკავშირების უფრო ფართო შესაძლებლობები.

თქვენთვის შესაფერისი კონფიგურაცია შეგიძლიათ კატალოგში შეარჩიოთ:

რა ღირს Mac mini 2026 და სად შეიძლება მისი შეძენა

კომპიუტერი ვერცხლისფერ ფერშია წარმოდგენილი და ერთიანი მეხსიერებისა და SSD-ის სხვადასხვა კონფიგურაციით იქნება ხელმისაწვდომი. საქართველოში Mac mini-ის ფასი გაყიდვების დაწყების მოახლოებისას გახდება ცნობილი. ახალი მოდელის ხელმისაწვდომობისა და წინასწარი შეკვეთის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ iSpace-ის ვებსაიტზე ნახოთ. ექსპერტები დაგეხმარებიან M6 და M5 Pro ვერსიების შედარებასა და თქვენი საჭიროებების შესაბამისი კონფიგურაციის შერჩევაში.

iSpace – Apple Premium Partner საქართველოში. მაღაზიებში წარმოდგენილია Apple-ის ორიგინალი ტექნიკა მწარმოებლის გარანტიით, ხოლო მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება iSupport-ის ავტორიზებულ სერვისცენტრებშია შესაძლებელი.

Mac mini შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ ან მის შესაძენად iSpace-ის ერთ-ერთ მაღაზიას ეწვიოთ თბილისში ან ბათუმში. ასევე შეგიძლიათ ონლაინ შეკვეთა თქვენთვის მოსახერხებელი მაღაზიიდან გაიტანოთ. კომპიუტერის უფრო ხელსაყრელი პირობებით შესაძენად შეგიძლიათ ისარგებლოთ Trade In-ით, განვადებითა და პარტნიორი ბანკების საკრედიტო შეთავაზებებით.

გაყიდვების დაწყებისა და ხელმისაწვდომი კონფიგურაციების შემოსვლის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ iSpace-ის ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში.

FAQ

რა შეიცვალა ახალ Mac mini 2026-ში?

ახალი Mac mini-ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები განახლდა. საბაზისო ვერსიაში M4 ჩიპი M6-მა ჩაანაცვლა: მოდელს აქვს 12-ბირთვიანი CPU, 12-ბირთვიანი GPU, 32 გბ-მდე ერთიანი მეხსიერება და ორჯერამდე უფრო სწრაფი SSD. უფრო მძლავრი მოდელი M5 Pro ჩიპითა და Thunderbolt 5 პორტებითაა აღჭურვილი. ორივე ვერსიას აქვს Wi-Fi 7-ის, Bluetooth 6-ისა და 2,5 გბიტ/წმ სიჩქარის Ethernet-ის მხარდაჭერა.

ღირს ახალი Mac mini-ის შეძენა?

დიახ, თუ გჭირდებათ ჩუმად მომუშავე დესკტოპ კომპიუტერი ვიდეომონტაჟისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის ან ლოკალურ AI მოდელებთან მუშაობისთვის. მახასიათებლებისა და ფასის თანაფარდობით, ეს Mac-ის ხაზში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული კომპიუტერია. M6 ვერსია კარგად უმკლავდება სახლისა და ოფისის ყოველდღიურ ამოცანებს, ხოლო M5 Pro უფრო მეტად შეეფერება 3D გრაფიკასთან მუშაობას, VFX-სა და სხვა რესურსტევად პროექტებს.

რომელი ჩიპით არის აღჭურვილი Mac mini?

საბაზისო ვერსია აღჭურვილია Apple M6 ჩიპით, რომელსაც 12-ბირთვიანი CPU და 12-ბირთვიანი GPU აქვს. თითოეულ გრაფიკულ ბირთვში AI ამოცანებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებელია ინტეგრირებული. უფრო მძლავრ მოდელს M5 Pro ჩიპი აქვს: სტანდარტულ კონფიგურაციაში – 15-ბირთვიანი CPU და 16-ბირთვიანი GPU, ხოლო მაქსიმალურ კონფიგურაციაში – 18-ბირთვიანი CPU და 20-ბირთვიანი GPU.

რა თქვეს Mac mini 2026-ის შესახებ Apple-ის პრეზენტაციაზე?

Mac mini-ისადმი მიძღვნილ პრესრელიზში Apple-მა განსაკუთრებული ყურადღება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს დაუთმო: AI ამოცანების დამუშავების სიჩქარე ოთხჯერამდე გაიზარდა, გრაფიკული სისტემისა და საცავის წარმადობა – ორჯერამდე, ხოლო CPU-ის წარმადობა M4 ჩიპზე დაფუძნებულ წინა თაობასთან შედარებით 40%-მდე გაუმჯობესდა. კომპანიამ ასევე აჩვენა რამდენიმე Mac mini-ის Thunderbolt 5-ის საშუალებით ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა დიდი ლოკალური AI მოდელების გასაშვებად.

რა განსხვავებაა Mac mini-სა და MacBook-ს შორის?

Mac mini 2026 დესკტოპ კომპიუტერია ეკრანისა და ბატარეის გარეშე – მას ცალკე მონიტორი, კლავიატურა და მაუსი უნდა დაუკავშიროთ. MacBook კი 13-, 14- ან 16-დიუმიანი ეკრანითა და ჩაშენებული ბატარეით აღჭურვილი ლეპტოპია, ამიტომ მისი გამოყენება ელექტროენერგიის წყაროსთან მუდმივი კავშირის გარეშეც შეიძლება. Mac mini ძირითადად ერთ ადგილას სამუშაოდ არის განკუთვნილი, ხოლო MacBook-ის მთავარი უპირატესობა მობილურობაა.

ვრცლად

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *