მარკეტინგის მენეჯერი
ASBC Georgia | iSpace | Apple Premium Partner ეძებს Marketing Manager-ს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება iSpace-ისა და Apple-ის პროდუქტების პოპულარიზაციაზე, უნიკალური სერვისების წარდგენით და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომით.
ASBC წარმატებით ოპერირებს IT აღჭურვილობის ბაზარზე 25 წლის განმავლობაში, მართავს iSpace-ის საცალო მაღაზიათა ქსელს და წარმოადგენს Bang & Olufsen-ის ბრენდს. ჩვენ ვართ Apple-ის ერთადერთი ოფიციალური პრემიუმ პარტნიორები და ასევე ვთანამშრომლობთ ისეთ მსხვილ ტექნოლოგიურ ბრენდებთან, როგორებიცაა Logitech, Lenovo, Dell, HP, Microsoft და ა.შ.
რას გთავაზობთ:
• ოფიციალური დასაქმება და სოციალური ბენეფიტები: ჩვენ სრულად ვიცავთ შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
• საერთაშორისო გამოცდილება: სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და გუნდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა;
• სწავლა და განვითარება: ASBIS Academy-ის საშუალებით სასწავლო მასალებსა და კურსებზე წვდომა;
• Apple-ის მოწყობილობებით მუშაობა: სამუშაოსთვის უზრუნველგყოფთ თანამედროვე Apple-ის მოწყობილობებით;
• კარიერული ზრდა: პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობები როგორც კომპანიის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე;
• კომფორტული სამუშაო გარემო: ჩვენი კომპანია აფასებს თითოეულ თანამშრომელს და უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს სამუშაოსა და განვითარებისთვის.
• ლოიალურობის პროგრამა
• სამუშაო Apple MacBook
უფლება-მოვალეობები:
• მარკეტინგული გეგმებისა და ბიუჯეტების დაგეგმვა;
• ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება;
• პარტნიორებთან თანამშრომლობა და ერთობლივი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
• ბანკებთან და საგადახდო სისტემებთან თანამშრომლობა: კომუნიკაცია, მარკეტინგული თანამშრომლობების კოორდინაცია, კამპანიების/აქტივობების დაგეგმვა, მონიტორინგი, ეფექტიანობის შემდგომი ანალიზი და შესაბამისი მასალების, მათ შორის “სქრინშოტების”, მომზადება;
• ღონისძიებების, აქტივობებისა და მასტერკლასების ორგანიზება;
• ინფლუენსერებთან თანამშრომლობა;
• მაღაზიების პოპულარიზაცია და iSpace-ის მაღაზიებში მომხმარებელთა ზრდის ხელშეწყობა;
• განხორციელებული ყველა მარკეტინგული აქტივობისა და მათი გაყიდვებზე გავლენის ანალიზი;
• დიზაინერთან თანამშრომლობა (POSM, ბანერები);
• SMM-ის (სოციალური მედიის მარკეტინგის) მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება მარკეტინგის / PR-ის / რეკლამის მენეჯმენტის მიმართულებით;
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სრული ციკლის მარკეტერის პოზიციაზე;
• ძლიერი კომუნიკაციის უნარები (სოციალური მედიის ოპტიმიზაცია, ელ.ფოსტის მარკეტინგი, გამომწერთა ბაზის მართვა);
• საკომუნიკაციო არხების მართვის გამოცდილება (კონტენტ მარკეტინგი);
• ანალიტიკურ და ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ვებ-ანალიტიკა, ელ.ფოსტის მარკეტინგი, სოციალური მედია);
• ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა.
📌 მნიშვნელოვანი შენიშვნა:
ვინაიდან ეს არის საერთაშორისო პოზიცია, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი CV/რეზიუმე აუცილებლად ინგლისურ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი.
შერჩევის პროცესი:
• გაცნობითი ინტერვიუ HR რეკრუტერთან და გუნდის ხელმძღვანელთან;
• საბოლოო ინტერვიუ კომპანიის ხელმძღვანელთან.
რეკომენდაციის შემოწმება:
საბოლოო ეტაპამდე ვახორციელებთ კანდიდატის შესახებ რეკომენდაციის შემოწმებას. კანდიდატს მოეთხოვება წინა ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდება.
თუ მზად ხარ, იმუშაო საერთაშორისო გუნდთან და მონაწილეობა მიიღო ციფრული რითეილის მომავლის შექმნაში — გამოგზავნე შენი განაცხადი ახლავე და შემოგვიერთდი ASBC-ში!
