როგორც ვიცით, iPhone-ზე გვერდით ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია ზარის გათიშვა. iOS 16-ში კი ამ სტანდარტული ფუნქციის გამორთვა არის შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ ფუნქცია iOS16-ზეა ხელმისაწვდომი, რომელიც თავის მხრივ iPhone 11 და უფრო ახალ მოდელებზე გვხვდება.
გვერდითი ღილაკით ზარის გათიშვის გამოსართავად:
- გახსენით Settings აპლიკაცია;
- ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Accessibility;
- Physical and Motor-ის ქვეშ აირჩიეთ Touch;
- გააქტიურეთ Prevent Lock to End Call.
! სულ ეს არის. მომავალში, თუ შემთხვევით დააჭერთ გვერდით ღილაკს ზარის დროს, ის არ შეწყვეტს ზარს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ Prevent Lock to End Call ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, გვერდით ღილაკზე ორჯერ დაჭერით შემომავალ ზარზე უარს ვეღარ იტყვით.
ასევე გაეცანით:
- iOS16: როგორ გამოვიყენოთ Live Text ფუნქცია ვიდეოში?
- iOS16: Lock Screen პერსონალიზაცია, ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- iOS16: როგორ შევქმნათ საერთო iCloud ფოტო ბიბლიოთეკა?
- iOS16: როგორ გამოვიყენოთ Live Text ფუნქცია ვიდეოში?
- iOS16: როგორ შევქმნათ და დავარედაქტიროთ Siri-ს მალსახმობები?
- iOS16: TOP 5 ფუნქცია, რომლებიც 2022 წლის ბოლომდე გამოვა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.