„რუხი“ iPhone ორიგინალი მოწყობილობაა, რომელიც საქართველოში Apple-ის ოფიციალური გაყიდვების არხების გვერდის ავლით არის შემოტანილი და ადგილობრივი ბაზრისთვის საჭირო სერტიფიცირება არ გაუვლია. ასეთი მოწყობილობის შეძენა შესაძლოა რისკიანი იყოს რეგიონული შეზღუდვებისა და საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებული შესაძლო სირთულეების გამო.

გარდა ამისა, არაოფიციალურ მაღაზიებში ახალი მოწყობილობის ნაცვლად შეიძლება ყალბი ან აღდგენილი მოდელი შემოგთავაზონ. ყველაზე უსაფრთხო არჩევანია iPhone-ის შეძენა ბრენდის ოფიციალურ პარტნიორთან. საქართველოში iSpace-ს Apple Premium Partner-ის ექსკლუზიური სტატუსი აქვს.

რა არის „რუხი“ iPhone და სად იმალება რისკი?

„რუხ“ iPhone-ს უწოდებენ ორიგინალ მოწყობილობას, რომელიც საქართველოში Apple-ის ოფიციალური გაყიდვების არხების გვერდის ავლით არის შემოტანილი. ასეთ მოწყობილობას ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად საჭირო სერტიფიცირება არ აქვს გავლილი და მას შეიძლება გარკვეული შეზღუდვები ჰქონდეს, მათ შორის, საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებული სირთულეები.

ოფიციალური iPhone თუ „რუხი“: რა განსხვავებაა და რამდენად განსხვავდება ფასი?

ოფიციალური და „რუხი“ მოწყობილობები ბრენდის ერთსა და იმავე ქარხნებში იწარმოება. განსხვავება ისაა, თუ რა გზით ხვდება მოწყობილობა მყიდველამდე. გარკვეულ დრომდე განსხვავება შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ: ტელეფონი მაღალი წარმადობით მუშაობს, ბატარეა მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს მუხტს, თუმცა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციები შესაძლოა შეზღუდული იყოს.

საჭირო სერტიფიკატების მისაღებად და მოწყობილობის ოფიციალურად გასაყიდად რეალიზატორმა სავალდებულო სარეგისტრაციო პროცედურები უნდა გაიაროს. ამიტომ „თეთრი“ მოწყობილობა ოდნავ ძვირი ღირს – მის ფასში შედის საბაჟო მოსაკრებლები და დღგ. განუბაჟებელი ტელეფონი თავდაპირველად უფრო იაფი შეიძლება ჩანდეს, თუმცა გაუთვალისწინებელი პრობლემის შემთხვევაში ეს პირობითი დანაზოგი შესაძლოა დიდ ხარჯად იქცეს. კითხვაზე, ღირს თუ არა „რუხი“ iPhone-ის ყიდვა, პასუხი ნათელია: არა.

არაოფიციალური გამყიდველისგან შეძენილი iPhone-ის ნაკლოვანებები

არასერტიფიცირებული iPhone-ის შეძენისას შესაძლოა ყალბ მოწყობილობას წააწყდეთ ან წყალში მოხვედრილი თუ დაზიანებული აპარატი მიიღოთ, რომელიც მესამე მხარის სახელოსნოშია აღდგენილი. ვიზუალურად ასეთი მოწყობილობა შეიძლება ორიგინალისგან ვერც გაარჩიოთ, თუმცა ყველა შესაძლო პრობლემის მოგვარება საბოლოოდ თავად მოგიწევთ. განუბაჟებელი iPhone-ები საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან შემოაქვთ. ამის გამო შეიძლება როგორც აპარატურული, ისე პროგრამული შეზღუდვები გაჩნდეს:

  • კონტინენტური ჩინეთისთვის განკუთვნილ ზოგიერთ მოდელს eSIM-ის მხარდაჭერა არ აქვს;
  • იაპონიიდან შემოტანილ მოწყობილობებზე კამერის ჩამკეტის ხმა მაშინაც ისმის, როდესაც მოწყობილობა უხმო რეჟიმშია;
  • ცალკეულ ევროპულ ვერსიებში სადენიანი ყურსასმენების ხმის დონე შეიძლება შეზღუდული იყოს.

არაოფიციალური მაღაზია ყოველთვის არ იცავს მომხმარებლის უფლებებს სრულად. ზოგჯერ კი საჩივრებსა და მოთხოვნებზე რეაგირებასაც თავს არიდებს. გარდა ამისა, 2025 წლის მარტიდან ყველა იმპორტიორი ვალდებულია, მოწყობილობის IMEI ერთიან ბაზაში დაარეგისტრიროს. თუ თქვენი მოწყობილობის IMEI ამ ბაზაში არ არის, ოპერატორის ქსელი მას დაბლოკავს – ვერ შეძლებთ დარეკვას და ინტერნეტთან დაკავშირებას.

რა ხდება გარანტიისა და შეკეთების შემთხვევაში?

„რუხი“ მოწყობილობის შეძენამ შესაძლოა საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებული სირთულეები გამოიწვიოს. ოფიციალურად Apple 12-თვიან გარანტიას იძლევა: ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში ავტორიზებულ სერვისცენტრში მოწყობილობას შეგიცვლიან ან Apple-ის სტანდარტების შესაბამისად შეაკეთებენ. თუმცა ზოგიერთ სერვისცენტრში შეიძლება მოქმედებდეს ადგილობრივი შეზღუდვები სხვა რეგიონში შეძენილი მოწყობილობების მომსახურებაზე.

რა თქმა უნდა, არაოფიციალურ გამყიდველებსაც შეუძლიათ მოწყობილობის შეკეთება. საუკეთესო შემთხვევაში მოწყობილობას საკუთარი ხარჯით შეაკეთებენ ან პირველადი შეძენის ქვეყანაში გაგზავნიან, რასაც დრო დასჭირდება. უარეს შემთხვევაში კი მოწყობილობას ჩვეულებრივ სახელოსნოში, საეჭვო ხარისხის სათადარიგო ნაწილებით შეაკეთებენ.

როგორ არ ვიყიდოთ „რუხი“ iPhone?

იმისთვის, რომ „რუხი“ მოწყობილობა არ შეგხვდეთ, iPhone თავიდანვე ოფიციალურ პარტნიორთან, მაგალითად, iSpace-ში, უნდა შეიძინოთ. ეს იმის გარანტიაა, რომ მიიღებთ ახალ და ორიგინალ მოწყობილობას, რომელიც საქართველოში გამოსაყენებლად არის სერტიფიცირებული. იმისთვის კი, რომ ყალბი მოწყობილობა არ შეგრჩეთ, iPhone შეძენამდე შეამოწმეთ. ამისთვის შვიდი ნაბიჯიც საკმარისია:

  1. დაათვალიერეთ ყუთი. მასზე უნდა იყოს სტიკერი ქართულ ენაზე, სადაც იმპორტიორისა და მისი საკონტაქტო მონაცემების შესახებ სრული ინფორმაცია იქნება მითითებული.
  2. შეამოწმეთ მოდელის ნომერი. გახსნის შემდეგ შედით პარამეტრებში და აირჩიეთ „ძირითადი“, შემდეგ – „ამ მოწყობილობის შესახებ“ და „მოდელის ნომერი“. თითოეულ რეგიონს თავისი კოდი აქვს – მაგალითად, iPhone 17 Pro Max-ის გლობალური ნომერია A3526.
  3. Apple-ის ვებსაიტზე შეამოწმეთ, გამოყენებული იყო თუ არა ტელეფონი მანამდე. სერიული ნომრის შეყვანის შემდეგ შეძლებთ ნახოთ შეძენის თარიღი, პირველი აქტივაციის ქვეყანა და გარანტიის სტატუსი.
  4. შეამოწმეთ, ხომ არ არის მოწყობილობა iCloud-სა და Activation Lock-ზე მიბმული. პირველადი დაყენების შემდეგ შედით „პარამეტრებში“ – ზედა ველი, სადაც Apple ID უნდა იყოს მითითებული, ცარიელი უნდა დარჩეს.
  5. შეამოწმეთ SIM, eSIM და FaceTime. SIM-ბარათის ჩადების შემდეგ შეამოწმეთ ქსელი და დარეკეთ. შედით ფიჭური კავშირის მენიუში, რათა დარწმუნდეთ, რომ eSIM ხელმისაწვდომია.
  6. ნახეთ, ხომ არ აქვს მოწყობილობას შეკეთებისა და აღდგენის ნიშნები. პარამეტრებში აირჩიეთ „ძირითადი“, შემდეგ – „ამ მოწყობილობის შესახებ“ და „დეტალებისა და სერვისული მომსახურების ისტორია“.
  7. შეამოწმეთ დოკუმენტები და საგარანტიო პირობები. ქვითარში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირის ყველა რეკვიზიტი, მოწყობილობის ზუსტი მოდელი და IMEI.

დიახ, ამას დრო დასჭირდება. სამაგიეროდ, დარწმუნებული იქნებით, რომ მოწყობილობა ორიგინალია.

ღირს თუ არა iPhone-ის საზღვარგარეთ შეძენა?

თუ მოწყობილობა თქვენი რეგიონისთვის არ არის განკუთვნილი, დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა გარანტიასა და სერვისულ მომსახურებასთან დაკავშირებული შეზღუდვები წარმოიშვას. ამასთან, არ უნდა დაგავიწყდეთ პროგრამული და აპარატურული შეზღუდვებიც.

ოფიციალური iPhone საუკეთესო არჩევანია

ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელთან შეძენა ყალბი მოწყობილობისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გზაა:

  • მოწყობილობებზე ვრცელდება Apple-ის გარანტია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს;
  • მოწყობილობები თავსებადია საქართველოს მობილური ოპერატორების სიხშირეებთან;
  • IMEI ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული;
  • ყველა ფუნქცია გამართულად მუშაობს.

აირჩიეთ ოფიციალური რეალიზატორები – საქართველოში iSpace Apple Premium Partner-ის სტატუსის მქონე ერთადერთი წარმომადგენელია. მაღაზიაში მიიღებთ ექსპერტების დახმარებას, რომლებიც სმარტფონის შერჩევასა და დაყენებაში დაგეხმარებიან. თუ პრობლემა გაჩნდება, iSupport-ის სერვისცენტრი მზად არის დაგეხმაროთ. ხოლო იმისთვის, რომ შეძენამ ბიუჯეტზე ზედმეტად არ იმოქმედოს, შეგიძლიათ ისარგებლოთ Trade In-ით, განვადებითა და კრედიტით.

FAQ

რა არის „რუხი“ iPhone მარტივი სიტყვებით?

„რუხი“ iPhone ორიგინალი მოწყობილობაა, რომელიც საქართველოში არაოფიციალური არხებით არის შემოტანილი. მას შეიძლება ჰქონდეს როგორც აპარატურული, ისე პროგრამული შეზღუდვები.

რა რეგიონული შეზღუდვები შეიძლება არსებობდეს?

ჰონკონგისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს eSIM-ის მხარდაჭერა არ აქვს. იაპონიისთვის განკუთვნილ მოდელებში კი კამერის ჩამკეტის ხმის გამორთვა შეუძლებელია მაშინაც კი, როდესაც მოწყობილობა უხმო რეჟიმშია.

შეიძლება თუ არა iPhone ოპერატორზე იყოს დაბლოკილი?

ასეთი შემთხვევა შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ტელეფონი მხოლოდ კონკრეტული ოპერატორის SIM-ბარათით იმუშავებს.

არის თუ არა გარანტია „რუხ“ iPhone-ზე საქართველოში?

მწარმოებლის გარანტია ორიგინალ მოწყობილობებზე ვრცელდება. თუმცა მომსახურების პირობები შეიძლება დამოკიდებული იყოს შეძენის რეგიონსა და კონკრეტული სერვისცენტრის პოლიტიკაზე.

რა რისკები ახლავს ყალბ ან აღდგენილ iPhone-ს?

ყალბ მოწყობილობას Apple-ის სმარტფონს ვერ ვუწოდებთ – მას ორიგინალთან მხოლოდ გარეგნული მსგავსება აქვს. აღდგენილ მოდელებში შეიძლება შეგხვდეთ უხარისხო კომპონენტები, ხოლო ზოგიერთი ფუნქცია გამართულად არ მუშაობდეს ან საერთოდ არ იყოს ხელმისაწვდომი, მაგალითად, Apple Pay ან FaceTime.

როგორ შევამოწმოთ სერიული ნომერი და გარანტიის მოქმედება?

სერიული ნომრის შესამოწმებლად შედით „პარამეტრებში“, შემდეგ აირჩიეთ „ძირითადი“ და „ამ მოწყობილობის შესახებ“. გარანტიის მოქმედების შესამოწმებლად გახსენით checkcoverage.apple.com და შეიყვანეთ სერიული ნომერი.

ასევე იხილეთ

MacBook არ ირთვება: ეტაპობრივი გზამკვლევი – რა უნდა გააკეთოთ

10 სასარგებლო Siri ბრძანება: რა უნდა უთხრათ iPhone-ს, რომ დრო დაზოგოთ

Apple Creator Studio: რას მოიცავს გამოწერა, რა ღირს და როგორ გავაფორმოთ?

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *