-3% MacBook-ზე სტუდენტური ბარათის წარდგენის შემთხვევაში. მეტის ნახვა- -3% MacBook-ზე სტუდენტური ბარათის წარდგენის შემთხვევაში.
iPhone Air მხოლოდ 2 259 ლარიდან Trade In პროგრამით მეტის ნახვა- iPhone Air მხოლოდ 2 259 ლარიდან Trade In პროგრამით

B2B Key Account Manager

iSpace | ASBC Apple Premium Partner in Georgia ეძებს მოტივირებულ და ამბიციურ B2B Key Account Manager-ს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობების მართვასა და განვითარებაზე და მათთვის ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების შეთავაზებაზე.


Apple-თან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს ტექნოლოგიური ბრენდების მრავალფეროვან პორტფელს, მათ შორის Prestigio Solutions, WorkBooth, Logitech, Jabra, Dell, Lenovo, HP და Microsoft.


🚀 რას გააკეთებ


მართავ და განავითარებ ურთიერთობებს კორპორაციულ (B2B) კლიენტებთან და იზრუნებ გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე;

დაგეგმავ და გაუძღვები კლიენტებთან შეხვედრებს, სადაც წარადგენ ჩვენი პროდუქტების პორტფელს;

აქტიურად მოიძიებ ახალ ბიზნეს-შესაძლებლობებს ცივი და თბილი ზარების, პირდაპირი კომუნიკაციისა და სხვადასხვა პლატფორმაზე პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირების გზით;

გაყიდი და შესთავაზებ კლიენტებს მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ჩვენი მრავალბრენდიანი ტექნოლოგიური პორტფელის ფარგლებში;

შეიმუშავებ და განახორციელებ Key Account-ის მართვის გეგმებს, რათა უზრუნველყო კლიენტების კმაყოფილება და ბიზნესის ზრდა;

გააანალიზებ კლიენტების საჭიროებებსა და ბაზრის ტენდენციებს, რათა შეიმუშაო სტრატეგიული და საკონსულტაციო ტიპის გადაწყვეტილებები;

მჭიდროდ ითანამშრომლებ შიდა გუნდებთან (ტექნიკური, საცალო გაყიდვებისა და ოპერაციების მიმართულებები), რათა უზრუნველყო მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა;

სრულყოფილად და ზუსტად აღრიცხავ ინფორმაციას CRM სისტემაში, მათ შორის კლიენტებთან კომუნიკაციას, გაყიდვების პაიპლაინსა და შესრულების ძირითად მაჩვენებლებს;

მართავ გაყიდვების სრულ პროცესს — პირველადი კონტაქტიდან - წარმატებით დასრულებამდე.


🎯 რას ვეძებთ


• B2B/კორპორაციულ გაყიდვებში 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ტექნოლოგიების ან საცალო ვაჭრობის სფეროში);

• ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;

• ცივი და თბილი ზარების განხორციელებისა და ახალი კლიენტების მოზიდვის პროცესში მუშაობის გამოცდილება;

CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

• რამდენიმე პრიორიტეტის ეფექტურად მართვის უნარი;

• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.


💰 რას გთავაზობთ


• კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + შესრულებულ გეგმებზე დაფუძნებულ ბონუსს;

• მსოფლიოში აღიარებულ ტექნოლოგიურ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;

• კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;

• ჯანმრთელობის დაზღვევას;

• ლოიალურობის პროგრამა;

• დინამიკურ, ინოვაციურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს.

• სამუშაო Apple MacBook;


შერჩევის პროცესები:


• გაცნობითი ინტერვიუ HR რეკრუტერთან და გუნდის ხელმძღვანელთან;

• მოკლე საშინაო დავალება;

• საბოლოო ინტერვიუ კომპანიის ხელმძღვანელთან;


თუ მზად ხარ, იმუშაო საერთაშორისო გუნდთან და მონაწილეობა მიიღო ციფრული რითეილ ინდუსტრიის მომავლის შექმნაში — გამოგზავნე შენი განაცხადი ახლავე და შემოგვიერთდი ASBC-ში!