შეიძინე iPhone 18 Pro თვეში 233 ₾-დან Trade In-ით მეტის ნახვა- შეიძინე iPhone 18 Pro თვეში 233 ₾-დან Trade In-ით
iPhone Air მხოლოდ 2 259 ლარიდან Trade In პროგრამით მეტის ნახვა- iPhone Air მხოლოდ 2 259 ლარიდან Trade In პროგრამით

B2C E-commerce Sales Manager

ASBC Georgia | iSpace | Apple Premium Partner ეძებს შედეგზე ორიენტირებულ და მოტივირებულ B2C ელექტრონული კომერციის გაყიდვების მენეჯერს!


თუ გსურს, შეუერთდე საერთაშორისო გუნდს, რომელიც Apple-ის ოფიციალურ Premium Partner-ს წარმოადგენს, მართო და განავითარო წამყვანი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა და შექმნა წარმატებული კარიერა — მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!


ძირითადი მოვალეობები


ელექტრონული კომერციის პლატფორმის გაყიდვების შედეგების, ზრდისა და საერთო სტრატეგიის მართვა, დასახული მომგებიანობის მიზნების მისაღწევად.

მომხმარებლებთან ციფრულ კომუნიკაციაში პირველი საკონტაქტო პირის როლის შესრულება — მაღალი ხარისხის პირველადი მხარდაჭერის უზრუნველყოფა სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე შემოსული ჩატების მართვისა და ცხელი ხაზის ზარებზე პასუხის გაცემის გზით.

მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა — შეკითხვებზე დროული რეაგირება, პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა და მომხმარებლებთან ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ონლაინ სარეკლამო და საპრომოციო კამპანიების მართვა და ოპტიმიზაცია.

მომხმარებელთა შესყიდვის ტენდენციებისა და ქცევის ანალიზი პროდუქციის ასორტიმენტის შერჩევის მხარდასაჭერად და ბაზარზე არსებული შესაძლებლობების/დეფიციტური მიმართულებების გამოსავლენად.

მომხმარებელთა მოზიდვის ზრდა და მომგებიანობის გაუმჯობესება ონლაინ გაყიდვების არხების ეფექტიანი გამოყენების გზით.

მჭიდრო თანამშრომლობა მოთხოვნის დაგეგმვის გუნდთან, შეკვეთების შეუფერხებელი და ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება


• ელექტრონული კომერციის ან ციფრული გაყიდვების მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

• ელექტრონული კომერციის სისტემებისა და ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი ცოდნა;

• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და სწრაფ, დინამიკურ გარემოში რამდენიმე, ერთმანეთის კონკურენტული პრიორიტეტის ერთდროულად მართვის დადასტურებული გამოცდილება;

• დეტალებზე მაღალი ყურადღება, ძლიერი სტრატეგიული აზროვნება და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;

MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;

• წერითი და ზეპირი კომუნიკაციის, ინტერპერსონალური ურთიერთობისა და პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარები;

• მაღალი თვითმოტივაცია, გუნდური მუშაობის უნარი, ადაპტირებადობა და კრიტიკული აზროვნების უნარი.


ენობრივი მოთხოვნები


• ქართული — C2 დონე

• ინგლისური — B2 დონე


რას გთავაზობთ


სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე), მუშაობა 2 ცვლაში:

I ცვლა: 10:00 – 19:00

II ცვლა: 13:00 – 22:00

ანაზღაურება: 1739 ლარი (დარიცხული) + სამუშაოს ხარისხის ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია KPI-ით განსაზღვრული ამოცანების წარმატებით შესრულებაზე;

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მოქნილი და მეგობრული სამუშაო გარემო და პროფესიული და პიროვნული განვითარების მკაფიო შესაძლებლობები საერთაშორისო კომპანიაში.


შერჩევის პროცესი


• გაცნობითი გასაუბრება HR რეკრუტერთან და გუნდის ხელმძღვანელთან;

• საბოლოო გასაუბრება გენერალურ მენეჯერთან.


რეკომენდაციის შემოწმება (Reference Check)


ოფერის ეტაპამდე ვატარებთ კანდიდატის რეკომენდაციის შემოწმებას. კანდიდატს მოეთხოვება წინა უშუალო ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდება.


თუ მზად ხარ, იმუშაო საერთაშორისო გუნდთან და მონაწილეობა მიიღო ციფრული საცალო ვაჭრობის განვითარებაში — გამოაგზავნე განაცხადი ახლავე და შემოუერთდი ASBC-ის გუნდს!