B2B გაყიდვების მენეჯერი
Ispace I ASBC Apple Premium Partner in Georgia ეძებს ენერგიულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ B2B Sales Manager-ს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი კორპორაციული ბიზნესის ზრდას.
ეს პოზიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველდღიური გაყიდვების პროცესების ეფექტურად განხორციელებასა და კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაში. პოზიცია იდეალურია ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს კლიენტებთან ურთიერთობა, კომფორტულად გრძნობს თავს დინამიკურ სამუშაო გარემოში და მოტივირებულია გაყიდვების შედეგების მისაღწევად.
ძირითადი მოვალეობები:
• B2B გაყიდვების მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულება პროდუქტებისა და სერვისების მიმართულებით;
• კორპორატიული კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა Apple-ის პროდუქტების, გადაწყვეტილებების, საგარანტიო პირობების, სარემონტო მომსახურებისა და მიწოდების შესახებ;
• შემომავალი კორპორაციული მოთხოვნების დამუშავება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, ჩატისა და CRM სისტემის საშუალებით;
• მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება (cross-selling და upselling);
• ახალი B2B კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორების პროაქტიული მოძიება, მოზიდვა და მათთან თანამშრომლობის დაწყება კორპორაციული გაყიდვების ზრდის ხელშეწყობის მიზნით;
• კლიენტებისთვის მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• შეკვეთების, წინასწარი შეკვეთებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება CRM სისტემაში;
• სალარო ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა და სალარო დისციპლინის მოთხოვნების დაცვა;
• მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა და პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებული საკითხების დროული გადაწყვეტა;
• შიდა გუნდებთან (Service, Logistics, KAM) თანამშრომლობა მომხმარებლისთვის მომსახურების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების ან შესაბამის კომერციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (B2B მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
• IT პროდუქტების კარგი ცოდნა; Apple-ის პროდუქტების შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
• Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
• ძლიერი კომუნიკაციის უნარები და ერთდროულად რამდენიმე კლიენტთან მუშაობის შესაძლებლობა;
• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1–B2 დონეზე.
ბენეფიტები:
• კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება და შესრულებაზე დაფუძნებული ბონუსის სისტემა;
• პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობები;
• საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო ამოცანები მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში;
• ჯანმრთელობის სრული დაზღვევა;
• დინამიკური და ინოვაციური სამუშაო გარემო საერთაშორისო კომპანიაში.
• ლოიალურობის პროგრამა;
• სამუშაო Apple MacBook;
შერჩევის პროცესები:
• გაცნობითი ინტერვიუ HR რეკრუტერთან და გუნდის ხელმძღვანელთან;
• საბოლოო ინტერვიუ კომპანიის ხელმძღვანელთან.
რეკომენდაციის შემოწმება:
საბოლოო გადაწყვეტილების ეტაპამდე ვახორციელებთ კანდიდატის შესახებ რეკომენდაციის შემოწმებას. კანდიდატს მოეთხოვება წინა ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდება.
თუ მზად ხარ, იმუშაო საერთაშორისო გუნდთან და მონაწილეობა მიიღო ციფრული რითეილის მომავლის შექმნაში — გამოგზავნე შენი განაცხადი ახლავე და შემოგვიერთდი ASBC-ში!
