macOS Dock არის სივრცე, სადაც შეგვიძლია ყველაზე ხშირად გამოყენებული აპლიკაციების შენახვა და მათი მარტივად ჩართვა. როგორც წესი, Dock თქვენი ქვედა ნაწილშია განთავსებული.

თუმცა Dock-ის გადაადგილება სურვილისამებრაც შეიძლება – მიამაგრეთ ზემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ ან სულაც გამორთეთ.

როგორ შევცვალოთ Dock-ის ზომა და პოზიცია macOS-ში?

  • გახსენით Apple Menu-ზე;
  • აირჩიეთ  System Preferences;
  • გახსენით Dock & Menu Bar;
  • ზომის დასარეგულირებლად გამოიყენეთ Dock Size სლაიდერი;
  • გამოიყენეთ Position on screen ღილაკები, რათა აირჩიოთ თუ სად გამოჩნდება თქვენი Dock.

თუ გსურთ Dock-ის მუდმივად აქტიურ მდგომარებაში შენახვა, შესაძლებელია მისი დამალვა, მაშინ როდესაც არ იყენებთ. Dock ავტომატურად გამოჩნდება, როდესაც მაუსის მიიახლოვებთ კიდესთან სადაც განთავსებული გაქვთ Dock.

როგორ დამალოთ Dock?

  • გახსენით Apple Menu-ზე;
  • აირჩიეთ  System Preferences;
  • გახსენით Dock & Menu Bar;
  • გააქტიურეთ Automatically hide and show the Dock.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *