iPad Air-მა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სერიოზული განახლებები მიიღო. მომხმარებლები და დეველოპერებიც მას Pro Junior-საც კი უწოდებენ, რაც მისი გამორჩეული სიმძლავრის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, მაინც ჩნდება კითხვა ღირს თუ არა მისი შეძენა და ხომ არ ჯობია სიახლეების დალოდება. დღევნადელ ბლოგში სწორედ ამ კითხვას გავცემთ პასუხს.

ფასი და სპეციფიკაციები

როგორც ვიცით, iPad Air პირველად 2013 წელს ჩაეშვა, რაც ნიშნავს, რომ მოწყობილობა უახლოეს მომავალში მეათე დაბადების დღეს აღნიშნავს. მოწყობილობის დამახასიათებელი დიზაინი რეგულარულად განიცდიდა განახლებებს, სანამ 2020 წელს Apple-მა არ ამოიღო Home ღილაკი. ამ ცვლილებამ Air სერია კიდევ უფრო მიაახლოვა iPad Pro-სთან. ხოლო ოდნავ მოგვიანებით, iPad Air-მა მიიღო Apple-ის ლეგენდარული M1 ჩიპსეტი, რომელიც 11 და 12.9 ინჩიან უახლეს iPad Pro ვერსიებში გვხვდება.

ამას მოჰყვა 10.9 ინჩიანი Liquid Retina ეკრანი, 8 GB ოპერატიული მეხსიერება, 64 GB / 256 GB მეხსიერება, 12MP f/1.8 ფართოკუთხოვანი მთავარი კამერა, 12 MP f/2.4 Ultra-Wide ფრონტალური კამერა, 4K/60fps ვიდეოგადაღება, 5G კავშირი, Wi-Fi 6, Bluetooth 5, GPS, Touch ID (ჩაშენებული ჩამრთველ ღილაკში), USB-C + Magic Keyboards + Apple Pencil მხარდაჭერა (მე-2 თაობა), ეს ყველაფერი შეფუთული 246.6 x 178.5 x 6.1მმ კორპუსში, რომელიც სულ რაღაც 461 გრამს იწონის.

ფასები მეხსიერების და კავშირის მიხედვით:

iPar Air 5 М1 შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს მიმოხილვას.

iPad Air: რატომ უნდა ვიყიდოთ ახლავე

iPad Air-ის უახლესი თაობა 2022 წლის მარტში გამოვიდა, რაც ნიშნავს რომ მისი დაჩრდილვა უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი. iPad Air 5 მინიმუმ 2 წლის განმავლობაში იქნება აქტუალური და საკმარისად მძლავრი ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. ეს ყველაფერი კი მას უდავოდ შესანიშნავ შენაძენად აქცევს.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ მოწყობილობა M1 ჩიპსეტით არის აღჭურვილი, აქვს თანამედროვე კამერების სისტემა და Wi-Fi 6 და 5G მხარდაჭერა.

iPad Air: რატომ უნდა დაველოდოთ სიახლეებს

თუ განიხილავთ Pro-ს შეძენას და ფიქრობთ, რომ Air 5 შედარებით ნაკლებად ძვირადღირებული ალტერნატივაა და მათი ფუნქციები და სიმძლავრე დიდად არ განსხვავდება თქვენ მართალი ხართ. თუმცა გახსოვდეთ, რომ iPad Air-ს არ აქვს ProMotion ეკრანი 120Hz განახლების სიხშირით და არც 10 მეგაპიქსელიანი Ultra-Wide კამერა, რომელიც იძლევა პორტრეტის რეჟიმში გადაღებების საშუალებას. თუ ეს ორი დეტალი თქვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არჩევანი Pro-ს ვერსიაზე გააკეთეთ ან დაელოდოთ მომდევნო თაობის Air-ს.

თუ არც M1 ჩიპის სიმძლავრე გჭირდებათ და ეკრანზე ღილაკის არსებობაც არ გაღიზიანებთ მაშინ სტანდარტული სერიის iPad 10.2 (მე-9 თაობა) შესანიშნავი ვარიანტია. სტანდარტული სერიის iPad 10.2 ბევრად უფრო იაფია ვიდრე iPad Air და iPad Pro.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *