iSpace | საცალო გაყიდვების კონსულტანტი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის! 🚀
iSpace – Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან.
დღეს iSpace საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.
რას გთავაზობთ?
✓ დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში
✓ Apple-ის ოფიციალურ სასწავლო პლატფორმაზე სწავლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას
✓ ჯანმრთელობის დაზღვევას
✓ ჯანსაღ სამუშაო გარემოს
✓ მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
✓ კონკურენტულ ანაზღაურებასა და მაღალ საბონუსე სისტემას:
• ფიქსირებული ანაზღაურება: 950 ლარიდან
• ბონუსის მიღება შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის (6 თვე) განმავლობაშიც, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად
• საშუალო თვიური ბონუსი: 1,800–2,000 ლარი (შედეგების მიხედვით)
✓ კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
შენი ძირითადი პასუხისმგებლობები:
• მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა
• Apple-ის პროდუქციისა და სერვისების პროფესიონალური კონსულტაცია
• პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად
• გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულება
ვის ვეძებთ?
• გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გაყიდვები
• ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე
• გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები
• ხარ მოტივირებული, სწრაფად სწავლობ და გსურს პროფესიული განვითარება
სამუშაო პირობები
• სრული განაკვეთი
• კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი)
• კვირაში 2 დასვენების დღე
• 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
თუ გინდა, იმუშაო Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან, განვითარდე საერთაშორისო გარემოში და მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.
შენი კარიერა იწყება iSpace-ში! 🍏
თუ მზად ხარ, იმუშაო საერთაშორისო გუნდთან და მონაწილეობა მიიღო ციფრული რითეილ ინდუსტრიის მომავლის შექმნაში — გამოგზავნე შენი განაცხადი ახლავე და შემოგვიერთდი ASBC-ში!
