iSupport | Apple Authorised Service Provider აცხადებს სერვისის კონსულტანტის ვაკანსიას
თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებაში, ეს პოზიცია შენთვისაა!
ჩვენ გთავაზობთ:
• დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში
• მუშაობას Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან
• წვდომას Apple-ის უნიკალურ სასწავლო პლატფორმასთან
• თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
• კარიერული ზრდის შესაძლებლობას
• ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს
ძირითადი მოვალეობები:
• მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა
• დეფექტური პროდუქტების მიღება და სერვისის პროცესის მართვა
• მომხმარებლებისთვის პროდუქტის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევა
• სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გაყიდვა
• პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
• კოორდინაცია ტექნიკურ დეპარტამენტებთან
• მუშაობა Apple-ის და 1C სისტემებში
მოთხოვნები:
• სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით
• ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი
• ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე)
💰 კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა
• ფიქსირებული ანაზღაურება: 1,351 ლარიდან
• გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
• ბონუსის მიღების შესაძლებლობა შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც — ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად
• გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ: ფიქსირებული ანაზღაურება იზრდება 1,615 ლარამდე და დამატებით აქტიურდება საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია სერვისების გაყიდვების შედეგებზე.
🚀 კარიერული განვითარება და დამატებითი ბენეფიტები
• კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები
• თანამშრომელთა ლოიალურობის პროგრამა
• სამუშაოდ საჭირო MacBook.
თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.
შენი კარიერა იწყება აქ! 🚀
