შეტყობინებები და სიახლეების ცენტრში ყოფნა ერთდროულად კარგიც და ცუდიცაა. მათი დახმარებით არასდროს დაგვავიწყდება ჩანიშნული შეხვედრა, არ გამოგვრჩება მნიშვნელოვანი იმეილი და ასე შემდეგ. თუმცა ბევრი აპლიკაციის გამოყენებისას შეტყობინებების მიღება ნამდვილად არაჯანსაღ ხასიათს იღებს.

iOS 15 და macOS Monterey-ში DND ახალ Focus ფუნქციასთან გაერთიანდა. Focus რეჟიმი მუშაობს ისე, როგორც Do Not Disturb, თუმცა მომხმარებლებს შეუძლიათ მისი სპეციალურად მორგება.

როგორ ჩავრთოთ DND რეჟიმი Mac-ზე?

  • მენიუ ზოლის ზედა მარჯვენა კუთხეში არის კვადრატის ფორმის სომბოლო(ჰგავს ორ გადამრთველს, რომლებიც ერთმანეთზეა დაწყობილი);
  • დააწკაპუნეთ ამ სიმბოლოზე და აირჩიეთ Focus;
  • Focus-ის ქვეშ არის Do Not Disturb. მისი ჩართვა შესაძლებელია როგორც ერთი საათით, ისე ან „ამ საღამომდე“;
  • Focus Preferences დაწკაპუნებით იხსნება System Preferences > Notifications & Focus, რაც DND პოვნის ალტერნატიული მეთოდია.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *