9 სექტემბერს Apple-მა ტრადიციული შემოდგომის პრეზენტაცია გამართა და თავისი მოწყობილობების ახალი თაობა წარადგინა. ღონისძიების მთავარი სიახლე პირველი დასაკეცი iPhone Duo იყო, რომლის გარე ეკრანის დიაგონალი 5,4 დიუმია, ხოლო შიდა ეკრანის – 7,6 დიუმი. ფლაგმანური iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max A20 Pro ჩიპით მუშაობენ და აღჭურვილნი არიან მექანიკური დიაფრაგმის მქონე კამერებითა და განახლებული გაგრილების სისტემით.

სიახლეები შეეხო ჭკვიანი საათების ხაზსაც. Series 12 და Ultra 4 მოდელებმა განახლებული Health Sensing System მიიღეს. გარდა ამისა, მათ დაემატა Readiness მაჩვენებელი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად აღდგენილია ორგანიზმი და მზად არის თუ არა ფიზიკური დატვირთვისთვის. უსადენო AirPods 5 ხმაურს კიდევ უფრო ეფექტურად ახშობს – წინა თაობასთან შედარებით 50%-ით უკეთ.

როგორ ჩაიარა Apple-ის 2026 წლის პრეზენტაციამ და რა წარადგინა კომპანიამ?

შემოდგომის პრეზენტაციას Surprise and Shine ეწოდა. ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელსაც ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ ტერნუსი, ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 1 სექტემბერს დაიკავა. Apple-მა პრეზენტაციაზე წარადგინა:

  • ფლაგმანური iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max;
  • პირველი დასაკეცი სმარტფონი iPhone Duo;
  • ჭკვიანი საათები Apple Watch Series 12 და Apple Watch Ultra 4;
  • უსადენო ყურსასმენები AirPods 5;
  • ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის მონიტორინგის ახალი ფუნქციები.

პრეზენტაციის მსვლელობისას კომპანიამ მოწყობილობების ტექნიკურ მახასიათებლებზე ისაუბრა და ასევე აჩვენა, როგორ მუშაობს განახლებული ოპერაციული სისტემები, რომლებიც ჯერ კიდევ ზაფხულში, WWDC 2026-ზე წარადგინეს. 14 სექტემბრიდან ოპერაციული სისტემების ოფიციალური ვერსიების მოწყობილობებზე ჩამოტვირთვაც შესაძლებელია.

რა მოწყობილობები წარადგინა Apple-მა 9 სექტემბერს?

Apple-მა ერთდროულად რამდენიმე პროდუქტის ხაზი განაახლა, რამაც თემატურ ონლაინსაზოგადოებებსა და სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვა გამოიწვია.

მოწყობილობის ტიპიმოდელის დასახელებაძირითადი ცვლილებები
iPhoneiPhone 18 Pro6,3-დიუმიანი ეკრანიA20 Pro ჩიპი 6-ბირთვიანი CPU-ით და 7-ბირთვიანი GPU-ითგაუმჯობესებული გაგრილების სისტემაუფრო მცირე Dynamic Island და ერთდროულად სამამდე Live Activitiesვიდეოს დაკვრისას სმარტფონი 36 საათამდე მუშაობსPro Fusion სისტემა სამ 48 მპ კამერას მოიცავს, მთავარ კამერას კი მექანიკური დიაფრაგმა აქვს – შედეგად, გადაღების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა
iPhoneiPhone 18 Pro Max6,9-დიუმიანი ეკრანიძირითადი მახასიათებლები და ფუნქციები იგივეა, რაც iPhone 18 Pro-შივიდეოს დაკვრის რეჟიმში ერთი დამუხტვით 45 საათამდე მუშაობს
iPhoneiPhone Duoპირველი დასაკეცი iPhoneდაკეცილ მდგომარეობაში – 5,4-დიუმიანი ეკრანიგაშლილ მდგომარეობაში – 7,6-დიუმიანი ეკრანიმოწყობილობა აღჭურვილია A20 Pro ჩიპით, ორმაგი ბატარეითა და ახალი გაგრილების სისტემითFace ID-ის ნაცვლად გამოიყენება Touch ID, რომელიც მოწყობილობის მარჯვენა გვერდზეა განთავსებულიშიდა ეკრანზე ვიდეოს ყურებისას ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა 31 საათამდეა, ხოლო გარე ეკრანზე – 44 საათამდე
Apple WatchApple Watch Series 12მიიღო S11 ჩიპი და განახლებული Health Sensing SystemAudio Intelligence გარემოში არსებულ ხმებს ამოიცნობსReadiness ორგანიზმის ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნის შეფასებაში გეხმარებათპულსი ყოველ ხუთ წამში იზომება, ხოლო HRV-ის ანალიზი გაუმჯობესებულიახელმისაწვდომია ალუმინის, ტიტანისა და კერამიკის კორპუსებიერთი დამუხტვით 24 საათამდე მუშაობს
Apple WatchApple Watch Ultra 4იყენებს იმავე ჩიპსა და ჯანმრთელობის მონიტორინგის ძირითად ფუნქციებს, რაც Series 12-ს აქვსდამატებით გთავაზობთ ტემპის, კადენსისა და სავარჯიშო დატვირთვის უფრო დეტალურ მაჩვენებლებსმუშაობის ხანგრძლივობა 50 საათამდე გაიზარდა
AirPodsAirPods 5საბაზისო ვერსია ANC-ის ჩართულ რეჟიმში 4 საათამდე მუშაობს, დამტენ ქეისთან ერთად კი – 20 საათამდეუფრო მოწინავე ვერსია შესაბამისად 5 და 22 საათამდე მუშაობს და ქეისის უსადენო დამუხტვას უჭერს მხარსამ ვერსიაში დაკვრის მართვა ყურსასმენის ღეროზე თითის გასმით არის შესაძლებელიორივე მოდელში ხმაურის ჩახშობა AirPods 4 with ANC-სთან შედარებით 50%-მდე უფრო ეფექტურიაორივე მოდელი მხარს უჭერს Siri AI-სა და თანამოსაუბრის მეტყველების რეალურ დროში თარგმნის ფუნქციას

