Apple-მა დეველოპერებისთვის iOS 16.2 და iPadOS 16.2-ის პირველი ბეტა ჩაუშვა, რაც კიდევ უფრო მეტ საინტერესო ფუნქციას გვთავაზობს. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ ყველა ცვლილებას, რომელიც iOS 16.2 და iPadOS 16.2 პირველ ბეტა ვერსიაში გვხვდება.
Freeform აპლიკაცია
Apple-ის ახალი cross-platform Freeform აპლიკაციის დებიუტი iOS 16.2, iPadOS 16.2 და macOS Ventura 13.1-ში შედგა. კოლაბორაციისთვის შექმნილი Freeform აპლიკაციის გამოყენება შეიძლება როგორც ჩანაწერების და ჩანახატების შესაქმნელად, ისე ბმულების შესანახად და სხვა.
Freeform დოკუმენტში მუშაობა რამდენიმე ადამიანს ერთდროულად შეუძლია, ხოლო განახლებები ყველა მონაწილისთვის რეალურ დროში სინქრონიზდება.
Apple-ის თქმით, Freeform-ის გამოყენება შეიძლება პროექტების ესკიზების, მუდბორდების დიზაინის და იდეების შემუშავებისთვის.
Stage Manager External Display Support
iPadOS 16.2-ში, Stage Manager-ის გამოყენება M1 და M2 iPad-ებზე ისევ შესაძლებელია. ეს არის ფუნქცია, რომელიც Apple-მა iPadOS 16-ის პირველი ვერსიიდან ამოიღო. ამის მიზეზი კი Stage Manager A12X და A12Z iPad Pro მოდელებზე გაზრდა იყო.
Stage Manager-ის დამატებითი ეკრანის ფუნქცია გვთავაზობს რვა აპლიკაციიაში ერთდროულად მუშაობას(4-ს მაგივრად). ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ M1 და M2 iPad-ზე.
Home აპლიკაციის ახალი არქიტექტურა
HomePod 16.2 პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, iOS 16.2, iPadOS 16.2 და macOS Ventura 13.1 ამატებს მხარდაჭერას განახლებული Home აპის არქიტექტურისთვის, რომელიც მოდის Matter smart home standart-ის შემდეგ.
Apple-ის თქმით ახალი Home აპლიკაციის არქიტექტურა უფრო სწრაფ და საიმედო გამოცდილებას შემოგვთავაზებას. აპლიკაცია აღჭურვილია ბევრი ჭკვიანი აქსესუარით, თუმცა მოითხოვს, რომ თითეული დაკავშირებული მოწყობილობა იყენებდეს iOS 16.2, iPadOS 16.2, macOS Ventura 13.1, tvOS 16.2 და watchOS 9.2 ბეტა, HomePod 16.2 ბეტა ვერსიებს.
გაფართოებული 120Hz ProMotion მხარდაჭერა
Apple-ის თქმით ProMotion მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე, SwiftUI ანიმირებული ლეიაუთის ცვლილებები მხარს დაუჭერს 120Hz-ს.
პროგრამული განახლებები
Apple-მა მცირე შესწორება შეიტანა Settings აპის General > Software Updates განყოფილებაში. დაინსტალირებული პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის ტექსტი ახლა უფრო მკვეთრია.
Lock Screen ამატებს Sleep ვიჯეტს
iOS 16.2 ამატებს Sleep ვიჯეტს Lock Screen-ზე, რომელიც ამოღებულია Health აპში შენახული და Apple Watch-ის ან Sleep Tracking-ის მონაცემებიდან.
მცირე ზომის ერთტაბიანი ვიჯეტი აჩვენებს ძილში გატარებულ დროს, ხოლო 2 მრავალტაბიანი ვიჯეტი გვაჩვენებს ძილის ხარისხის დიაგრამას, ან უფრო დიდ ვიჯეტს, რომელიც აჩვენებს დროს ძილში გატარებულ დროს ვიზუალურ გაფორმებასთან ერთად.
ვიჯეტზე დაჭერით იხსნება ჯანმრთელობის აპის ძილის განყოფილება.
TV აპის Live სპორტული შედეგები
iOS 16.2 ბეტა აბრუნებს iPhone-ის Live Activities ინტეგრაციას შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ჩაშენებული სატელევიზიო აპისთვის. თამაშების შედეგების თვალყურის დევნება შესაძლებელია რეალურ დროში Lock Screen-ზე ან/და iPhone 14 Pro მოდელების დინამიურ კუნძულზე.
ასევე გაეცანით:
- iOS16: განახლებული სისტემა და ფუნქციონალი.
- iOS16: როგორ გამოვიყენოთ Live Text ფუნქცია ვიდეოში?
- iOS16: Lock Screen პერსონალიზაცია, ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- iOS16: როგორ შევქმნათ საერთო iCloud ფოტო ბიბლიოთეკა?
- iOS16: როგორ გამოვიყენოთ Live Text ფუნქცია ვიდეოში?
- iOS16: როგორ შევქმნათ და დავარედაქტიროთ Siri-ს მალსახმობები?
- iOS16: როგორ დავაკოპიროთ ობიექტი ფოტოდან?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.