Mac Studio
პროდუქტის აღწერა
მახასიათებლები
- M5 ULTRA ჩიპი – გაუმკლავდი ყველაზე რთულ ამოცანებს გასაოცარი წარმადობის M5 Ultra ჩიპით, რომელიც აერთიანებს ორ M5 Max ჩიპს ერთში. მიიღე რევოლუციური სიმძლავრე ახალი თაობის ცენტრალური პროცესორის, მესამე თაობის სხივების მიკვლევის ფუნქციით აღჭურვილი უფრო მძლავრი გრაფიკული პროცესორის და თითოეულ ბირთვში ჩაშენებული Neural Accelerator-ების წყალობით. ჯგუფებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის მოდელების მომზადება, კოდირების პროგრამების განვითარება ან კომპიუტერული ჰიდროდინამიკის მოდელების გაშვება.
- მეხსიერება და საცავი—იდეალურია პროგრამისტებისთვის, მკვლევრებისა და კრეატიული პროფესიონალებისთვის. 512 გბ-მდე გაერთიანებული მეხსიერებით და 1.2 ტბ/წმ მეხსიერების გამტარუნარიანობით შეძლებ კიდევ უფრო სწრაფად იმუშაო მასიურ მონაცემებზე, რთულ 3D სცენებზე და გამოიყენო ინფერენცია ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესებში. 2x-მდე უფრო სწრაფი საცავი1 აჩქარებს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა დიდი მოცულობის ფაილების გადაგზავნა და დიდი პროექტების გახსნა.
- მძლავრი პლატფორმა AI-ისთვის—Apple-ის ჩიპი და ყველა ძირითადი კომპონენტი, რომელიც მის მუშაობას უზრუნველყოფს, შექმნილია ხელოვნური ინტელექტის ისეთი მაღალი დატვირთვის ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა მოწინავე კლასის დიდი ენობრივი მოდელების (LLM) პირდაპირ მოწყობილობაზე გამოყენება. Mac Studio-ს დახმარებით გუნდებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის დავალებები ლოკალურად შეასრულონ. ეს ზოგავს ტოკენების ბიუჯეტს, რომელიც შეიძლება გამოიყენონ პროექტებზე, რომლებიც საჭიროებს ღრუბლოვან მოდელებს.
- უსაფრთხოება ყოველ დეტალში — Apple-ის ჩიპი ეხმარება ყველაზე კონფიდენციალური ბიზნესმონაცენმების დაცვასაც კი, როგორიცაა IP და PII. ამგვარად, უსაფრთხოება მოწყობილობაზე შენარჩუნებულია. IT-სფეროში მომუშავე გუნდებისთვის მარტივია მოწყობილობების მართვა, რადგან ამ მოწყობილობებს თავიდანვე აქვთ მოწყობილობების მართვის საშუალებები.
- ძლიერი კავშირები—შექმენი კლასტერი, რათა გუნდებმა შეძლონ უახლესი თაობის AI მოდელების გამოყენება, ან დააკავშირე რვა გარე მონიტორი ექვსი Thunderbolt 5 პორტის და ულტრამაღალი სიჩქარის მონაცემთა გადაცემის საშუალებით. მას ასევე აქვს ორი USB-A პორტი, ერთი HDMI პორტი, SDXC ბარათის ჭრილი და ყურსასმენების პორტი. Apple-ის მიერ შექმნილი N1 უსადენო ჩიპი Wi-Fi 7-ისა 2 და Bluetooth 6-ისთვის.
- მინიმალურ ადგილს იკავებს მაგიდაზე — 19.7 სმ ზომის კვადრატული Mac Studio თითქმის ყველა მონიტორის ქვეშ ეტევა. ხოლო გაგრილების მოწინავე სისტემა საშუალებას აძლევს თანამშრომლებსა და მათ AI-აგენტებს სწრაფად შეასრულონ ინტენსიური დავალებები. Mac Studio მუშაობს ჩუმად და არასდროს უშლის ხელს მუშაობას.
- MACOS-ის სიმძლავრით— macOS-ი, მოწინავე ოპერაციული სისტემის წყალობით, აპლიკაციებს სწრაფად ამუშავებს. ყოველდღიურად უფრო მეტს გააკეთებ ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა window tiling, Sidecar და სხვა. ეს დაგეხმარება იყო უფრო შემოქმედებითი და პროდუქტიული.
- MAC + IPHONE— Mac-ი შეუფერხებლად მუშაობს Apple-ის სხვა მოწყობილობებთან. მარტივად გადაეცი ხელოვნური ინტელექტის ამოცანები iPhone-იდან Mac Studio-ზე, ასე შეძლებ იყო ერთნაირად პროდუქტიული, სადაც არ უნდა იყო.
სპეციფიკაციები
Other
System
Motion, display, and text settings
Personal Voice and Live Speech
Card Reader (SD)
Voice Control
VoiceOver
Zoom
Switch Control
Closed Captions
Live Captions
Thread networking technology
Processor
Memory
Storage
Video Output
Speaker
Networking Specifications
2.5 Gbps
5 Gbps
Gigabit Ethernet
Interface Provided
Software
Power
Miscellaneous
Mac Studio
Environment
Dimensions & Weight Device
Warranty
Logistic
Voice Assistant
რა არის ახალი Mac Studio-ში?
Mac Studio-ს უახლესი თაობები პროფესიული შესაძლებლობებით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს კომპიუტერულ სეგმენტში. ძირითადი მახასიათებლებია:
Max და Ultra სერიის ჩიპების ინტეგრაცია - მონაცემთა დამუშავება მნიშვნელოვნად სწრაფია წინა თაობებთან შედარებით.
მრავალმონიტორული მხარდაჭერა - შეგიძლიათ ერთდროულად რვამდე გარე მონიტორი დააკავშიროთ კომფორტული მუშაობისთვის.
განახლებული პორტები - Thunderbolt 5-ის საშუალებით შესაძლებელია მონაცემთა გადაცემა 120 გბიტ/წმ-მდე სიჩქარით.
შეგიძლიათ პროგრამული კოდი მარტივად დააკომპილიროთ და რთული ვიდეოების მონტაჟი ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
Mac Studio-ს ტექნიკური მახასიათებლები
აპარატული პლატფორმა ეფუძნება Apple Silicon-ის არქიტექტურას. ეს სისტემა CPU-ს, GPU-სა და მეხსიერებას ერთიან სივრცეში აერთიანებს, რაც რთული ამოცანების სწრაფ და ეფექტურ შესრულებას უზრუნველყოფს.
| პარამეტრები | Max მოდელი | Ultra მოდელი |
|---|---|---|
| ჩიპი | Apple M4 Max | Apple M3 Ultra |
| CPU | 14 ბირთვი | 28 ბირთვი |
| GPU | 32 ბირთვიდან | 60 ბირთვიდან |
| Neural Engine | 16 ბირთვი | 32 ბირთვი |
| გაერთიანებული მეხსიერება | 36-დან 128 გბ-მდე | 96-დან 256 გბ-მდე |
| SSD საცავი | 512 გბ-დან 8 ტბ-მდე | 1 ტბ-დან 16 ტბ-მდე |
მაქსიმალური დატვირთვის პირობებშიც კი მოწყობილობა თითქმის უხმოდ ფუნქციონირებს. კლასიკური ვერცხლისფერი კორპუსი ჰარმონიულად ერწყმის სამუშაო გარემოს და არ ტვირთავს ვიზუალურად.
სად შეგიძლიათ შეიძინოთ Mac Studio საქართველოში?
iSpace-ს საქართველოში Apple Premium Partner-ის ოფიციალური სტატუსი აქვს. გაყიდვაში წარმოდგენილია მხოლოდ მწარმოებლის ორიგინალური მოწყობილობები ოფიციალური გარანტიით. ფიზიკურ მაღაზიებში შეგიძლიათ მოწყობილობები პირადად გამოსცადოთ შეძენამდე. ასევე, შეგიძლიათ გაჯეტების შეძენა ონლაინ-მაღაზიაში. ხელმისაწვდომია Trade In პროგრამა და ლოიალობის პროგრამა.
ოფიციალური გარანტია Mac Studio-ზე
ყველა მოწყობილობაზე ვრცელდება მწარმოებლის 12-თვიანი გარანტია. ამ პერიოდის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც შეგიძლიათ მიმართოთ ავტორიზებულ სერვის ცენტრ iSupport-ში კვალიფიციური დახმარების მისაღებად.
ხშირად დასმული კითხვები
ვისთვის არის Mac Studio განკუთვნილი?
მოწყობილობა შექმნილია მუსიკალური პროდიუსერებისთვის, ვიდეომონტაჟის სპეციალისტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, დეველოპერებისთვის და 3D დიზაინერებისთვის. მისი მაღალი წარმადობის პლატფორმა უზრუნველყოფს სხვადასხვა სირთულის პროექტებზე მუშაობას შეფერხებების გარეშე.
რა შედის Mac Studio კომპლექტში?
ყუთში მოთავსებულია სისტემური ბლოკი და კვების კაბელი. კლავიატურა, ტრეკპედი, მაუსი და მონიტორი ცალკე იყიდება - მათი შეძენა შესაძლებელია iSpace-ში.
რა ღირს Mac Studio საქართველოში?
საბოლოო ფასი დამოკიდებულია საცავის მოცულობაზე, ოპერატიული მეხსიერების კონფიგურაციაზე და ჩიპის ტიპზე. ფასების შესახებ განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ispace.ge-ზე.
ფილიალიდან გატანა
მიუწვდომელია
მიწოდება












