iSupport - ტექნიკური ინჟინერი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!
iSupport – Apple Authorised Service Provider საქართველოში, ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს გუნდში გასაწევრიანებლად და Apple-ის ტექნოლოგიებთან სამუშაოდ.
ჩვენ გთავაზობთ:
• დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში
• მუშაობას Apple-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში
• წვდომას Apple-ის ოფიციალურ სასწავლო და განვითარების რესურსებზე
• თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
• კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი მოვალეობები:
• შემოსული მოწყობილობების ტექნიკური სერვისის უზრუნველყოფა Apple-ის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
• შემოსული და გასული მოწყობილობების აღრიცხვა, კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი
• სერვისის ვადების კონტროლი და დადგენილი ვადების დაცვა
• IT სერვისების განვითარების და დანერგვის პროცესში მონაწილეობა
ვის ვეძებთ:
• სერვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
• ტექნიკური განათლება; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
• Apple-ის ტექნიკის შეკეთების გამოცდილება სასურველია
• აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე
ანაზღაურება და ბენეფიტები:
• ფიქსირებული ანაზღაურება: 1,900 ლარი (Gross)
• გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
• გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ ხელფასის ზრდის შესაძლებლობა
• გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც ბონუსის მიღების შესაძლებლობა, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულებული არასაგარანტიო მომსახურებების შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი:
მცოცავი გრაფიკი:
• 10:00–19:00
• 12:00–21:00
კვირაში 2 დასვენების დღე
ლოკაცია:
თბილისი
რატომ უნდა აირჩიო iSupport?
iSupport-ში გეძლევა რეალური შესაძლებლობა, განავითარო შენი კარიერა და პროფესიული უნარები ტექნოლოგიურ სფეროში.
იმუშავებ გამოცდილ გუნდთან და მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას Apple-ის ტექნოლოგიებთან, ავტორიზებულ სერვის გარემოში.
თუ მზად ხარ, განავითარო შენი პროფესიული უნარები და გახდე iSupport-ის სერვისის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV!
