-3% MacBook-ზე სტუდენტური ბარათის წარდგენის შემთხვევაში. მეტის ნახვა- -3% MacBook-ზე სტუდენტური ბარათის წარდგენის შემთხვევაში.
iPhone Air მხოლოდ 2 259 ლარიდან Trade In პროგრამით მეტის ნახვა- iPhone Air მხოლოდ 2 259 ლარიდან Trade In პროგრამით

iSpace - ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი

iSpace | Apple Premium Partner ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლიან გუნდის წევრს ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


• კომპანიის მაღაზიების ვიდეო მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში;

• ვიდეოკამერების ჩანაწერების მონიტორინგი და დეტალური ანალიზი;

• მონიტორინგის პროცესში შესაძლო რისკებისა და ხარვეზების დადგენა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;

• ნებისმიერი სახის დარღვევის ოპერატიული გამოვლენა და რეაგირება;

• თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;

• მონიტორინგის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება

• პერიოდული შიდა აუდიტის ჩატარება მაღაზიებში არსებული ჩეკ ლისტების შესაბამისად


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება

განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება

სექტორული გამოცდილება: მომსახურებისა და Retail სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად


აუცილებელი უნარ-ჩვევები:


დეტალებზე ორიენტირებულობა;

კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა;

ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტური მართვის უნარი


რა გელოდება ჩვენთან?


• დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში

• Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა

• თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა)

• კარიერული ზრდის შესაძლებლობა

• ლოიალურობის პროგრამა

• სამუშაო Apple MacBook


თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.


შენი კარიერა იწყება აქ! 🚀