გაფართოვდა მოწყობილობების ფერების არჩევანიც. iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max ახალ Burgundy და Glacier ფერებშია ხელმისაწვდომი, ხოლო დასაკეცი iPhone Duo – Star White და Night Sky ფერებში. Apple Watch Series 12-ისთვის დამატებით ხელმისაწვდომია Pearl White და Night Blue ფერის კერამიკული კორპუსები.

Apple Intelligence და Apple-ის ეკოსისტემის ახალი შესაძლებლობები

Apple-ის 2026 წლის პრეზენტაციის დასაწყისი ხელოვნურ ინტელექტს დაეთმო. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა Siri AI, რომელიც პერსონალურ კონტექსტს ითვალისწინებს და ეკრანზე მიმდინარე პროცესების ამოცნობაც შეუძლია. მაგალითად, თუ ელფოსტით კონცერტის ბილეთს მიიღებთ, Siri AI მას ამოიცნობს და კალენდარში შესაბამისი ღონისძიების დამატებას შემოგთავაზებთ. თავდაპირველად AI ფუნქციები ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ენების ჩამონათვალის გაფართოება უკვე იგეგმება, თუმცა ქართული მათ შორის ჯერჯერობით არ დასახელებულა.

AirPods-ის გამოყენებისას Siri AI-სთან ურთიერთქმედება ხელების გამოყენების გარეშეც იქნება შესაძლებელი – მხოლოდ თავის მოძრაობებით. ყურსასმენებში შენარჩუნებულია Live Translation ფუნქციაც, რომელიც გასულ წელს გამოჩნდა. საჭირო ენების დაყენების შემდეგ AirPods თანამოსაუბრის ნათქვამს რეალურ დროში თარგმნის და თარგმანს დაუყოვნებლივ გააჟღერებს.

„ჯანმრთელობა“ აპლიკაცია მთლიანად განახლდება, თუმცა მისი ახალი ვერსია ოპერაციული სისტემის განახლებიდან ცოტა მოგვიანებით გამოვა. ხელოვნური ინტელექტი ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებელს გააანალიზებს და მათ შესახებ მონაცემებს ერთიანად შეაჯამებს, რაც ფიზიკური მდგომარეობის მონიტორინგს გაამარტივებს. აპლიკაციას რამდენიმე ახალი ჩანართიც დაემატება:

  • Insights – ძილის რეჟიმის, გულის მუშაობის, ფიზიკური აქტივობისა და დატვირთვისთვის მზადყოფნის მონაცემების სანახავად;
  • For You – პერსონალიზებული რეკომენდაციებისთვის, მაგალითად, კვებასა და ძილთან დაკავშირებით;
  • Longevity – ჯანმრთელობის მაჩვენებლების გრძელვადიან დინამიკაზე დასაკვირვებლად;
  • Health Age – ფიზიოლოგიური მაჩვენებლების ქრონოლოგიურ ასაკთან შესადარებლად, თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით.

ჭკვიან საათებს ახალი ფუნქცია – Audio Intelligence – დაემატა. მისი მეშვეობით მოწყობილობა გარემოში არსებულ ხმებს ამოიცნობს და საფრთხის შემთხვევაში შეტყობინებით გაგაფრთხილებთ. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია სმენის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის. თუმცა ფუნქცია სხვა შემთხვევებშიც სასარგებლოა – მაგალითად, თუ ყურსასმენები გიკეთიათ და განგაშის სიგნალი ან კარზე ზარი არ გესმით.

Live Rewind ეკრანზე ბოლო 15 წამში ნათქვამ ტექსტს აჩვენებს, რათა წაიკითხოთ ის, რაც ვერ გაიგონეთ. Siri Recap კი საუბრის მოკლე შეჯამებას ამზადებს და ჩანაწერებში ინახავს. მაგალითად, ეს ფუნქცია შეგიძლიათ სამუშაო შეხვედრის დროს ჩართოთ, რათა მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგრჩეთ.

როდის გამოვა Apple-ის ახალი მოწყობილობები გაყიდვაში?

iPhone 18 Pro გაყიდვაში 25 სექტემბრიდან გამოვა. დანარჩენი ახალი მოწყობილობების გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღები გამოქვეყნებულია ispace.ge-ზე. თუმცა, როგორც Apple-მა პრეზენტაციაზე დააზუსტა, iPhone Duo გაყიდვაში სხვა მოწყობილობებზე მოგვიანებით გამოვა. თვალი ადევნეთ iSpace-ის სიახლეებს ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში – იქ გამოქვეყნდება ინფორმაცია წინასწარი შეკვეთებისა და გაყიდვების დაწყების შესახებ.

ახალი მოწყობილობების შეძენა შეგიძლიათ iSpace-ში, რომელიც Apple Premium Partner-ია. ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ Apple-ის ორიგინალურ ტექნიკას, გარანტიითა და ავტორიზებულ სერვისცენტრში მომსახურებით. შეძენისას ხელმისაწვდომია განვადება, კრედიტი და Trade In.

მოწყობილობის შეკვეთა შეგიძლიათ ონლაინ, საქართველოს მასშტაბით მიწოდებით, ან iSpace-ის მაღაზიიდან თავად გაიტანოთ. ქსელის მაღაზიები თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. თუ მოწყობილობის შერჩევაში ან შეძენის შემდეგ მის დაყენებასა და გამართვაში დახმარება დაგჭირდებათ, iSpace-ის ექსპერტები სიამოვნებით დაგეხმარებიან.

ნახეთ მოკლე ვიდეო და გაიგეთ, როგორ ჩაიარა Apple-ის პრეზენტაციამ iSpace-თან ერთად. თუ გსურთ, მომავალშიც არ გამოგრჩეთ მსგავსი ღონისძიებები, შეუერთდით iSpace Community-ს.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი მოწყობილობები წარადგინა Apple-მა სექტემბერში?

2026 წლის 9 სექტემბერს Apple-მა წარადგინა iPhone 18 Pro, iPhone 18 Pro Max, დასაკეცი iPhone Duo, Apple Watch Series 12, Apple Watch Ultra 4 და AirPods 5. განახლებები შეეხო წარმადობას, ავტონომიურ მუშაობას, კონტენტის შექმნის შესაძლებლობებსა და ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციებს.

როდის გაიმართა Apple-ის ყოველწლიური პრეზენტაცია?

Apple-ის 2026 წლის მასშტაბური პრეზენტაცია 9 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიება Apple Park-იდან ონლაინ გადაიცემოდა და მას მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს.

როდის იქნება შესაძლებელი Apple-ის ახალი მოდელების შეძენა?

ზუსტი თარიღები გამოქვეყნებულია iSpace-ის ვებსაიტზე. საქართველოში წინასწარი შეკვეთებისა და გაყიდვების დაწყების შესახებ ინფორმაცია iSpace-ის ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში გამოჩნდება.

როგორ ჩაიარა Apple-ის კონფერენციამ?

Apple-ის 2026 წლის კონფერენციის მთავარი შედეგები ასეთია: განახლდა სმარტფონების, საათებისა და ყურსასმენების ხაზები, ასევე წარადგინეს სრულიად ახალი მოწყობილობა – დასაკეცი iPhone Duo. ამჯერად Apple-ის მთავარი მიმართულებები ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციები და ხელოვნური ინტელექტი იყო.

ასევე იხილეთ:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *