ნეიროქსელების განვითარებამ Apple-ის მომხმარებლებს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია შემოგვთავაზა. iOS ერთ წამში ამოიცნობს თქვენს ფოტოში არსებულ ობიექტებს და გამოყოფს მათ ფონიდან. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია გალერეაში არსებულ თითქმის ნებისმიერ ფოტოზე(არა მხოლოდ პორტრეტის რეჟიმში გადაღებული).

ფოტოდან ობიექტის დასაკოპირებლად:

  • გახსენით თქვენი გალერეა და იპოვეთ სასურველი სურათი;
  • ხანგრძლივად შეეხეთ ფოტოზე არსებულ ობიექტს;
  • შესაბამისი ანიმაციის შემდეგ ობიექტი გამოიყოფა ფონიდან;
  • შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “Copy”, გადადით სასურველ აპლიკაციაში და ჩასვით ობიექტი. ალტერნატიულად, უბრალოდ გადაათრიეთ გახსნილ აპლიკაციაში.

! დაკოპირებულ ფაილით შესაძლებელია ისეთი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა: გაზიარება ნებისმიერი მესინჯერის საშუალებით, შეინახვა, დაპრინტვა, კონტაქტზე მიმაგრება, შეტყობინებაზე დართვა და გაგზავნა.

! ასევე შესაძლებელია ერთ Apple მოწყობილობაზე დაკოპირებული ობიექტის სხვა მოწყობილობაზე გამოყენება.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *